ალ-მუსთაინი (არაბ. المستعين; დ. 836 — გ. 866) — აბასიანთა სახალიფოს ხალიფა 862-866 წლებში.
მისი წინამორბედი ხალიფას, ალ-მუნთასირის გარდაცვალების შემდეგ, რომელსაც მემკვიდრე არ დარჩენია, თურქული არმიის ლიდერებმა ახალი ხალიფას ასარჩევად საბჭო მოიწვიეს. ისინი მხარს არ უჭერდნენ ალ-მუთაზის ან მისი ძმების კანდიდატურებს, ამიტომ აირჩიეს ალ-მუთასიმის შვილიშვილი ალ-მუსთაინი.
აღნიშნული მოვლენები ცხადყოფს, რომ სახალიფოში არაბებმა გაბატონებული პოზიცია დაკარგეს და თურქები უკვე მნიშვნელოვან ძალას წარმოადგენდნენ.
რესურსები ინტერნეტში