გენდუში — სოფელი საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარის ამბროლაურის მუნიციპალიტეტში (ჭრებალოს თემი), მდებარეობს მდინარეების ლაჯანურისა და ასკისწყლის წყალგამყოფის აღმოსავლეთ კალთაზე. მდინარე რიონის ხეობაში. ზღვის დონიდან 920 მეტრი, ამბროლაურიდან 21 კილომეტრი. ფეოდალური ხანიდან შემორჩენილია გელოვანების საგვარეულო ციხესიმაგრე და სასახლის ნანგრევები.
დემოგრაფია
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 27 ადამიანი.
აღწერის წელი |
მოსახლეობა |
კაცი |
ქალი
|
2002[2] |
61 |
27 |
34
|
2014[1] |
27 |
13 |
14
|
ლიტერატურა
სქოლიო