ქუვეითის კონსტიტუცია (არაბ. الدستور الكويتي) ― მიიღეს 1961-1962 წლის საკონსტიტუციო ასამბლეაზე. 1962 წლის 11 ნოემბერს კონსტიტუციას ქუვეითის სახელმწიფოს ემირმა, აბდულაჰ ალ-სალიმ ალ საბაჰმა მოაწერა ხელი.
კონსტიტუციონალიზმის ისტორია
ქუვეითის კონსტიტუციონალიზმის ისტორია 1961 წლის 19 ივნისს ქუვეითის დამოუკიდებლობის გამოცხადებასთან ერთად იწყება. ქუვეითის დამოუკიდებლობის მოპოვებასთან ერთად მისი დიდი ბრიტანეთის კოლონიური სამფლობელოს სტატუსის მქონე სამთავროდან სუვერენულ სახელმწიფოდ პოლიტიკურ-სამართლებრივი ტრანსფორმირების პროცესი დაიწყო. ამ პროცესში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა 1962 წლის ნოემბერში ქუვეითის პირველი კონსტიტუციის დამტკიცება იყო, რომელმაც ქუვეითის კონსტიტუციონალიზმს ჩაუყარა საფუძველი და დღემდე შეუცვლელად მოქმედ აქტად რჩება.
1962 წლის კონსტიტუციას წინ უძღოდა მთელი რიგი ღონისძიებები, რომლებიც მიმართული იყო ქუვეითში სამართლებრივი სისტემის ფორმირებისა და განვითარებისაკენ. ამ ღონისძიებებს ახორციელებდა როგორც ბრიტანეთის კოლონიალური მმართველობა, ასევე მოგვიანებით ქუვეითის მმართველი ალ-საბაჰის გვარის ემირებიც.
შინაარსი
ქუვეითის კონსტიტუცია ხუთ ნაწილსა და 183 მუხლს მოიცავს.[1]
- ნაწილი I ― სახელმწიფო და მმართველობის სისტემა
- ნაწილი II ― ქუვეითის საზოგადოების ძირითადი საფუძვლები
- ნაწილი III ― საზოგადო უფლებები და მოვალეობები
- ნაწილი IV ― ხელისუფლება
- ნაწილი V ― ძირითადი და გარდამავვალი დებულებანი
იხილეთ აგრეთვე
ლიტერატურა
- გონაშვილი, ვ. (2008). საზღვარგარეთის ქვეყნების კონსტიტუციები: ნაწილი I. კავშირი „იურისტები სამართლებრივი სახელმწიფოსთვის“. თბილისი. გვ. 497-538.
სქოლიო