1945 წლის ინდონეზიის რესპუბლიკის სახელმწიფო კონსტიტუცია (ინდონ.Undang-Undang Dasar Negara Republik Indonesia Tahun 1945; ხშირად გამოისახება აბრევიატურით UUD 1945 ან UUD '45) ― ინდონეზიის უზენაესი კანონი და სხვა კანონთა საფუძველი.
ინდონეზიის კონსტიტუცია დაიწერა 1945 წლის ივნის-აგვისტოში, ნიდერლანდების ოსტინდოეთის იაპონელთა ოკუპაცის ბოლო თვეებში, მეორე მსოფლიო ომის დასასრულს. იგი 1949 წლის ფედერალური კონსტიტუციისა და 1950 წლის დროებითი კონსტიტუციის შედეგად გაუქმდა, მაგრამ პრეზიდენტ სუკარნოს 1959 წლის დეკრეტის საფუძველზე აღდგა.
1945 წლის კონსტიტუცია პანჩასილის საფუძველზეა შედგენილი, რომელიც ხუთ ეროვნულ პრინციპს ადგენს როგორც დამოუკიდებელი ინდონეზიის ძირითადი პრინციპების საფუძველს. კონსტიტუცია ითვალისწინებს ძალაუფლების გამიჯვნას აღმასრულებელ, საკანონმდებლო და სასამართლო შტოებად. მმართველობის სისტემა დახასიათებულია როგორც „საპრეზიდენტო სისტემა საპარლამენტო ნიშნებით“.[1]1998 წლის მაისის აჯანყებებისა და პრეზიდენტ სუჰარტოს გადადგომის შემდეგ, კონსტიტუციაში დამატებები შევიდა, რამაც პოლიტიკური რეფორმების გატარების შესაძლებლობა გააჩინა, რასაც ხელისუფლების სამივე შტოს უფლებამოსილებების ცვლილება და ადამიანის უფლებების დებულებების დამატება მოჰყვა.
შინაარსი
პრეამბულა
1945 წლის ინდონეზიის კონსტიტუციის პრეამბულა პანჩასილის ფილოსოფიის მიხედვითაა შედგენილი. პანჩასილის ხუთი პრინციპი მოიცავს: ერთადერთი ღმერთის რწმენას; ცივილიზებულ კაცობრიობას; ინდონეზიის ერთიანობას; დემოკრატიას, რომელიც წარმომადგენელთა შორის განხილვებში წარმოქმნილი შიდა სიბრძნის ერთიანობითაა განსაზღვრული; სოციალურ სამართლიანობას ინდონეზიის ყველა ხალხისთვის.
სახალხო საკონსულტაციო ასამბლეა შედგება წარმომადგენელთა პალატისა და რეგიონული წარმომადგენლობითი საბჭოს წევრებისგან. ორივე ორგანოს ყველაზე წევრი პირდაპირი წესით აირჩევა. სახალხო საკონსულტაციო ასამბლეა ცვლის და იღებს კანონებს, ნიშნავს პრეზიდენტს და კანონის საფუძველზე ინდონეზიის პრეზიდენტისა და ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობიდან გადაყენება შეუძლია.
თავი III: აღმასრულებელი ხელისუფლება
მესამე თავში მოცემულია ინდონეზიის პრეზიდენტის უფლებამოსილებები. დასახელებულია პრეზიდენტობისა და ვიცე-პრეზიდენტობისთვის აუცილებელი მოთხოვნები. პრეზიდენტისა და ვიცე-პრეზიდენტის არჩევა შესაძლებელია მხოლოდ ორი ვადით და საყოველთაო არჩევნების მეშვეობით. განსაზღვრულია იმპიჩმენტის პროცედურა. მესამე თავი მოიცავს საპრეზიდენტო და ვიცე-საპრეზიდენტო ფიცის ტექსტს.
თავი IV: უზენაესი საკონსულტაციო საბჭო
ამ თავის ყველა მუხლი ამოღებულია ინდონეზიის კონსტიტუციის მეოთხე დამატების საფუძველზე. თავდაპირველად ეს თავი უზენაესი საკონსულტაციო საბჭოს როლს განსაზღვრავდა.
თავი V: სახელმწიფო მინისტები
ოთხი მოკლე მუხლი განსაზღვრავს მინისტრთა კაბინეტის კონსტიტუციურ საფუძველს. მინისტებს პრეზიდენტი ნიშნავს.
თავი VI: ადგილობრივი მმართველობა
განსაზღვრავს ინდონეზიის ადიმინისტრაციულ დაყოფას პროვინციებად, სარეგენტოებად და ქალაქებად. ყოველ ადმინისტრაციულ ერთეულს ადგილობრივი არჩევნების შედეგად არჩეული ადმინისტრაცია ჰყავს. ადმინისტრაციის ხელმძღვანელები „აირჩევიან დემოკრატიულად“. ავტონომია დასაშვებია იმდენად, რამდენადაც შესაძლებელია. სახელმწიფო აღიარებს გარკვეული რეგიონების განსაკუთრებულ მდგომარეობს.
თავი VII: წარმომადგენელთა პალატა
წარმომადგენელთა პალატის წევრები აირჩევიან საყოველთაო არჩევნების გზით. წარმომადგენელთა პალატას აქვს კანონების მიღების, საკანონმდებლო, საბიუჯეტო და ზედამხედველობითი ფუნქციები. დადგენილ ფარგლებში წარმომადგენელთა პალატა კონტოლს უწევს მთავრობის საქმიანობას.
თავი VII-A: რეგიონული წარმომადგენელთა საბჭო
შესაბამისი რაოდენობის წევრები საყოველთაო არჩევნების გზით აირჩევიან თითოეული პროვინციიდან. საბჭოს უფლება აქვს რეგიონებთან დაკავშირებული კანონები წარომადგენელთა პალატას შესთავაზოს. გარდა ამისა, მას წარმომადგენელთა პალატისთვის გადასახადებთან, განათლებასა და რელიგიასთან დაკავშირებით საკონსულტაციო ფუნქციას აკისრია.
თავი VII-B: საყოველთაო არჩევნები
საყოველთა არჩევნები იმართება წარმომადგენელთა პალატის, რეგიონული წარმომადგენელთა საბჭოს, პრეზიდენტის, ვიცე-პრეზიდენტისა და სხვა რეგიონული საკანონმდებლო ორგანოების არჩევისას. არჩევნები საყოველთაო, თანასწორი, ფარული სახისაა დახუთ წელიწადში ერთხელ იმართება. წარმომადგენელთა პალატისა და რეგიონული საკანონმდებლო ორგანოების წარმომადგენლები პოლიტიკურ პარტიებს წარმოადგენენ, ხოლო რეგიონული წარმომადგენელთა საბჭოს წევრები დამოუკიდებლები არიან.
თავი VIII: ფინანსური საკითხები
პრეზიდენტი წარადგენს წლიურ ბიუჯეტს, რომელსაც წარმომადგენელთა პალატა განიხილავს.
თავი VIII-A: აუდიტის საბჭო
განმარტავს, რომ ინდონეზიის აუდიტის საბჭო ზედამხედველობს სახელმწიფო სახსრების მართვას.
თავი IX: სასამართლო ხელისუფლება
ამტკიცებს, რომ სასამართლო ხელისუფლება დამოუკიდებელია. განმარტავს უზენაესი სასამართლოს როლსა და პოზიციას, ისევე როგორც სასამართლო კომისიისა და საკონსტიტუციო სასამართლოს როლს.
თავი IX-A: სახელმწიფო ტერიტორია
განმარტავს, რომ სახელმწიფო არქიპელაგია, რომლის საზღვრებსა და უფლებებს განსაზღვრავს კანონი.
Adnan Buyung Nasution (2001) The Transition to Democracy: Lessons from the Tragedy of Konstituante in Crafting Indonesian Democracy, Mizan Media Utama, Jakarta, ISBN979-433-287-9
Cribb, Robert (2001). „Parlemen Indonesia 1945-1959“, Panduan parlemen Indonesia. Jakarta: Yayasan API. ISBN979-96532-1-5.
Dahlan Thaib, Dr. H, (1999), Teori Hukum dan Konstitusi (Legal and Constitutional Theory), Rajawali Press, Jakarta, ISBN979-421-674-7
Denny Indrayana (2008) Indonesian Constitutional Reform 1999-2002: An Evaluation of Constitution-Making in Transition, Kompas Book Publishing, Jakarta ISBN978-979-709-394-5.
Jimly Asshiddiqie (2005), Konstitusi dan Konstitutionalisme Indonesia (Indonesia Constitution and Constitutionalism), MKRI, Jakarta.
Jimly Asshiddiqie (1994), Gagasan Kedaulatan Rakyat dalam Konstitusi dan Pelaksanaannya di Indonesia (The Idea of People's Sovereignty in the Constitution), Ichtiar Baru - van Hoeve, Jakarta, ISBN979-8276-69-8.
Jimly Asshiddiqie (2009), The Constitutional Law of Indonesia, Maxwell Asia, Singapore.
Jimly Asshiddiqie (2005), Hukum Tata Negara dan Pilar-Pilar Demokrasi (Constitutional Law and the Pillars of Democracy), Konpres, Jakarta, ISBN979-99139-0-X.
Kahin, George McTurnan (1952) Nationalism and revolution in Indonesia. Ithaca: Cornell University Press. ISBN0-8014-9108-8.
King, Blair A.. (30 July 2007) Constitutional tinkering. Inside Indonesia. ციტირების თარიღი: 9 July 2019
Kusuma, R.M.A.B.. (2004). Lahirnya Undang Undang Dasar 1945 (id). Jakarta: Badan Penerbit Fakultas Hukum Universitas Indonesia. ISBN979-8972-28-7.
Nadirsyah Hosen, (2007) Shari'a and Constitutional Reform in Indonesia, ISEAS, Singapore
Saafroedin Bahar,Ananda B.Kusuma,Nannie Hudawati, eds, (1995) Risalah Sidang Badan Penyelidik Usahah Persiapan Kemerdekaan Indonesian (BPUPKI) Panitia Persiapan Kemerdekaan Indonesia (PPKI) (Minutes of the Meetings of the Agency for Investigating Efforts for the Preparation of Indonesian Independence and the Preparatory Committee for Indonesian Independence), Sekretariat Negara Republik Indonesia, Jakarta
Ricklefs, M.C. (2008). A History of Modern Indonesia Since c.1300, 4th, London: MacMillan. ISBN978-0-230-54685-1.
Sri Bintang Pamungkas (1999), Konstitusi Kita dan Rancangan UUD-1945 Yang Disempurnakan (Our Constitution and a Proposal for an Improved Version of the 1945 Constitution), Partai Uni Demokrasi, Jakarta, No ISBN