პროგრამული უზრუნველყოფის გამოშვების ცალკეული საფეხურები

გამოშვების თითოეული საფეხური

პროგრამული უზრუნველყოფის გამოშვების ცალკეული საფეხურები მოიცავს კომპიუტერული პროგრამის შემუშავებისა და მომზადების სხვადასხვა ეტაპებს: წინასწარი, სამუშაო ვერსიიდან — საბოლოო გამოშვებამდე, მათ შორის განახლებულ ვარიანტებსაც, რომელიც პროგრამული უზრუნველყოფის გასაუმჯობესებლად ან არსებული პროგრამული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენება.

ისტორია

ტერმინ „ალფა/ბეტას“ წარმოშობა უკავშირდება კომპანია IBM-ს. დიდი ხნის წინ, დაახლოებით 1950-იან წლებში (შეიძლება უფრო ადრეც), IBM იყენებდა მსგავს ტერმინოლოგიას თავიანთი აპარატურის გამოშვებისას. „A“ ტესტი გულისხმობდა ახალი პროდუქტის შემოწმებას, საჯაროდ დაანონსებამდე. „B“ ტესტი იყო გადამოწმება, წარმოების დაწყებამდე. „C“ ტესტი კი ეწოდებოდა საბოლოო გამოცდას, პროდუქტის საყოველთაო მოხმარებისთვის წარსადგენად. მას შემდეგ, რაც პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავება გახდა IBM-ის მნიშვნელოვანი მიმართულება, ალფა ტესტირება გამოიყენებოდა გამოშვებამდელი შემოწმების აღსანიშნავად, ხოლო ბეტა ტესტირებით დგინდებოდა პროდუქტის მზაობა საყოველთაო ხელმისაწვდომობისთვის. მარტინ ბელსკიმ, IBM-ის ადრინდელი ცალკეული პროგრამული პროექტების ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ეს ტერმინოლოგია მათი შექმნილია. IBM-მა უარი თქვა ალფა/ბეტა დასახელებებზე 1960-იან წლებში, მაგრამ იმ დროს უკვე საკმაოდ ფართოდ გამოიყენებოდა ეს ტერმინოლოგია. მომხმარებელთა მიერ პროდუქტის გამოცდა „ბეტა ტესტირებით“ არ აღინიშნებოდა IBM-ში. მის ნაცვლად, იყენებდნენ ტერმინს „საველე ტესტირება“.

შემუშავების საფეხურები

პრეალფა

პრეალფა გულისხმობს ყველა გამოსაცდელ სამუშაოს პროგრამული უზრუნველყოფის პროექტის ოფიციალურ შემოწმებამდე. ეს სამუშაოები, შესაძლოა მოიცავდეს მოთხოვნების ანალიზს, პროგრამული უზრუნველყოფის დაგეგმვას, პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავებასა და ერთეულოვან ტესტირებას. ჩვეულებრივ, ღია წყაროს პროგრამის შემუშავებისას, არის რამდენიმე სახის პრეალფა ვერსია. ყოველი მომდევნო ვერსია შეიცავს გარკვეული ფუნქციების ნაკრებს და გამოდის მაშინვე, როგორც კი მზად იქნება ეს ფუნქციონალი.

ალფა

გამოშვების ალფა საფეხური წარმოადგენს პირველ ეტაპს პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირებაში (ალფა არის ბერძნული დამწერლობის პირველი ასო, რომლითაც აღინიშნება ნომერი 1). ამ საფეხურზე, შემმუშავებლები პროგრამას, ძირითადად ამოწმებენ ე.წ. თეთრი ყუთის ტესტირებით. დამატებითი დამოწმება კი ხდება შავი ყუთის ან ნაცრისფერი ყუთის მეთოდით, სხვა გამომცდელი ჯგუფის მიერ. შავი ყუთის ტესტირებაზე გადასვლას კომპანიის შიგნით, ეწოდება ალფა გამოშვება.[1]

პროგრამის ალფა ვერსია, შესაძლოა მეტად არამდგრადი იყოს და ახასიათებდეს უეცარი გათიშვა ან მონაცემების დაკარგვა. ალფა ვერსიაში სრულად, შეიძლება არ იყოს წარმოდგენილი ყველა ის შესაძლებლობა, რაც საბოლოო ვერსიისთვის იგეგმება.  ზოგადად, კერძომესაკუთრული (დახურული წყაროს მქონე) პროგრამული უზრუნველყოფის ალფა ვერსიები იშვიათადაა საჯაროდ ხელმისაწვდომი, მაშინ როცა ღია წყაროს პროგრამული უზრუნველყოფის შემთხვევაში პირიქით, საცდელი გამოშვებები უმეტესად, თავისუფლად ვრცელდება. ალფა სტადიის ბოლოს, როგორც წესი, წყდება ახალი შესაძლებლობების დამატება. შემდეგ კი იწყება მოცემული შესაძლებლობების გამოცდა და სრულყოფა.

ბეტა

ბეტა, ბერძნული ანბანის რიგით მეორე ასო აღნიშნავს პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავების მომდევნო საფეხურს. პროგრამულ უზრუნველყოფას ბეტა ეტაპზე, ასევე მოიხსენიებენ ტერმინით „betaware“ (ბეტა პროგრამა).[2] ზოგადად, ბეტა სტადია იწყება მას შემდეგ, როდესაც მოცემული პროგრამა, უკვე სრულადაა აღჭურვილი ახალი შესაძლებლობებით, მაგრამ შეიცავს მრავალ ცნობილ თუ უცნობ შეცდომას.[3]  პროგრამული უზრუნველყოფა ბეტა სტადიაში, წესით, მეტად ხარვეზიანია ხოლმე, ვიდრე დასრულებული ვერსია, ამასთან გააჩნია სიჩქარე/წარმადობასთან დაკავშირებული პრობლემები და ჯერ კიდევ შეიძლება ახასიათებდეს უეცარი გათიშვა ან მონაცემების დაკარგვა. ბეტა ტესტირების მთავარი მიზანი, პროგრამის გამოყენებასთან დაკავშირებული საკითხების შემოწმება და მოგვარებაა. ბეტა ვერსია მომხმარებლებს მიეწოდება ბეტა გამოშვების სახით და როგორც წესი, პირველად ამ დროს ხდება პროგრამა ხელმისაწვდომი საზოგადოებისთვის, შემქმნელი კომპანიის გარეთ. ბეტა ვერსიის პროგრამული უზრუნველყოფა გამოსადეგია წარდსადგენად, როგორც ორგანიზაციის შიგნით, ასევე პოტენციური მომხმარებლების წინაშე. შემმუშავებელთა ნაწილი ამ ვერსიებს უწოდებს წინასწარ გამოშვებებს (ინგ. preview, preview release, prototype, technical preview / technology preview; შემოკლ. TP)[4] ან ადრეული წვდომის ვერსიებს (ინგ. early access). ზოგჯერ ხდება პროგრამის მუდმივად ბეტა რეჟიმში შენარჩუნება, რითიც შემმუშავებლებს საშუალება ეძლევათ ხშირად და განუსაზღვრელი დროის განმავლობაში დაამატონ ახალი შესაძლებლობები, საბოლოო „მდგრადი“ ვერსიის სახელის მინიჭების გარეშე.

ბეტა ტესტერები არიან ადამიანები, რომლებიც აქტიურად იკვლევენ პროგრამული უზრუნველყოფის ხარვეზებს და აგზავნიან მოხსენებებს. ისინი, როგორც წესი, წარმოადგენენ რიგით მომხმარებლებს ან პროგრამული უზრუნველყოფის შემქმნელი კომპანიის პოტენციურ მომხმარებლებს. ბეტა გამომცდელები, როგორც წესი, მოხალისეობრივად საქმიანობენ ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე, თუმცა, სამაგიეროდ იღებენ გამოსაცდელ პროდუქტთან ადრეულ წვდომას, საბოლოო ვერსიას ფასდაკლებით, ან სხვა წამახალისებელ ჯილდოებს.

ინტერნეტის ხელშეწყობით, პროგრამული უზრუნველყოფის სწრაფი და იაფი გავრცელების კვალდაკვალ, კომპანიებმა დაიწყეს ტერმინ „ბეტას“ სათავისოდ გამოყენება.[5] 2005 წლის თებერვალში, ZDNet საიტზე გამოქვეყნდა სტატია, რომელიც ეხებოდა ახალ ფენომენს - პროდუქტის, წლების განმავლობაში ბეტა ვერსიად დატოვებასა და ნაწარმის დაუსრულებელი სახით გამოყენებას. ირონიულად უწოდებენ „უვადო ბეტას“. ასევე აღნიშნულია, რომ მაგალითად Gmail და Google News, უკვე ხანგრძლივი დროის განმავლობაში იყო ბეტა რეჟიმში და უახლოეს მომავალში, არც იგეგმებოდა, ამ სტატუსის გაუქმება, მიუხედავად იმისა, რომ უკვე დიდი ხანი იყო, რაც ეს მომსახურებები ფართოდ გამოიყენებოდა. ეს მიდგომა შემქმნელს საშუალებას აძლევს გადაავადოს სრული მხარდაჭერის შეთავაზება და აირიდოს პასუხისმგებლობა დარჩენილ ხარვეზებზე. გარდა ამისა, „ბეტათი“ ზოგჯერ აღინიშნება გამოსაშვები ვერსია, ან დროებითი საჩვენებელი ვერსია, ასევე, გამოიყენება სხვადასხვა მარკეტინგული მიზნებითაც.[6] Windows 8 სისტემის გამოსვლის შემდეგ, Microsoft უკვე აღარ უწოდებს თავის პროგრამების საცდელ ვერსიებს ბეტას. ამის ნაცვლად, გამოშვებამდელი პროგრამული უზრუნველყოფის აღსანიშნავად იყენებს ტერმინს preview (ქართ. წინასწარი ვერსია). 2014 წელს, Windows Insider პროგრამის დაწყების შემდეგ, მისი მეშვეობით გავრცელებული ყველა გამოშვებამდელი ანაწყობი ცნობილია, როგორც Insider Preview builds (წინასწარი ანაწყობები).

ღია და დახურული ბეტა

შემმუშავებლები უშვებენ როგორც დახურულ ბეტას, რომელსაც კერძო ბეტა ვერსიასაც უწოდებენ, ასევე ღია ბეტას, იგივე საჯარო ბეტა ვერსიას; დახურული ბეტა ვერსიები გამოშვებულია ხოლმე ადამიანთა შეზღუდული ჯგუფისთვის, რომელში მოხვედრაც, მხოლოდ მოსაწვევებითაა შესაძლებელი, მაშინ როცა, ღია ბეტა ვერსიის გამოცდაში, გაცილებით დიდი ჯგუფია ჩართული და უმეტესად, ნებისმიერ დაინტერესებულ პირსაც თავისუფლად შეუძლია მონაწილეობის მიღება. კერძო ბეტა ძირითადად გამოყენება იმ პროგრამული უზრუნველყოფისთვის, რომელსაც მოგების მოტანა შეუძლია, მაგრამ ჯერჯერობით არაა მზად ფართო გამოყენებისთვის სხვადასხვა ხარვეზების, საჭირო დოკუმენტაციის ნაკლებობის ან არასრულყოფილი შესაძლებლობების გამო. გამომცდელები აგზავნიან მოხსენებებს, ნაპოვნი ხარვეზების შესახებ და ამასთან სთავაზობენ შემმუშავებლებს იმ ახალი შესაძლებლობების დამატებას საბოლოო ვერსიაში, რომელიც მათი აზრით, მნიშვნელოვანი და გამოსადეგია. საჯარო ბეტა შემოწმების მაგალითებია:

  • პირველმა მომხმარებლებმა შეიძინეს WordVision ტექსტური რედაქტორის „პიონერული გამოცემა“ IBM PC მოწყობილობისთვის $49.95 დოლარად. 1984 წელს, შტეფან მეინსი (ინგ.) წერდა, რომ „ბრწყინვალე მარკეტინგული გადატრიალების შედეგად, Bruce and James Program Publishers კომპანიამ მოახერხა მოენახა ადამიანები, რომლებიც თანხას გადაიხდიდნენ პროდუქტის გამოცდაში მონაწილეობისთვის“.[7]
  • 2000 წლის სექტემბერში Apple-ის Mac OS X Public Beta საოპერაციო სისტემა გამოვიდა.[8]
  • Microsoft-მა გამოუშვა საჯარო წინასწარი ვერსიები (შემოკლ. CTP) Windows Vista-სთვის, 2005 წლის სექტემბრისა და 2006 წლის მაისის შუალედში.[9]
  • 2009 წლიდან 2011 წლამდე, Minecraft იყო საჯაროდ ხელმისაწვდომი ბეტა შემოწმებისთვის.
  • 29 დეკემბერს, 2014 წელს, Halo: The Master Chief Collection თამაშის Xbox One ვერსიის ყველა მფლობელს, შეეძლო ჩამოეტვირთა და ეთამაშა Halo 5: Guardians უფასოდ 2015 წლის 18 იანვრამდე. ბეტა ვერსიის მომხმარებლებს თამაშში ამომხტომი ფანჯარა ახსენებდა, რომ გამოშვება იყოს ბეტა და შესაძლოა ჰქონოდა გარკვეული ხარვეზები, ამასთან შეეძლოთ Halo სერიის ინტერნეტ-ერთობის ფორუმში მონაწილეობის მიღება.

ღია ბეტა ტესტირებას ორმაგი დანიშნულება აქვს, ერთია, რომ იგი გამოიყენება პროდუქტის პოტენციური მომხმარებლებისთვის წარსადგენად, მეორე კი ისაა, რომ განსაკუთრებით დიდი რაოდენობით ადამიანების მიერ მოწმდება, რაც შესაძლებელს ხდის ისეთი ხარვეზებისა და შეცდომების სააშკარაოზე გამოტანას, რომელთა აღმოჩენაც მცირე გამომცდელი ჯგუფის პირობებში, მეტად რთული იქნებოდა.

გამოსაშვები ვერსია

გამოსაშვები ვერსია (ინგ. Release candidate; შემოკლ. RC), წარმოადგენს იმ ბეტა ვერსიას, რომელიც თითქმის მზადაა გამოსაშვებად და დარჩენილია მნიშვნელოვანი ხარვეზების გამოსწორება. ამ ეტაპზე, ყველა ახალი შესაძლებლობა უკვე დამატებულია, დამუშავებულია და გავლილი აქვს მრავალსაფეხურიანი შემოწმებები. ამ გამოშვებას ეწოდება დასრულებული კოდის მქონე, რაც ნიშნავს რომ შემმუშავებელთა გუნდი აღარ აპირებს რამე მნიშვნელოვანი ცვლილების შეტანას პროგრამის მიმდინარე კოდში. თუმცა, გარკვეული ხარვეზების გამოსასწორებლად, შესაძლოა მაინც გახდეს საჭირო კოდის ნაწილის შეცვლა, ასევე გარკვეული შესწორებები დოკუმენტაციასა და მონაცემთა ფაილებში, აგრეთვე, არაა გამორიცხული გარკვეული კოდის დამატებაც, საცდელი მიზნებით. ხშირად, კერძოდ შერჩეული ბეტა გამომცდელების მიერ შეტანილი წვლილი, რომლებიც ამ ვერსიას იყენებენ, აღინიშნება ხოლმე საბოლოო გამოშვებაში. ბეტა ტესტირება, ჩვეულებრივ ტარდება მონაწილის სამუშაო ან საცხოვრებელი ადგილიდანვე, რომ პროგრამული უზრუნველყოფის გამოცდა და შეფასება მოხდეს რიგითი მომხმარებლის თვალთახედვით.

გამოშვება

გამოსვლის შემდეგ, პროგრამულ უზრუნველყოფას უწოდებენ „მდგრად ვერსიას“. ოფიციალური ტერმინი დამოკიდებულია გამოშვების სახეზე: ფიზიკურადაა გამოცემული, ინტერნეტ-გამოშვებაა თუ ვებპროგრამა.

გამოშვება წარმოებისთვის ანუ გამოშვება გასაყიდად

ტერმინი „გამოშვება წარმოებისთვის“ (ინგ. Release to manufacturing; შემოკლ. RTM) გამოიყენება მაშინ, როდესაც პროგრამული უზრუნველყოფა უკვე მზადაა მიწოდებისთვის. ეს ანაწყობი, უკვე შეიძლება იყოს ციფრულად ხელმოწერილიც, რაც საშუალებას აძლევს მომხმარებელს, შეძენისას გადაამოწმოს პროგრამული უზრუნველყოფის ნამდვილობა. ამასთან, სწორედ RTM ანაწყობის ასლი გამოიყენება მასობრივი გავრცელებისთვის, საჭიროების შემთხვევაში. RTM გამოშვება წინ უძღვის საყოველთაო ხელმისაწვდომობას (GA), როდესაც პროდუქტი საჯაროდ გამოაქვთ გასაყიდად.

ეს ტერმინი, ჩვეულებრივ, გამოიყენება გარკვეული საცალო პროგრამული უზრუნველყოფის მასობრივი წარმოებისას—განსხვავებით, სპეციალიზებული სახის პროგრამული უზრუნველყოფის ან პროექტის, კომერციული ან სამთავრობო წარმოებისა და განაწილებისას—როდესაც პროგრამული უზრუნველყოფა იყიდება აპარატურულ უზრუნველყოფასთან ერთად ნაკრების სახით და როგორც წესი, ეს პროგრამული და აპარატურული უზრუნველყოფა საბოლოოდ ხელმისაწვდომი იქნება საცალო მაღაზიათა ქსელში საჯაროდ და მიუთითებს, რომ მოცემული პროგრამული უზრუნველყოფა ხარისხობრივად უკვე მზადაა მასობრივი გამოშვებისთვის. RTM შეიძლება გამოიყენებოდეს იმ შინაარსითაც, რომ პროგრამული უზრუნველყოფა უკვე გადაცემულია მწარმოებლებისთვის აპარატურაზე განსათავსებლად, მომხმარებლებისთვის ამ აპარატურასთან ერთად მისაწოდებლად. მაგალითად, როდესაც მზადაა საოპერაციო სისტემის RTM ვერსია, ერთი მხრივ შემმუშავებელი კომპანია, სწორედ ამ ვერსიას ათავსებს ინფორმაციის შესანახ ფიზიკურ მოწყობილობებზე, როგორიცაა კომპაქტ-დისკები, ფუთავს ყუთში და გამოაქვს გასაყიდად, მეორე მხრივ კი სხვა აპარატურის (ლეპტოპების ან სმარტფონების) მწარმოებლები, საბითუმოდ ყიდულობენ ამ ვერსიას, აყენებენ თავიანთ შექმნილ მოწყობილობებზე და უკვე პროგრამულ უზრუნველყოფასთან ერთად ყიდიან რიგით მომხმარებელზე. თავად ტერმინი არ განსაზღვრავს მიწოდების საშუალებებს ან მოცულობას; ის მხოლოდ იმას აღნიშნავს, რომ პროდუქტი მზადაა მასობრივი გავრცელებისთვის. მისაწოდებელი ვერსია შემქმნელი ორგანიზაციიდან, ძირითადად, ფიზიკური სახით გამოდის გადასამრავლებლად ან ასლის გადასაღებად, ინტერნეტში განთავსებისთვის.

საყოველთაო ხელმისაწვდომობა

საყოველთაო ხელმისაწვდომობა (ინგ. General availability; შემოკლ. GA) არის ეტაპი, როცა უკვე გაყიდვისთვის საჭირო ყველა მოსამზადებელი სამუშაო დასრულებულია და პროგრამული უზრუნველყოფა ხელმისაწვდომია შესაძენად, რასაკვირველია ენის, რეგიონის, გამოშვების ფორმის მიხედვით. მოსამზადებელი სამუშაოები, შეიძლება მოიცავდეს უსაფრთხოებისა და თავსებადობის ტესტებს, აგრეთვე სხვადასხვა ენებზე თარგმნას და მსოფლიო მასშტაბით ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას. დროის შუალედი RTM-სა და GA-ს შორის, შესაძლოა გაგრძელდეს კვირებიდან თვეებამდეც კი, ვინაიდან საბოლოო ხელმისაწვდომობის გამოცხადებამდე არსებული მოსამზადებელი სამუშაოები, გარკვეულ დროს საჭიროებს. ამის შემდეგ, პროგრამული უზრუნველყოფა უკვე ოფიციალურადაა გამოშვებული და გამოიყენება მომხმარებლების მიერ.

გამოშვება ინტერნეტისთვის

გამოშვება ინტერნეტისთვის (ინგ. Release to the web; შემოკლ. RTW) ანუ ვებვერსია გულისხმობს პროგრამულ უზრუნველყოფას, რომელიც მომხმარებელს ინტერნეტის საშუალებით მიეწოდება. ასეთ შემთხვევაში, გამოშვება ფიზიკური სახით არ იწარმოება. ვებვერსიები თანდათან უფრო ხშირდება, ინტერნეტის ზრდის კვალდაკვალ.

მხარდაჭერა

პროგრამული უზრუნველყოფა, სიცოცხლისუნარიანობის განმავლობაში იღებს ხოლმე სხვადასხვა მომსახურებებს, რომელიც მოიცავს ხარვეზების აღმოფხვრასა და განახლებების ნაკრებებს (ინგ. Service Pack; შემოკლ. SP), ე.წ. „შუალედურ გამოშვებებს“. მაგალითად, Microsoft-მა გამოუშვა განახლებების სამი ძირითადი ნაკრები  Windows XP-ის 32-ბიტიანი ვერსიისთვის და განახლებების ორი ნაკრები 64-ბიტიანი ვერსიისთვის. მსგავსი ნაკრებები წარმოადგენს განახლებების, გამოსწორებული შეცდომების, გაუმჯობესებული შესაძლებლობების ერთობლიობას, რომელიც მოწოდებულია ერთიანი დასაყენებელი პაკეტის სახით. მისი საშუალებით, ახალი შესაძლებლობების დამატებაც ხდება ხოლმე. ზოგიერთი პროგრამული უზრუნველყოფისთვის გათვალისწინებულია მუდმივი მხარდაჭერა. ასეთი სახის პროგრამებია, ძირითადად ანტივირუსები და მასიური მრავალმოთამაშიანი ონლაინ თამაშები. ამის კარგი მაგალითია თამაში Minecraft, ინდი-თამაში შემუშავებული Mojang კომპანიის მიერ, რომლისთვისაც დამახასიათებელია ხშირი „განახლებები“ სიახლეების დამატებითა და ხარვეზების გამოსწორებით.

პროგრამის გამოყენების დასასრული

პროგრამული უზრუნველყოფის გაყიდვის ან მხარდაჭერის შეწყვეტის შემთხვევაში ამბობენ, რომ მისი სიცოცხლის ციკლი დასრულდა, რადგან მასზე მუშაობა შეწყვეტილია, მიტოვებულია, ან პროგრამა მოძველებულია, თუმცა ერთგული მომხმარებლების წყალობით, შეიძლება მაინც გააგრძელოს არსებობა გარკვეული დროით.

გამოყენების დასასრულის თარიღის მიღწევის შემდეგ, შემმუშავებელი, ჩვეულებრივ, წყვეტს ახალი შესაძლებლობების დამატებას, არსებული ხარვეზების (მათ შორის, ამ თარიღამდე ცნობილის) გამოსწორებას, უსაფრთხოებასთან დაკავშირებული განახლებების გამოშვებასა და ნებისმიერ სხვა სახის მხარდაჭერას.

სქოლიო

  1. Encyclopedia definition of alpha version. PC Magazine. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-04-27. ციტირების თარიღი: 2011-01-12.
  2. Definition of betaware in the Free Online Encyclopedia. ციტირების თარიღი: 2015-04-06.
  3. „The Next Generation 1996 Lexicon A to Z“. Next Generation. Imagine Media (15): 30. March 1996.
  4. Technology Preview Features Support Scope. Red Hat. ციტირების თარიღი: 2015-03-18.
  5. Waiting with Beta'd Breath TidBITS #328 (May 13, 1996). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2006-05-15.
  6. The inconvenient truths behind betas დაარქივებული 2011-04-30 საიტზე Wayback Machine.
  7. Manes, Stephen (1984-04-03). „Taking A Gamble With Word Vision“. PC. p. 211. დაარქივებულია ორიგინალიდან — 17 March 2015. ციტირების თარიღი: 15 February 2015.
  8. „Apple Releases Mac OS X Public Beta“ (პრეს-რელიზი). Apple Inc. 13 September 2000. დაარქივებულია ორიგინალიდან — 1 May 2011. ციტირების თარიღი: 2011-02-22.
  9. „Microsoft Windows Vista October Community Technology Preview Fact Sheet“ (პრეს-რელიზი). Microsoft. October 2005. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-04-30. ციტირების თარიღი: 2011-02-22.

Read other articles:

PredatorPoster teatrikalSutradaraJohn McTiernanProduserJoel SilverLawrence GordonJohn DavisDitulis olehJim ThomasJohn ThomasPemeranArnold SchwarzeneggerCarl WeathersElpidia CarrilloBill DukeJesse VenturaKevin Peter HallPenata musikAlan SilvestriSinematograferDonald McAlpinePenyuntingMark HelfrichJohn F. LinkDistributor20th Century FoxTanggal rilisJune 12, 1987Durasi107 minutesNegaraUnited StatesBahasaEnglishSpanishAnggaran$18,000,000Pendapatankotor$60,000,000 (US)$98,267,558 (Seluruh du...

 

 

Traditional Chinese garden pavilion For the musical instrument with a similar name, see Pavillon chinois. Pavilion at the Nanhai Academy in Taipei, Taiwan A Chinese pavilion (Chinese 亭, pinyin tíng) is a garden pavilion in traditional Chinese architecture. While often found within temples, pavilions are not exclusively religious structures. Many Chinese parks and gardens feature pavilions to provide shade and a place to rest. History A golden-tiled roof pavilion atop the main hall of the P...

 

 

Jewett Sand FormationStratigraphic range: Neogene: MioceneTypeFormationLocationRegionCaliforniaCountryUnited States The Jewett Sand Formation is a geologic formation in California, USA. It preserves fossils dating back to the Miocene Epoch of the Neogene period. Vertebrates Cartilaginous fishes Sharks Fossil teeth of C. hastalis †Alopias exigua[1] †Alopias latidens[1] Alopias vulpinus'[1] †Carcharocles angustidens '[1] †Carcharodon hastalis'[1] ...

مانتوديون   الإحداثيات 38°47′53″N 23°28′47″E / 38.79808°N 23.47967°E / 38.79808; 23.47967   تقسيم إداري  البلد اليونان[1]  خصائص جغرافية ارتفاع 28 متر  عدد السكان  عدد السكان 2203 (2021)1901 (2001)2535 (1991)1787 (2011)2359 (1951)  معلومات أخرى 34004  رمز الهاتف 2227  رمز جيونيمز 257814  ت�...

 

 

Pour les articles homonymes, voir Chatonnay (homonymie). Châtonnay La tour du calvaire à Châtonnay en mars 2019. Administration Pays France Région Auvergne-Rhône-Alpes Département Isère Arrondissement Vienne Intercommunalité Communauté de communes Bièvre Isère Maire Mandat Jean-Michel Nogueras 2020-2026 Code postal 38440 Code commune 38094 Démographie Populationmunicipale 1 983 hab. (2021 ) Densité 62 hab./km2 Géographie Coordonnées 45° 29′ 12″...

 

 

Questa voce o sezione sull'argomento stadi di calcio della Germania non cita le fonti necessarie o quelle presenti sono insufficienti. Puoi migliorare questa voce aggiungendo citazioni da fonti attendibili secondo le linee guida sull'uso delle fonti. VolksparkstadionStadio Parco del PopoloVolksparkstadion UEFA Informazioni generaliStato Germania UbicazioneSylvesterallee 722525 Amburgo Inizio lavori1951 Inaugurazione1953 Ristrutturazione2000 Costi di ricostr.64 mln € Proprietario&...

Constituency of the National Assembly of Pakistan NA-76 Narowal-IIConstituencyfor the National Assembly of PakistanRegionNarowal Tehsil and Zafarwal Tehsil (partly) of Narowal DistrictElectorate516,249 [1]Current constituencyMember(s)VacantCreated fromNA-117 Narowal-IIINA-116 Narowal-II NA-76 Narowal-II (این اے-76، نارووال-2) is a constituency for the National Assembly of Pakistan. It comprises the Narowal Tehsil and the areas of Bara Manga, Kanjroor, and Dudhu Chak from ...

 

 

German mathematician (1845–1918) Georg CantorCantor, c. 1910BornGeorg Ferdinand Ludwig Philipp Cantor(1845-03-03)3 March 1845Saint Petersburg, Russian EmpireDied6 January 1918(1918-01-06) (aged 72)Halle, Province of Saxony, German EmpireNationalityGerman-RussianAlma mater Swiss Federal Polytechnic University of Berlin University of Göttingen Known forSet theorySpouse Vally Guttmann ​(m. 1874)​AwardsSylvester Medal (1904)Scientific careerFie...

 

 

Community area in Chicago Community area in Illinois, United StatesBeverlyCommunity areaCommunity Area 72 - Beverly HillsWelcome sign at the corner of 95th Street and Western AvenueLocation within ChicagoCoordinates: 41°42.6′N 87°40.8′W / 41.7100°N 87.6800°W / 41.7100; -87.6800CountryUnited StatesStateIllinoisCountyCookCityChicagoNeighborhoods List BeverlyEast BeverlyNorth BeverlyWest Beverly Area • Total3.19 sq mi (8.3 km2)Population...

This article needs additional citations for verification. Please help improve this article by adding citations to reliable sources. Unsourced material may be challenged and removed.Find sources: WOCN-FM – news · newspapers · books · scholar · JSTOR (November 2023) (Learn how and when to remove this message) Radio station in Massachusetts, United StatesWOCN-FMOrleans, MassachusettsUnited StatesBroadcast areaCape CodFrequency104.7 MHzBrandingOcean 104.7P...

 

 

Australian Championships 1960 Sport Tennis Data 22 gennaio - 1º febbraio Edizione 48a Categoria Grande Slam (ITF) Località Brisbane, Australia Campioni Singolare maschile Rod Laver Singolare femminile Margaret Court Doppio maschile Rod Laver / Bob Mark Doppio femminile Maria Bueno / Christine Truman Doppio misto Jan Lehane O'Neill / Trevor Fancutt 1959 1961 Gli Australian Championships 1960 (conosciuto oggi come Australian Open) sono stati la 48ª edizione degli Australian Championships e ...

 

 

Vành đai núi lửa cảnh thực 5 ngọn núi lửa trên vành đai: Mayon, Krakatau (Krakatoa), Helens, Pinatubo, Garib Vành đai lửa Thái Bình Dương, được gọi đầy đủ là Vành đai núi lửa Thái Bình Dương là 1 khu vực hay xảy ra động đất và các hiện tượng phun trào núi lửa bao quanh vòng lòng chảo Thái Bình Dương. Nó có hình dạng tương tự vành móng ngựa và dài khoảng 40.000 km. Nó gắn liền với 1 dãy l...

周處除三害The Pig, The Snake and The Pigeon正式版海報基本资料导演黃精甫监制李烈黃江豐動作指導洪昰顥编剧黃精甫主演阮經天袁富華陳以文王淨李李仁謝瓊煖配乐盧律銘林孝親林思妤保卜摄影王金城剪辑黃精甫林雍益制片商一種態度電影股份有限公司片长134分鐘产地 臺灣语言國語粵語台語上映及发行上映日期 2023年10月6日 (2023-10-06)(台灣) 2023年11月2日 (2023-11-02)(香�...

 

 

2016年美國總統選舉 ← 2012 2016年11月8日 2020 → 538個選舉人團席位獲勝需270票民意調查投票率55.7%[1][2] ▲ 0.8 %   获提名人 唐納·川普 希拉莉·克林頓 政党 共和黨 民主党 家鄉州 紐約州 紐約州 竞选搭档 迈克·彭斯 蒂姆·凱恩 选举人票 304[3][4][註 1] 227[5] 胜出州/省 30 + 緬-2 20 + DC 民選得票 62,984,828[6] 65,853,514[6]...

 

 

2020年夏季奥林匹克运动会波兰代表團波兰国旗IOC編碼POLNOC波蘭奧林匹克委員會網站olimpijski.pl(英文)(波兰文)2020年夏季奥林匹克运动会(東京)2021年7月23日至8月8日(受2019冠状病毒病疫情影响推迟,但仍保留原定名称)運動員206參賽項目24个大项旗手开幕式:帕维尔·科热尼奥夫斯基(游泳)和马娅·沃什乔夫斯卡(自行车)[1]闭幕式:卡罗利娜·纳亚(皮划艇)&#...

Belgian racing cyclist Serge PauwelsSerge Pauwels in 2015Personal informationFull nameSerge PauwelsNicknameSergio[1]Born (1983-11-21) 21 November 1983 (age 40)Lier, Flanders, BelgiumHeight1.78 m (5 ft 10 in)[1]Weight64 kg (141 lb)[1]Team informationCurrent teamRetiredDisciplineRoadRoleRiderRider typeClimberAmateur team2004–2005Rabobank GS3[2] Professional teams2006–2008Chocolade Jacques–Topsport Vlaanderen2009C...

 

 

伊斯兰合作组织Organisation of Islamic Cooperation(英語)Organisation de la Coopération Islamique(法語)منظمة التعاون الإسلامي(阿拉伯語) 旗帜格言:To safeguard the interests and ensure the progress and well-being of Muslims  成员国  观察国  暂停会籍行政总部 沙地阿拉伯吉达 官方语言阿拉伯语英语法语类型宗教成员国57个在籍成员国(英语:Member states of the Organisation ...

 

 

Roda pendaratan tricycle atau gigi roda tiga adalah pesawat undercarriage, atau roda pendaratan, diatur dalam roda tiga mode. Susunan roda tiga memiliki satu roda di depan, yang disebut roda hidung, dan dua atau lebih roda utama sedikit memanjang dari pusat gravitasi . Karena kemudahan operasi gigi roda tiga pesawat di tanah, konfigurasi ini yang paling banyak digunakan pada pesawat.[1][2] Referensi ^ Crane, Dale: Dictionary of Aeronautical Terms, third edition, page 524. Avi...

Perusahaan Penyiaran NorwegiaLogo korporat NRK sejak 1969 (dengan perubahan kecil pada tahun 1999)Menara NRK di OsloNama asliNorsk rikskringkasting ASJenisAksjeselskap yang didanai publikIndustriPenyiaranPendahuluKringkastningsselskapet A/S (1925)Didirikan1 Juli 1933; 90 tahun lalu (1933-july-01)[1]KantorpusatOslo, NorwegiaProdukTVradiolayanan daringPemilikPemerintah NorwegiaKaryawan3.419; 266 karyawan sementara (2017)[2]Situs webnrk.no Norsk Rikskringkasting atau biasany...

 

 

U.S. federal statute also known as Obamacare Obamacare redirects here. For the song, see Obamacare (song). Affordable Care ActLong titleAn Act Entitled The Patient Protection and Affordable Care ActAcronyms (colloquial)ACA, PPACANicknamesObamacare, Affordable Care Act, Health Insurance Reform, Healthcare ReformEnacted bythe 111th United States CongressEffectiveMarch 23, 2010; 14 years ago (2010-03-23)Most major provisions phased in by January 2014; remaining provisions ...