ალ-მუთამიდი (არაბ. المعتمد; დ. 844 — გ. 15 ოქტომბერი, 892) — აბასიანთა სახალიფოს ხალიფა 870-892 წლებში. ალ-მუთავაქილის გადარჩენილ შვილებს შორის უფროსი. ხალიფას ტიტულს ატარებდა 23 წლის განმავლობაში, თუმცა მმართველობის უმეტესი დროის განმავლობაში არსებითად სიმბოლურ ფიგურას წარმოადგენდა. მისი წინამორბედის, ხალიფა ალ-მუჰთადის დროს პატიმრობაში იმყოფებოდა და მხოლოდ ამ უკანასკნელის მკვლელობის შემდეგ გაათავისუფლეს.
ალ-მუთამიდი გარდაიცვალა 892 წლის 15 ოქტომბერს ღამის ფესტივალზე ალკოჰოლის გადაჭარბებული სმის შედეგად 48 წლის ასაკში.
ალ-მუთამიდის უმნიშვნელოვანეს მიღწევად შეიძლება ჩაითვალოს 892 წელს სასამართლოს ბაღდადში დაბრუნება, რომელმაც თურქი ჯარისკაცების ძალაუფლება მოთოკა. აღსანიშნავია, რომ ალ-მუთამიდისა და მისი მომდევნო ორი ხალიფას მმართველობისას ხალიფას მოკვლის მცდელობა არ ყოფილა.
ლიტერატურა
- William Muir, The Caliphate: Its Rise, Decline, and Fall.
- Фильштинский И. М. История арабов и Халифата (750—1517 гг.). — АСТ, 2006. — С. 125-126. — ISBN 5-17-039552-3.