სინგაპურის რესპუბლიკის კონსტიტუცია (ინგლ.The Constitution of the Republic of Singapore) ― სინგაპურის უზენაესი კანონი. დაწერილი კონსტიტუციის ტექსტი, რომელიც 1965 წლის 9 აგვისტოდან ამოქმედდა, 1963 წლის სინგაპურის შტატის კონსტიტუციასა და მალაიზიის ფედერალური კონსტიტუციის დებულებებს დაეფუძნა. კონსტიტუციის ტექსტი სინგაპურის კონსტიტუციური სამართლის ერთ-ერთი სავალდებულო იურიდიული წყაროა, დანარჩენი სავალდებულო წყაროები კი კონსტიტუციის სასამართლო ინტერპრეტაციები და ზოგიერთი სხვა დებულებაა. არასავალდებულო წყაროებს შორისაა ის წყაროები, რომლებიც გავლენას ახდენს კონსტიტუციურ სამართალზე, როგორიცაა რბილი სამართალი, კონსტიტუციური კონვენციები და საჯარო საერთაშორისო სამართალი.
კონსტიტუციის მეოთხე მუხლი განსაზღვრავს, რომ იგი ქვეყნის უზენაესი კანონია. სინგაპურის კონსტიტუცია ასევე აკმაყოფილებს ალბერტ ვენ დაისის მიერ შემუშვებულ უზენაესობის სამ კრიტერიუმს: კოდიფიკაციას, სიმტკიცე/სიხისტესა და სასამართლოების მიერ იურიდიული გადახედვის შესაძლებლობას. თუმცა ზოგიერთი მოსაზრებით, კონსტიტუცია პრაქტიკაში უზენაესი არაა და სინგაპურის სამართლებრივი სისტემა დე ფაქტო ხასიათისაა და საპარლამენტო სუვერენიტეტით ხასიათდება.
კონსტიტუციის უზენაესობა
ბრიტანელი იურისტისა და კონსტიტუციონალიზმის თეორეტიკოსის, ალბერტ ვენ დაისისს მიხედვით, კონსტიტუციის უზენაესობას სამი კრიტერიუმი განსაზღვრავს:[1] კოდიფიკაცია, რაც იმას ნიშნავს, რომ კონსტიტუცია წერილობითი სახის უნდა იყოს; კონსტიტუცია უნდა იყოს ხისტი; საკანონმდებლო აქტების კონსტიტუციურობის შეფასება და თუკი აქტები კონსტიტუციას არ შეესაბამება, მათი გაუქმების შესაძლებლობა სასამართლოების უფლებამოსილება უნდა იყოს.
სინგაპურის კონსტიტუციის მეოთხე მუხლი ადგენს, რომ იგი ქვეყნის უზენაესი კანონია. კონსტიტუცია დაისის სამივე კრიტერიუმს აკმაყოფილებს, მაგრამ ზოგიერთი მოსაზრებით, კონსტიტუცია პრაქტიკაში უზენაესი არაა და სინგაპურის სამართლებრივი სისტემა დე ფაქტო ხასიათისაა და საპარლამენტო სუვერენიტეტით ხასიათდება.[2]
კონსტიტუციის შინაარსი
სინგაპურის კონსტიტუტიცა მოიცავს 14 ნაწილს: I ნაწილი შესავალია; II ― რესპუბლიკა და კონსტიტუცია; III ― სინგაპურის რესპუბლიკის სუვერენიტეტის დაცვა; IV ნაწილი მოიცავს ფუნდამენტურ თავისუფლებებს, რომელთა შორისაა: სიცოცხლისა და პირადი თავისუფლების უფლება (მუხლი 9), მონობისა და იძულებითი შრომის აკრძალვა (მუხლი 10), დაცვა რეტროსპექტიული კრიმინალური სამართლისა და განმეორებითი სასამართლო პროცესებისგან (მუხლი 11), თანასწორობისა და თანაბარი დაცვის უფლება (მუხლი 12), გადაადგილების თავისუფლებისა და გაძევების აკრძალვა (მუხლი 13), სიტყვის, შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლება (მუხლი 14), რელიგიის თავისუფლების უფლება (მუხლი 15) და თანასწორი განათლების უფლება (მუხლი 16);
კონსტიტუციის V ნაწილი აღმასრულებელ ხელისუფლებას შეეხება, VI ― საკნონმდებლო ხელისუფლებას; VII ― უმცირესობების უფლებათა საპრეზიდენტო საბჭოს, VIII ― სასამართლო ხელისუფლებას, IX ― საჯარო სერვისებს, X ― მოქალაქეობას, XI ― ფინანსურ დებულებებს, XII ― სპეციალური ძალებს დივერსიისა და საგანგებო მდგომარეობის დროს, XIII ― ზოგად დებულებებს, ხოლო XIV ― გარდამავალ დებულებებს.
კონსტიტუციის შესწორება
კონსტიტუციაში შესწორებების შეტანა ორი გზითაა შესაძლებელი. კონსტიტუციის დებულებების დიდი ნაწილის შეცვლა პარლამენტის წევრთა კვალიფიციური უმრავლესობით შეიძლება. მეორე გზა ეროვნული რეფერენდუმის მეშვეობით შესწორებების შეტანაა, თუმცა ეს პროცედურა მხოლოდ გარკვეული დებულებებისთვის გადასინჯვისთვისაა დაშვებული. შესწორების ორი გზა ხაზს უსვამს კონსტიტუციის დებულებების მნიშვნელობის სხვადასხვა ტიპს.[3]
1965 წლის 9 აგვისტოდან მოყოლებული სინგაპურის კონსტიტუციაში ბევრი ცვლილება შევიდა. 1965 წლის შესწორების მიხედვით, კონსტიტუციაში შესწორებების შეტანა პარლამენტის აბსოლუტური შემადგენლობის უმრავლესობის მეშვეობით შეიძლებოდა;[4]1970 წლის შესწორების მიხედვით, საპრეზიდენტო საბჭო დაარსდა სინგაპურში რასობრივი და რელიგიური უმცირესობების დასაცავად.[5]1973 წელს მას უმცირესობების უფლებათა საპრეზიდენტო საბჭო ეწოდა და მისი მთავარი ფუნქციაა პარლამენტის მიერ მიღებული კანონების შემოწმება, რათა ისინი რასობრივი და რელიგიური თემების უფლებებს არ არღვევდნენ; 1979 წლის შესწორების მიხედვით, კონსტიტუციაში ცვლილებების შესატანად მეორე და მესამე მოსმენაზე პარლამენტის შემადგენლობის ორი მესამედის თანხმობაა საჭირო.
Neo, Jaclyn Ling-Chien; Lee, Yvonne C[hing] L[ing] Lee (2009), „Constitutional Supremacy: Still a Little Dicey?“, Thio, Li-ann; Tan, Kevin Y[ew] L[ee], Evolution of a Revolution: Forty Years of the Singapore Constitution, London: Routledge-Cavendish, pp. 153–192, ISBN978-0-415-43862-9.
Tan, Kevin Y[ew] L[ee] (1999), „A Short Legal and Constitutional History of Singapore“, Tan, Kevin Y[ew] L[ee], The Singapore Legal System, Singapore: Singapore University Press, pp. 26–66, ISBN978-9971-69-213-1.
Thio, Li-ann (2004), "Constitutional 'Soft' Law and the Management of Religious Liberty and Order: The 2003 Declaration on Religious Harmony", Singapore Journal of Legal Studies: 414–443.
Thio, Li-ann (2009), „In Search of the Singapore Constitution“, Thio, Li-ann; Tan, Kevin Y[ew] L[ee], Evolution of a Revolution: Forty Years of the Singapore Constitution, London: Routledge-Cavendish, pp. 323–360, ISBN978-0-415-43862-9.
Thio, Li-ann (2009), „Protecting Rights“, Thio, Li-ann; Tan, Kevin Y[ew] L[ee], Evolution of a Revolution: Forty Years of the Singapore Constitution, London: Routledge-Cavendish, pp. 193–233, ISBN978-0-415-43862-9.
Thio, Li-ann (2012), A Treatise on Singapore Constitutional Law, Singapore: Academy Publishing, ISBN978-981-07-1515-1.
↑Jaclyn Ling-Chien Neo; Yvonne C[hing] L[ing] Lee (2009), „Constitutional Supremacy: Still a Little Dicey?“, Li-ann Thio, Evolution of a Revolution: Forty Years of the Singapore Constitution, London: Routledge-Cavendish, pp. 153–192 at 181, ISBN978-0-415-43862-9.