ახალსოფელი[2] — სოფელი საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარის ამბროლაურის მუნიციპალიტეტში (იწის თემი), მდებარეობს რაჭის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე. მდინარე კრიხულის (რიონის შენაკადი) მარცხენა მხარეს. ზღვის დონიდან 720 მეტრი, ამბროლაურიდან 2 კილომეტრი. ახალსოფელი წერილობით წყაროებში დამოწმებულია XVIII საუკუნის დასაწყისიდან.
დემოგრაფია
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 36 ადამიანი.
აღწერის წელი |
მოსახლეობა |
კაცი |
ქალი
|
2002[3] |
80 |
39 |
41
|
2014[1] |
36 |
15 |
21
|
ლიტერატურა
სქოლიო