სელიმ III (დ. 24 დეკემბერი, 1761 — გ. 28 ივლისი, 1808, სტამბოლი) — ოსმალეთის სულთანი 1789-1807 წლებში. შეეცადა რეფორმების გატარებას. იყო მოდერნიზაციის მომხრე. მისი დავალებით საერო და სასულიერო დიდგვაროვანთა წარმომადგენლების ჯგუფმა ნაწილობრივ განახორციელა გარდაქმნების პროგრამა (”ნიზამი ჯედიდ”), მაგრამ როდესაც გარდაქმნების წინააღმდეგ ფეოდალური რეაქცია გამოვიდა და იანიჩართა მღელვარება დაიწყო, სელიმ III-ს ძალა არ ეყო თავისი თანამოაზრეებისათვის მხარი დაეჭირა. 1807 წლის 29 მაისს იგი გადააყენეს, ერთი წლის შემდეგ მოკლეს.
იხილეთ აგრეთვე
ლიტერატურა