2014 წელს, მსოფლიოში სმარტფონების გაყიდვების რაოდენობამ 1.2 მილიარდს მიაღწია, რაც 28 %-ით მეტია 2013 წლის გაყიდვებზე.[4]
ისტორია
ადრეული წლები
სატელეფონო და კომპიუტერული ფუნქციების გაერთიანებით წარმოდგენილი მოწყობილობების პირველი კონცეპტი შექმნა ბერძენმა გამომგონებელმა და ბიზნესმენმა, თეოდოროს პარასკევაკოსმა (Theodore Paraskevakos) 1971 წელს და დააპატენტა 1974-ში. თავად მოწყობილობები კი გაყიდვაში 1993 წლიდან გამოვიდა. მან პირველმა წარადგინა ჭკვიანი შესაძლებლობების, მონაცემთა დამუშავების (Data processing) ფუნქციებისა და ელექტრონული ვიზუალური ეკრანების კონცეპტები ტელეფონებში, რამაც სმარტფონების ერას დაუდო საფუძველი. 1971 წელს, პარასკევაკოსი მუშაობდა კორპორაცია ბოინგთან, აშშ-ს შტატ ალაბამას ქალაქ ჰანთსვილში (Huntsville, Alabama) და წარადგინა გადამცემი და მიმღები რომელიც უზრუნველყოფდა დამატებით გზებს დისტანციური მართვის აღჭურვილობასთან კომუნიკაციისათვის, თუმცა მას ჯერ კიდევ არ ჰქონდა ზოგადი დანიშნულების PDA (Personal digital assistant - პერსონალური ციფრული ასისტენტი) აპლიკაციები სმარტფონის ტიპის უკაბელო მოწყობილობებისთვის. ამ ახალი ტექნოლოგიით აღჭურვეს აშშ-ს შტატ ალაბამას ქალაქ ლისბურგის (Leesburg, Alabama) სახალხო სატელეფონო კომპანია და წარუდგინეს სხვა რამდენიმე სატელეფონო კომპანიას. ორიგინალი და ისტორიული მუშა მოდელები ჯერ კიდევ პარასკევაკოსის მფლობელობაშია.[5]
წინამორბედი
პირველი მობილური ტელეფონი, რომელიც შეიცავდა PDA (Personal digital assistant - პერსონალური ციფრული ასისტენტი) ფუნქციებს, იყო კორპორაცია IBM-ის პროტოტიპი, რომელიც 1992 წელს დამზადდა და საზოგადოებას წარუდგინეს იმავე წელს, COMDEX-ის (კომპიუტერული გამოფენა) ჩვენებაზე. მომხმარებელთათვის საბოლოოდ დახვეწილი პროდუქტი გაყიდვაში 1994 წელს ჩაეშვა Simon Personal Communicator-ის სახელწოდებით, კომპანია BellSouth-ის მიერ. Simon იყო პირველი ფიჭური მოწყობილობა, რომელსაც ჭეშმარიტად შეგვიძლია ვუწოდოთ "სმარტფონი", თუმცა მას ასე არ ეძახდნენ 1994 წელს.[7][8][9] სატელეფონო ზარების წამოწყებისა და მიღების გარდა, Simon-ს შეეძლო ფაქსისა და იმეილის მიღება და გაგზავნა, ასევე მასში ჩატვირთული იყო სხვა რამდენიმე აპლიკაცია, როგორებიცაა: მისამართების წიგნაკი (address book), კალენდარი (calendar), შეხვედრების განრიგის მენეჯერი (appointment scheduler), კალკულატორი (calculator), მსოფლიოს საათების მაჩვენებელი (world time clock) და ჩანაწერების რვეული (note pad). ეს ყველაფერი მუშაობდა სენსორული ეკრანით, თითის ან სტილუსის გამოყენებით. Simon-ი პირველი სმარტფონი იყო, რომელიც მოიცავდა PDA (Personal digital assistant) ფუნქციებსაც.[10]
ტერმინი "smart phone" პირველად გამოჩნდა პრესაში 1995 წელს, რათა AT&T Corporation-ის მობილური მოწყობილობა - "PhoneWriter Communicator" აღეწერათ როგორც "ჭკვიანი ტელეფონი".[11]
1996 წელს, Nokia-მ გამოუშვა Nokia 9000 Communicator რომელიც აერთიანებდა კორპორაცია Geoworks-ის GEOS V3.0 ოპერაციულ სისტემაზე დაფუძნებულ PDA-ს, და Nokia 2110-ზე დაფუძნებულ ციფრულ ფიჭურ ტელეფონს. ეს ორი მოწყობილობა შეკავშირებული იყო მბრუნავი ღერძით (hinge), რასაც შემდგომ ეწოდა გასაშლელი ტელეფონის ფორმის (Flip) ტიპის დიზაინი. გაშლილ მდგომარეობაში, მას ეკრანი ჰქონდა მაღლა და ქვემოთ კი ფიზიკური QWERTY კლავიატურა. პერსონალური ორგანაიზერი (personal organizer) უზრუნველყოფდა შემდეგ აპლიკაციებს: იმეილი, კალენდარი, მისამართების წიგნაკი (address book), კალკულატორი და ჩანაწერების რვეული (notebook) ტექსტური ვებ ბრაუზინგით, და ასევე ჰქონდა ფაქსის გაგზავნისა და მიღების ფუნქცია. როდესაც პერსონალური ორგანაიზერი დაიხურებოდა, მისი გამოყენება შეიძლებოდა როგორც ციფრული ფიჭური ტელეფონი.
1999 წლის ივნისში, კომპანია Qualcomm-მა გამოუშვა "CDMA Digital PCS Smartphone"-ი, რომელშიც ინტეგრირებული იყო Palm სისტემის PDA და ინტერნეტ კავშირი, ის ცნობილი იყო როგორც "pdQ Smartphone".[12]
2000 წლის დასაწყისში, Ericsson Mobile Communications-მა გამოუშვა Ericsson R380,[13] და ის იყო პირველი მოწყობილობა, რომელიც გაიყიდა "smartphone"-ის სტატუსით.[14] ის აერთიანებდა მობილური ტელეფონისა და PDA-ის ფუნქციებს, ჰქონდა მხარდაჭერა შეზღუდული ვებ ბრაუზინგის, და მისი ეკრანი რეზისტულ-სენსორული (Resistive touchscreen) იყო, რომელიც სტილუსით (Stylus) მუშაობდა.[15]
2001 წლის დასაწყისში, Palm, Inc.-მა წარადგინა Kyocera 6035, რომელიც აერთიანებდა PDA-სა და მობილურ ტელეფონს და მუშაობდა Verizon Wireless ოპერატორზე. მას ასევე ჰქონდა შეზღუდული წვდომა ინტერნეტთან.[16][17]
სანამ გამოჩნდებოდა Android, iOS და Blackberry, სმარტფონები როგორც წესი მუშაობდნენ Symbian ოპერაციულ სისტემაზე, რომელიც შექმნა კომპანია Psion-მა. 2010 წლის ბოლო ხანებამდე, ის იყო მსოფლიოში ყველაზე ხშირად გამოყენებული სმარტფონთა ოპერაციული სისტემა.
მასიური გავრცელება
1999 წელს, იაპონურმა ფირმა NTT DoCoMo-მ გამოუშვა მისი პირველი სმარტფონები რათა გაევრცელებინა ქვეყნის მასშტაბით. ეს ტელეფონები მუშაობდნენ i-mode მობილურ ინტერნეტ სერვისზე, რაც ინფორმაციის გადაცემას 9.6 კილობიტი/წამი სიჩქარემდე უზრუნველყოფდა.[18] უკაბელო სერვისების მომავალი თაობებისგან განსხვავებით, NTT DoCoMo-ს i-mode-ი იყენებდა cHTML მარკირების ენას, რომელიც ზღუდავდა ტრადიციული HTML-ის ზოგიერთ ასპექტს, რათა გაზრდილიყო მონაცემთა გადაცემის სიჩქარე ამ მოწყობილობებისთვის. შეზღუდული ფუნქციონალი, პატარა ეკრანები და შეზღუდული ტრაფიკი (bandwidth) ტელეფონებს საშუალებას აძლევდა ნორმალურად ემუშავა დაბალსიჩქარიან ინტერნეტზე.[19]
i-mode-ის პოპულარიზაციამ NTT DoCoMo-ს საშუალება მისცა მოეგროვებინა დაახლოებით 40 მილიონი აბონენტი 2001 წლის ბოლოსთვის. ის ასევე იაპონიაში პირველ ადგილზე იყო საბაზრო კაპიტალით (Market capitalization), ხოლო მსოფლიოში მეორე ადგილზე. ეს ძალა დასუსტების საშიშროების წინაშე დადგა, როდესაც დაიწყო 3G ინტერნეტის აღზევება და განვითარებული შესაძლებლობების მქონე ტელეფონების გამოჩენა.[20]
იაპონიის საზღვრებს გარეთ სმარტფონები ჯერ კიდევ იშვიათობა იყო, მიუხედავად იმისა, რომ 2000-იანი წლების შუა ხანებში Microsoft-ის Windows Mobile-ზე დაფუძნებული ტელეფონების პოპულარობა იზრდებოდა აშშ-ში მცხოვრებ ბიზნეს მომხმარებლებში. მოგვიანებით, BlackBerry-მ მასიური გავრცელება ჰპოვა აშშ-ში, და 2006 წელს ამერიკელი მოსახლეობის მიერ მოხდა პოპულარიზება ფრაზის: "CrackBerry" (Crack ასოცირდება Crack cocaine-თან, კოკაინი, ნარკოტიკი) რადგან ხალხს საკმაოდ დამოკიდებულს ხდიდა მასზე.[21] კომპანიამ თავისი პირველი GSM მოწყობილობები გამოუშვა 2003 წელს, შემდეგი მოდელების სახით: BlackBerry 6210, BlackBerry 6220, და BlackBerry 6230.[22]
Symbian იყო ყველაზე პოპულარული სასმარტფონო ოპერაციული სისტემა ევროპაში, 2000-იანი წლების შუა პერიოდიდან ბოლო ხანებამდე. თავდაპირველად, Nokia-ს Symbian ტელეფონები გათვლილი იყო ბიზნესზე, როგორც Windows Mobile და BlackBerry მოწყობილობები იმ დროს. 2006 წლიდან მოყოლებული, Nokia-მ დაიწყო გართობაზე ორიენტირებული სმარტფონების დამზადება, რომლებიც ცნობილია Nokia-ს N სერიების სახელით. აზიაში, იაპონიის გამოკლებით, იგივე ტენდენცია იყო, როგორიც ევროპაში.
iPhone და Android
2007 წელს, Apple Inc.-მა წარადგინა iPhone-ი, ერთ-ერთი პირველი სმარტფონი, რომელიც მულტი-სენსორულ (Multi-touch) ინტერფეისზე მუშაობდა. iPhone-ი გამოირჩეოდა დიდი სენსორული ეკრანით, რომელიც პირდაპირ თითის დადებით მუშაობდა, და არა სტილუსით (stylus), კლავიატურით (keyboard), ან სატელეფონო ღილაკებით (keypad), რაც იმ დროის სმარტფონებისთვის დამახასიათებელი იყო.[23] 2008 წელს მზის სინათლე იხილა პირველმა Android სმარტფონმა HTC Dream (ასევე ცნობილია როგორც T-Mobile G1).[24][25] Android-ი არის ღია კოდის (Open source) მქონე პლათფორმა, რომელიც შექმნა ენდი რუბინმა (Andy Rubin) და ახლა მას ფლობს კომპანია Google.[26] მიუხედავად იმისა, რომ Android-ის გავრცელება თავდაპირველად შედარებით ნელა მიმდინარეობდა, მან დიდი პოპულარობა ჰპოვა 2010 წელს, და ახლა ბაზარზე დომინირებს.
ამ ახალმა პლათფორმებმა გამოიწვია ძველი სისტემების ჩაძირვა. Microsoft-მა, მაგალითად, ნულიდან დაიწყო ახალი ოპერაციული სისტემის შექმნა, რომელსაც ეწოდა Windows Phone. Nokia-მ მიატოვა Symbian-ი და გახდა Microsoft-ის პარტნიორი რათა Windows Phone-ი გამოეყენებინა თავის სმარტფონებში. Windows Phone მალევე გახდა რიგით მესამე ყველაზე პოპულარული ოპერაციული სისტემა სმარტფონების ბაზარზე. Palm, Inc.-ის webOS სისტემა შეიძინა კომპანია HP-მ, რომელმაც მოგვიანებით მიჰყიდა კომპანია LG-ს რათა გამოეყენებინათ LG smart TV-ებისთვის (ჭკვიანი ტელევიზორი). BlackBerry Limited-მა, რომელიც ადრე ცნობილი იყო როგორც Research In Motion, ასევე შექმნა ნულიდან ახალი პლათფორმა, BlackBerry 10.
მოცულობითი სენსორული ეკრანი (capacitive touchscreen) ასევე მოულოდნელი ცვლილებების გამომწვევი აღმოჩნდა სმარტფონების კორპუსის ფორმებთან (Form factor) დაკავშირებით. 2007 წლამდე, ტელეფონებს ჰქონდათ, უმეტესად, ციფრების ფიზიკური ღილაკები ან ფიზიკური QWERTY კლავიატურა როგორც აგურის ფორმის კორპუსით, ასევე სლაიდის ფორმითაც. თუმცა, 2010 წლისთვის, ყველაზე გაყიდვადი ტელეფონებიდან აღარცერთს არ ჰქონდა ფიზიკური კლავიატურა.
ბოლო დროის ტექნოლოგიური წინსვლები
2013 წელს, კომპანია Fairphone-მა წარადგინა მისი პირველი "სოციალურად ეთიკური" ("socially ethical") სმარტფონი ლონდონის დიზაინის ფესტივალზე (London Design Festival) რათა თავისი სიტყვა ეთქვა იმ აღშფოთებებზე, რომლებიც დაკავშირებული იყო ტელეფონების წარმოებისთვის მატერიალების მოპოვების არაეთიკურ გზებთან.[27]
2013 წლის ბოლო ხანებში, QSAlpha-მ დაიწყო წარმოება სმარტფონისა, რომელშიც მთლიანად წინა პლანზე იქნებოდა უსაფრთხოება, შიფრაცია (encryption) და იდენტობის დაცვა.[28]
2013 წლის დეკემბერში, მსოფლიოში პირველი მოღუნული-OLED ეკრანის ტექნოლოგიის მქონე სმარტფონები წარადგინეს გასაყიდად საცალო ბაზარზე (retail market), Samsung Galaxy Round-ისა და LG G Flex მოდელების სახით.[29] Samsung-ის ტელეფონები, რომელთა ეკრანების ტექნოლოგია უფრო მოღუნვადი და უფრო მოკეცვადი იქნებოდა, სავარაუდოდ 2014 წელს უნდა გამოსულიყო.[30]
2014 წლის პირველ ხანებში, დაიწყეს სმარტფონების Quad HD (2K) 2560x1440 ეკრანებით აღჭურვა 534 ppi-მდე ფიქსელთა სიმჭიდროვით, ასეთი მოდელი იყო მაგალითად LG G3, რომელიც მნიშვნელოვნად გაუმჯობესებას წარმოადგენს Apple-ის Retina Display-სთან შედარებით. Quad HD გამოყენებულია განვითარებულ ტელევიზორებში და კომპიუტერის მონიტორებში, მაგრამ ასეთ დიდ ეკრანებზე ფიქსელთა სიმჭიდროვე მაქსიმუმ 110 ppi შეიძლება იყოს.[31]
2014 წლისათვის, Wi-Fi ქსელები ხშირად გამოიყენებოდა სმარტფონებისთვის. ვინაიდან Wi-Fi უფრო მარტივად დასაკავშირებელი და პოპულარული ხდება, Wi-Fi phone-ების სერვისს დიდი მომავალი აქვს.[32][33][34]
სმარტფონები უფრო და უფრო მეტ ადგილს იკავებენ ყოველდღიურ ცხოვრებაში. მაგალითად, საკრედიტო ბარათები და მობილური გადახდები (mobile payments) პირდაპირ ინტეგრირებულია სმარტფონეში, რომელთა საშუალებითაც მომხმარებლებს შეუძლიათ გადაიხადონ თანხა აპლიკაციებითა და SaaS (Software as a service) პლათფორმებით.[35] ცოტა ხნის წინ, Apple Pay-ს 34-მა ახალმა ბანკმა დაუჭირა მხარი მობილური გადახდის პლათფორმასთან დაკავშირებით, და ამ სერვისის გავრცელება სწრაფად მიმდინარეობს.[36] ბოლო დროინდელი ტექნოლოგიური ინოვაციები დიდი სისწრაფით ინტეგრირდება სმარტფონებში, და ჭკვიანი ტელეფონები უფრო და უფრო მეტად ასრულებენ მომხმარებლებისთვის ციფრული გასაღებისა და სამკერდე ნიშნის (access badge) როლს, როგორც საშვი.[37]
სმარტფონების ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა კამერის ფოკუსირება საგანზე, თუმცა LG G3 აქვს ლაზერები, რაც მნიშვნელოვნად ეხმარება კამერას სწორ ფოკუსირებაში.[39]
ზოგიერთ სმარტფონს შეგვიძლია ვუწოდოთ მაღალი დონის (high-end) კომპაქტური კამერა, რადგან მათ დიდი ფოტოსენსორი აქვთ და შეუძლიათ დაახლოებით 20 მეგაფიქსელი სურათისა და 4K ვიდეოს გადაღება. ზოგიერთ მათგანს შეუძლია RAW სურათების დამახსოვრება, რაც გულისხმობს ფოტოსენსორიდან მიღებულ ორიგინალ სურათს, მინიმალური ფოტო-დამუშავებით. Android 5.0 lollipop-ს აქვს ღია წყაროს (Open source) მქონე RAW სურათების გადაღების ფუნქცია.[40][41]
სამომავლო შესაძლო განვითარებები
კრისტალური მინის გამჭვირვალე თხელი ფენა შესაძლებელია დაედოს პატარა ეკრანებს, როგორიც აქვთ საათებს და სმარტფონებს, რაც მათ მზის ენერგიის მიღების საშუალებას მისცემს. ამ ხერხით სმარტფონის ბატარეა დღის განმავლობაში სავარაუდოდ 15 %-ით უფრო დიდხანს გაძლებს. ამ ტექნოლოგიით აღჭურვილი პირველი სმარტფონები 2015 წელს უნდა გამოჩნდეს. ასეთ ეკრანს შეუძლია მიიღოს Li-Fi სიგნალები და ასევე სმარტფონის კამერასაც შეუძლია იგივე როლი შეასრულოს.[42] თითოეულ სმარტფონზე ამ ეკრანების ფასი არის $2 დოლარსა და $3 დოლარს შორის, ბევრად იაფია, ვიდრე სხვა ახალი ტექნოლოგიების უმეტესობა.[43]
მოღუნვადი OLED სმარტფონები სავარაუდოდ ათი წლით შორსაა ჩვენგან, მისი წარმოების დიდი ხარჯების გამო. ასეთი ეკრანების წარმოებისას ხარვეზების წარმოქმნის შედარებით დიდი მაჩვენებელია, ჩვეულებრივ ეკრანებთან შედარებით. მტვრის პატარა ნაწილაკსაც კი შეუძლია რომ წარმოებისას ეკრანი გააფუჭოს. მოღუნვადი ბატარეის დამზადება კი ცალკე დიდი დაბრკოლებაა.[44]
მოდულებიანი სმარტფონების პროექტები უკვე დაწყებულია, რაც გულისხმობს იმას რომ მომხმარებლებს შეეძლებათ ისევე გამოუცვალონ ნაწილები სმარტფონებს, როგორც ეს desktop კომპიუტერის შემთხვევაში ხდება.
ახლო მომავალში სმარტფონებს ალბათ აღარ ექნებათ ტრადიციული ბატარეა ელექტროენერგიის მთავარი წყაროს სახით. მის მაგივრად, შესაძლოა ენერგია შეისრუტონ სატელევიზიო, ფიჭური, Wi-Fi ან რადიო სიგნალებიდან.[45]
''Android''-ი არის ღია წყაროს (open source) მქონე პლათფორმა, რომელიც შექმნა ენდი რუბინმა (Andy Rubin) 2003 წლის ოქტომბერში და პროექტს შემდგომში მხარი დაუჭირა კომპანია Google-მა, სხვა დეველოპერებთან ერთად (მათ შორისაა Intel, HTC, ARM, Motorola და Samsung) რომლებიც ერთიანდებიან ღია ხელსაწყოების ალიანსში (Open Handset Alliance).[26] 2008 წლის ოქტომბერში, HTC-მ გამოუშვა HTC Dream, Android-ის პირველი სმარტფონი.[24][25] ტელეფონში ჩატვირთული პროგრამების ნაკრებში შედიოდა Google-ის აპლიკაციები, როგორებიცაა Maps, Calendar, და Gmail, და ასევე სრული HTML ვებ ბრაუზერი. Android-ს აქვს მხარდაჭერა არასაფირმო (third-party) აპებისა (apps), რომლებიც ხელმისაწვდომია Google Play-ზე. ეს არის Android-ის აპლიკაციების მარკეტი, რომელიც ამოქმედდა 2008 წლის ოქტომბერში როგორც Android Market. 2010 წლის ბოლო პერიოდში, Android-ი გახდა ყველაზე გაყიდვადი სმარტფონების პლათფორმა.[46]
iOS არის მობილური ოპერაციული სისტემა, რომელიც შექმნა Apple Inc.-მა და ჩატვირთა ექსკლუზიურად Apple-ის მოწყობილობებში. ეს ის ოპერაციული სისტემაა, რომელზეც მუშაობს ეფლის iმოწყობილობები. 2007 წელს, Apple Inc.-მა წარადგინა iPhone, iOS-ის პირველი მოწყობილობა და ერთ-ერთი პირველი იმ სმარტფონებიდან, რომლებიც იყენებენ მულტისენსორულ (multi-touch) ინტერფეისს. iPhone-ი გამოირჩეოდა დიდი სენსორული ეკრანით, რომელიც პირდაპირ თითის დადებით მუშაობდა, და არა სტილუსით (stylus), კლავიატურით (keyboard), ან სატელეფონო ღილაკებით (keypad), რაც იმ დროის სმარტფონებისთვის დამახასიათებელი იყო.[23] 2008 წელს, Apple-მა აამოქმედა App Store, რომლის საშუალებითაც iPhone-ის მომხმარებლებს საშუალება ეძლევათ დააინსტალირონ არასაფირმო (third-party) აპლიკაციები. თავდაპირველად მხოლოდ 500 აპლიკაცია იყო მარკეტზე,[47] თუმცა App Store-ის აპების ჩამოტვირთვების რაოდენობამ 1 მილიარდს მიაღწია პირველ წელს, ხოლო 2014 წლისთვის ამ რიცხვმა 75 მილიარდს გადააბიჯა.[48][49] 2015 წლის იანვარში, Apple-მა განაცხადა, რომ მათ უკვე გაყიდული ჰქონდათ iOS-ის ერთი მილიარდი მოწყობილობა.[50]
2010 წელს, Microsoft-მა წარმოადგინა Windows Phone 7 - "Metro" სტილის ინტერფეისით. ამ სისტემამ შეცვალა ძველი Windows Mobile. Windows Phone 7-ში ინტეგრირებულია Microsoft-ის სერვისები, როგორებიცაა OneDrive, Office, Xbox and Bing, ასევე სხვა კომპანიების სერვისები, როგორიცაა Facebook, Twitter და Google accounts. ამ პლათფორმაზე მუშაობს Microsoft Mobile-ის სმარტფონები. Windows Phone-მა ბევრი დადებითი შეფასება მიიღო ტექნოლოგიური პრესისგან, და შეაქეს მისი უნიკალურობისა და განსხვავებულობის გამო.[51][52][53] 2012 წელს, Microsoft-მა გამოუშვა Windows Phone 8, რამაც წინა Windows CE-ზე დაფუძნებული არქიტექტურა შეცვალა Windows NT ბირთვზე (kernel) დაფუძნებული სისტემით, რომლის მრავალი კომპონენტი შემოსული იყო Windows 8-დან, რაც აპლიკაციებს საშუალებას აძლევდა ამ ორ პლათფორმას შორის პორტირება მარტივად მომხდარიყო.
1999 წელს, Research In Motion-მა (ახლანდელი BlackBerry Limited) გამოუშვა მისი პირველი BlackBerry მოწყობილობები, რომლებიც უზრუნველყოფდნენ დაცულ email კომუნიკაციებს. სერვისებში, როგორიცაა BlackBerry Messenger, ინტეგრირებულია ყველა სახის კომუნიკაცია. 2012 წლის სექტემბერში, RIM-მა (Research In Motion) განაცხადა რომ 200 მემილიონე BlackBerry სმარტფონი უკვე დამზადდა და გაიგზავნა. 2014 წლის სექტემბრის თვისთვის, BlackBerry-ის სერვისების აბონენტების (subscribers) რაოდენობამ 46 მილიონს მიაღწია.[54] 2013 წლის დასაწყისში, RIM-მა სახელი შეიცვალა და გახდა BlackBerry Limited, ხოლო 2013 წლის 30 იანვარს გამოუშვა ახალი პლათფორმა - "BlackBerry 10".[55]
Firefox OS (თავდაპირველად ერქვა boot to gecko პროექტი) წარადგინა Mozilla-მ 2012 წლის თებერვალში. ის შეიქმნა მობილური მოწყობილობების ალტერნატიული სისტემით, რომელიც სრულად იყო დაფუძნებული საზოგადოებრივ ფუნქციონალზე, იყენებს ღია სტანდარტებს (open standards) და HTML5-ის აპლიკაციებს. Firefox OS-ის პირველი ოფიციალური ტელეფონები იყო ZTE Open და Alcatel One Touch Fire. 2014 წლისთვის, უკვე სხვა კომპანიებიც იყვნენ Mozilla-ს პარტნიორები, მათ შორისაა Panasonic (რომელიც ამზადებს ჭკვიან ტელევიზორს Firefox OS სისტემით) და Sony.[56]
The Sailfish OS დაფუძნებულია Linux kernel-ზე და Mer-ზე.[57] ასევე Sailfish OS-ში შედის კომპანია Jolla-ს მიერ დაპროგრამებული მრავალ-ამოცანიანი (multi-tasking) სამომხმარებლო ინტერფეისი, რომელიც მთლიანად კერძო საკუთრებაა. ასეთი ინტერფეისი განასხვავებს Jolla-ს სმარტფონებს სხვებისგან.[58] Sailfish OS-ის შემქმნელთა უმრავლესობა სავარაუდოდ MeeGo-ს გუნდიდანაა, რომელმაც დატოვა Nokia რათა ჩამოეყალიბებინათ Jolla, Nokia-ს "Bridge" პროგრამის დაფინანსების წყალობით. ეს პროგრამა ეხმარება Nokia-ს ყოფილ თანამშრომლებს დამწყები (start-up) კომპანიების ჩამოყალიბებაში.[59][60][61]
Tizen არის Linux kernel-ზე დაფუძნებული ოპერაციული სისტემა მოწყობილობებისთვის, მათ შორის სმარტფონებისთვის, პლანშეტებისთვის, მანქანის შინა მოწყობილობებისთვის (In car entertainment), ჭკვიანი ტელევიზორებისთვის (smart TV), ლეპტოპებისთვის და სმარტ კამერებისთვის. Tizen არის Linux Foundation-ის პროექტი და მას უძღვება ტექნიკური საორგანიზაციო ჯგუფი (Technical Steering Group - TSG) რაშიც მონაწილეობს Samsung-ი და Intel-ი სხვებთან ერთად. 2014 წლის აპრილში, Samsung-მა გამოუშვა სმარტსაათები: Samsung Gear 2 და Gear 2 Neo, რომლებიც Tizen-ზე მუშაობენ.[62]Samsung Z1 არის Samsung-ის პირველი სმარტფონი, რომელშიც ჩატვირთულია Tizen სისტემა; Samsung Z1 გამოვიდა ინდურ ბაზარზე 2015 წლის 14 იანვარს.[63]
Ubuntu Touch (ასევე ცნობილია როგორც Ubuntu Phone) არის Ubuntu სისტემის მობილური ვერსია, რომელიც შექმნა Canonical UK Ltd-მ და Ubuntu Community-მ.[64] ის შექმნილია ძირითადად სენსორული ეკრანის მქონე მობილური მოწყობილობებისთვის, როგორიცაა სმარტფონები და პლანშეტები.
წარმოება-შეწყვეტილი (Discontinued) მობილური ოპერაციული სისტემები
Symbian თავდაპირველად შექმნა კომპანია Psion-მა როგორც EPOC32. 2010 წლის ბოლომდე, ის იყო მსოფლიოში ყველაზე მოხმარებადი მობილური ოპერაციული სისტემა, თუმცა ამ პლათფორმამ ვერასდროს ნახა აშშ-ში ისეთი პოპულარობა, როგორც ევროპასა და აზიაში. პირველი Symbian ტელეფონი, სენსორული ეკრანის მქონე Ericsson R380, გამოვიდა 2000 წელს,[65][66] და ის იყო პირველი მოწყობილობა, რომელიც "smartphone"-ის სტატუსით გაიყიდა.[67] ის აერთიანებდა PDA-სა და მობილურ ტელეფონს.[68] 2011 წლის თებერვალში, Nokia-მ განაცხადა რომ Symbian-ი შეიცვლებოდა Windows Phone-ით, როგორც ყველა მისი მომავალი სმარტფონის ოპერაციული სისტემა, და ძველი პლათფორმა დავიწყებას მიეცემოდა რამდენიმე წელიწადში.[69]
Windows Mobile შექმნეს Windows CE ბირთვის (kernel) ბაზაზე და პირველად გამოჩნდა როგორც Pocket PC 2000 ოპერაციული სისტემა. მთელ მის სიცოცხლის პერიოდში, ის წარმოდგენილი იყო როგორც სენსორულ (touchscreen), ასევე არა-სენსორულ (non-touchscreen) ფორმატებში. მასში ჩატვირთული იყო Microsoft Windows API-ის აპლიკაციების კრებული და მისი დიზაინი გარკვეულწილად მიმსგავსებული იყო Windows-ის desktop ვერსიებს. არასაფირმო (third party) აპლიკაციების შექმნა Windows Mobile-ისთვის შესაძლებელი იყო microsoft-ის შეზღუდვების გარეშე. აპლიკაციების შეძენა შესაძლებელი იყო Windows Marketplace for Mobile-ზე, ამ სერვისის სიცოცხლის მოკლე პერიოდის განმავლობაში. Windows Mobile უკვე აღარ იწარმოება, რადგან ბაზარზე შემოვიდა ახალი, გაუმჯობესებული სისტემა - Windows Phone.
სმარტფონებისთვის Bada ოპერაციული სისტემა წარადგინა Samsung-მა, 2009 წლის ნოემბერში.[70][71] პირველი Bada ტელეფონი იყო Samsung Wave S8500, რომელიც 2010 წლის ივნისში გამოვიდა.[72][73][74] 2011 წლის მე-2 კვარტალში, Samsung-მა გასაყიდად გაიტანა 4.5 მილიონი Bada ტელეფონი.[75] 2013 წელს, Bada შეუერთდა მსგავს პლათფორმას - Tizen-ს.
2001 წლის ბოლო ხანებში, კომპანია Handspring-მა გამოუშვა Springboard GSM ტელეფონების მოდული. 2002 წლის მაისში, Handspring-მა გამოუშვა Palm OS სისტემის სმარტფონი - Treo 270, რომელსაც არ ჰქონდა Springboard-ის მხარდაჭერა. Treo-ს ჰქონდა ვებ ბრაუზერი, იმეილი, კალენდარი, კონტაქტების მენეჯერი და ასევე მასში შესაძლებელი იყო არასაფირმო (third-party) აპლიკაციების ჩაწერა.[76] Handspring-ი შეიძინა Palm, Inc-მა, რომელმაც გამოუშვა Treo 600 და კვლავ აგრძელებდა Treo მოწყობილობების გამოშვებას, რომელთა შორისაც, ზოგიერთი მათგანი Windows Mobile სისტემაზე მუშაობდა. Hewlett-Packard-მა (HP), 2011 წელს Palm-ის შეძენის შემდეგ, გააუქმა მისი webOS სმარტფონებისა და პლანშეტების წარმოება.[77]
webOS
webOS შექნა კომპანია LG-მ, თუმცა პლათფორმის ზოგიერთი ნაწილი ღია კოდია (open source). webOS არის კერძო მობილური ოპერაციული სისტემა, რომელიც Linux-ის ბირთვზე (kernel) მუშაობს, რომელიც თავდაპირველად შექმნა Palm-მა, და ამ სისტემით გამოუშვა Palm Pre სმარტფონი. მას შემდეგ, რაც Palm-ი შეიძინა კომპანია HP-მ, 2011 წელს წარდგენილ იქნა ორი სმარტფონი (Veer და Pre 3) და პლანშეტი (the TouchPad), რომლებიც webOS-ზე მუშაობენ. 2011 წლის 18 აგვისტოს, HP-მ განაცხადა რომ webOS-ის მოწყობილობების წარმოება შეწყდებოდა,[78] მაგრამ გაგრძელდებოდა webOS სისტემის განახლება და ტექნიკური დახმარება.[79] HP-მ გამოუშვა webOS როგორც ღია წყარო (open source) - Open webOS-ის სახელწოდებით, და გეგმაში იყო მისი განახლება დამატებითი ფუნქციებით.[80] 2013 წლის 25 თებერვალს, HP-მ განაცხადა, რომ WebOS მიჰყიდა კომპანია LG Electronics-ს, რომელსაც გეგმაში ჰქონდა ამ ოპერაციული სისტემის გამოყენება მისი "smart" და ინტერნეტ ტელევიზორებისთვის.
Apple-ის App Store-ის გამოსვლამ, iPhone-ისა და iPod Touch-ისთვის 2008 წლის ივლისში, მოახდინა დიდი პოპულარიზება მწარმოებლების ოფიციალური ონლაინ დისტრიბუციის სერვისებისა, სადაც კონკრეტული მოწყობილობებისთვის ხელმისაწვდომია როგორც საფირმო (first party), ასევე არასაფირმო (third party) აპლიკაციები. ოფიციალური საფირმო სერვისების ჩამოყალიბებამდე, აპლიკაციების დისტრიბუცია ხდებოდა არასაფირმო (third-party) პლათფორმებით, რომლებიც მომხმარებლებს უზრუნველყოფდნენ აპლიკაციებით მრავალი მოწყობილობისთვის, როგორიცაა GetJar, Handango, Handmark, და PocketGear.
App Store-ის წარმატების კვალდაკვალ, სმარტფონების სხვა მწარმოებლებმაც გახსნეს აპლიკაციის მარკეტები, მაგალითად Google-ის Android Market შემოვიდა 2008 წლის ოქტომბერში და RIM-ის BlackBerry App World კი 2009 წლის აპრილში. 2014 წლის თებერვალში, მობილური პროგრამების დეველოპერების 93%-მა პირველადი პრიორიტეტი მიანიჭა სმარტფონების მობილური აპების შექმნას.[81]
სმარტფონების ერთ-ერთი უმთავრესი დამახასიათებელი ფაქტორი არის მისი ეკრანი. ის როგორც წესი თითქმის მთლიანად (დაახლოებით 70 %-ს) ფარავს ტელეფონის ზედაპირს; ეკრანის ზომით ხშირად განსაზღვრავენ ტელეფონის ზომას. სმარტფონების ეკრანების შეფარდება (aspect ratio) არის ხოლმე როგორც წესი 4:3 ან 16:9.
ასევე იზომება ეკრანის დიაგონალური სიგრძე. და იწყება დაახლოებით 2.45 ინჩიდან.[82] 5.2 ინჩზე გრძელი დიაგონალის ეკრანის მქონე ტელეფონებს ფაბლეტებს უწოდებენ. 4.5 ინჩზე გრძელი ეკრანის შემთხვევაში, სმარტფონს ორი ხელით იყენებენ ან ერთი ხელში ამოძრავებენ, რადგან ცერა თითს არ შეუძლია მთელ ზედაპირს გაწვდეს ამხელა ეკრანზე. არსებობს ეკრანების ტექნოლოგიის შემდეგი ტიპები: LCD, LED, OLED, AMOLED, IPS და სხვები.
საბაზრო წილი
სმარტფონების მოხმარება
2012 წლის მესამე კვარტალში, მსოფლიოში გამოიყენებოდა ერთი მილიარდი სმარტფონი.[83] სმარტფონების გლობალურმა გაყიდვებმა გადაუსწრო ფუნქციური ტელეფონების (features phones) გაყიდვებს 2013 წლის ადრეულ ხანებში.[84] 2013 წლისთვის, აშშ-ს მობილური მოწყობილობების მომხმარებელთა 65 პროცენტი ფლობდა სმარტფონს.[85] ასევე 2013 წელს, ევროპის მობილური მოწყობილობების ბაზარი 860 მილიონ მოწყობილობას შეადგენდა.[86] 2012 წლის მეორე კვარტალში, ჩინეთში მობილური მოწყობილობების ნახევარი სმარტფონებზე მოდიოდა[87] და 2014 წელს იქ 519.7 მილიონი სმარტფონის მომხმარებელი არსებობდა, და ეს რიცხვი სავარაუდოდ 700 მილიონამდე გაიზრდება 2018 წლისთვის.[88]
2011 წლის ნოემბრის თვისთვის, ყველა არსებული ფოტოსურათის 27 %-ი წარმოადგენდა სმარტფონებით გადაღებულ სურათს.[89] 2012 წლის სექტემბერში ჩატარდა კვლევა, რამაც აჩვენა რომ ყოველი 5 სმარტფონის მომხმარებლიდან 4 საყიდლებისთვის ამ მოწყობილობას იყენებს.[90] 2013 ივნისში ასევე ჩატარდა კვლევა, რომლის შედეგების მიხედვით, ამერიკელ ზრდასრულთა 56 % ფლობს გარკვეული ტიპის სმარტფონს. Android-ისა და iPhone-ის მფლობელები - მობილური ტელეფონების მომხმარებელთა ნახევარში შედიან. სმარტფონების მოხმარების სტატისტიკაში ლიდერობენ უმეტესად მაღალი შემოსავლის მქონე და 35 წელს ქვემოთ მყოფი ზრდასრულები.[91]
2013 წელს, მსოფლიოში დამზადდა 1 მილიარდი სმარტფონი (38 %-ით მეტი ვიდრე 2012 წელს - 725 მილიონი).[92]
2011 წელს, კომპანია Apple-ს ჰქონდა ყველაზე დიდი საბაზრო წილი მსოფლიოში. 2013 წელს, Samsung-ს ჰქონდა 31.3 % საბაზრო წილი, ოდნავ მეტი ვიდრე 2012 წელს - 30.3 %, როდესაც Apple-ი 15.3 %-ზე იყო, რაც შედარებით ნაკლებია ვიდრე 2012 წელს - 18.7 %. Huawei, LG და Lenovo, თითოეული დაახლოებით 5 %-ზე იყო, რაც უკეთესი იყო 2012 წელთან შედარებით. მხოლოდ Apple-მა დაკარგა საბაზრო წილი, თუმცა მისი მოწყობილობების წარმოება 12.9 პროცენტით გაიზარდა; დანარჩენებმა მკვეთრად გაზარდეს წარმოება 36-დან 92 პროცენტამდე.[100] 2014 წლის პირველ კვარტალში, Samsung-ს ჰქონდა 31 % საბაზრო წილი, ხოლო Apple-ს 16 %.[101] 2014 წლის მეოთხე კვარტალში, Apple-ს ჰქონდა 20.4 % წილი, ხოლო Samsung-ს 19.9 %.[4]
2015 წლის პირველ კვარტალში, აშშ-ში, Android-ის საბაზრო წილი შეადგენდა 53.2 %-ს; Apple-ის iPhone-ს ჰქონდა 41.3 % წილი, ხოლო Samsung-ის Android-ის სმარტფონებს კი 29.3 %.[97]
სმარტფონების ბაზარზე დომინირებს Android-ის ოპერაციული სისტემა 2010 წლიდან. Android-ის საბაზრო წილი გაიზარდა 2011 წლის მეოთხე კვარტლის 33.2 %-დან 2013 წლის მეოთხე კვარტლის 78.1 %-მდე. იმავე პერიოდში Apple-ის საბაზრო წილი მერყეიბდა 15 %-სა 20.9 %-ს შორის. BlackBerry-ის წილი დაეცა 2011 წლის მეოთხე კვარტლის 14.3 %-დან 2013 წლის მეოთხე კვარტლის 0.6 %-მდე. იმავე პერიოდში Windows Mobile-ის საბაზრო წილი გაიზარდა 1.5 %-დან 3 %-მდე.[102]
2014 წლის ბოლო ხანებში, Android-ი იყო ყველაზე პოპულარული ოპერაციული სისტემა, 84.4 %-იანი საბაზრო წილით, შემდეგ მოდიოდა iOS — 11.7 %-იანი წილით, Windows Phone — 2.9 %-ით, BlackBerry — 0.5%-ითა და ყველა სხვა დანარჩენი 0.6 %-ით.[103]
სმარტფონებს ახასიათებთ გარკვეული თვისებები, რაც ნაკლებად ეხება სხვა მობილურ ტელეფონებს.
ბატარეის ხანგრძლივობა
არასმარტფონებთან შედარებით, სმარტფონების სრულად დატენვით, მუშაობის ხანგრძლივობა ბევრად მცირეა და მომხმარებელთა დიდ უკმაყოფილებას იწვევს.[112][113][114]
მობილური ტელეფონის გადაჭარბებული გამოყენება (overuse) დამოკიდებულობის სინდრომად არის ქცეული ტელეფონების უამრავი მომხმარებლისთვის.[115]
ტერმინი - "გადაჭარბებული გამოყენება" ("dependence syndrome") გამოიყენება მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ "დამოკიდებულების" (addiction) და "ჩვევის" (habituation) მაგივრად.[116]ICD-ის მე-10 რევიზიის (ICD-10) მიხედვით ეს პრობლემა შედის როგორც ტელეფონზე დამოკიდებულების, ასევე მავნე ნივთიერებების (substance abuse) კატეგორიაში, როგორიცაა ნარკოტიკი, ალკოჰოლი, თამბაქო.[117] ნივთიერები მავნე ზეგავლენა შეიძლება განისაზღვროს 11 ფაქტორით - DSM-ის მე-5 გამოცემის (DSM-5) მიხედვით, მათ შორისაა:
(1) დიდი დოზით, ან საჭიროზე მეტი დოზით მოხმარება,
(2) სურვილი რომ გააკონტროლოს მოხმარება, ან საერთოდ შეეშვას,
(3) მის მოპოვებისას ან გამოყენებისას - დიდი დროის დახარჯვა,
(4) ძლიერი სურვილი,
(8) გამოყენება ისეთ სიტუაციებში, როდესაც მისი მოხმარება ფიზიკურად სახიფათოა,
(9) მოხმარების გაგრძელება, მიუხედავად მისი უარყოფითი ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეგავლენისა,
და (11) აღკვეთის სინდრომი (აბსტინენციის სინდრომი) - ეგრეთ წოდებული "ლომკა" (Withdrawal symptoms).[118]
მობილური ტელეფონის ზოგიერთი მომხმარებელი სწორედ სუბსტანციის მავნე ზემოქმედებასთან დაკავშირებულ პრობლემატურ ქცევებს ავლენს, როგორიცაა გადამეტებული ზრუნვა და ფიზრი მობილურ კომუნიკაციაზე, მობილურ ტელეფონებზე გადაჭარბები ფულის ან დროის ხარჯვა, ტელეფონის გამოყენება სოციალურად ან ფიზიკურად შეუფერებელ სიტუაციებში, მაგალითად მანქანის მართვის დროს, შფოთვა და მღელვარება ტელეფონისგან განცალკევებულად ყოფნის ან არასაკმარისი სიგნალის მოწოდების დროს.
მობილური ტელეფონების გადაჭარბებულმა მოხმარებამ (Over-use) შესაძლოა გამოიწვიოს უარყოფითი ზეგავლენა სოციალურ და ფსიქოლოგიურ ყოფაზე, ასევე ჯანმრთელობაზე.[119]
სოციალურ სამეცნიერო პერსპექტივაში დღეს ძალიან ბევრ ადამიანზე მოახდინა უზარმაზარი გავლენა მობილურმა ტელეფონმა. თავის წიგნში: Perpetual contact: mobile communication, private talk, public performance,[120] ავტორი - ჯეიმზ კატზი (James E. Katz) წერს: "მათ [მობილურმა ტელეფონებმა] გარდაქმნეს სოციალური პრაქტიკა და შეცვალეს ბიზნესის კეთების გზა, და მაინც, გასაკვირია და ჯერ მხოლოდ მცირედ გვაქვს გაცნობიერებული მათი ზეგავლენა ჩვენს ცხოვრებაზე."
მრავალი ადამიანი რეალურ სივრცეში ურთიერთობას ცვლის ვირტუალურით. კლინიკური ფსიქოლოგი - ლიზა მერლოუ (Lisa Merlo) ამბობს, "ზოგიერთი პაციენტი თავს იკატუნებს ვითომ ტელეფონზე ლაპარაკობს ან რამეს აკეთებს ტელეფონში, რათა აირიდოს თვალის კონტაქტი ან სხვა ურთიერთქმედება ადამიანებთან ურთიერთობის დროს."[121] კვლევითი კომპანიის, Gazelle Global-ის, მიერ ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა რომ, „25 %-ზე მეტი რესპონდენტი აღიარებს, რომ „თითქმის ყოველთვის“ იყენებს სმარტფონს სოციალურ გარემოში ყოფნის დროს, მაგალითად ჭამის დროს ან წვეულებაზე ყოფნისას. 58 %-მა კი თქვა რომ „ჩვეულებრივ“ ან „ხანდახან“ იყენებს სმარტფონს ასეთ ვითარებებში.“[122] გარდა ამისა,
70 % ამოწმებს თავის ტელეფონს დილით ადგომიდან ერთი საათის პერიოდში
56 % ამოწმებს თავის ტელეფონს დაწოლის წინ
48 % ამოწმებს თავის ტელეფონს შაბათ-კვირას (over the weekend)
51 % მუდმვად ამოწმებს თავის ტელეფონს დასვენების, არდადეგების ან შვებულების პერიოდში
44 % აღიარებს, რომ ღიზიანდება და შფოთი იპყრობს იმ დროს, როდესაც ერთი კვირის განმავლობაში არ ჰქონია შეხება თავის ტელეფონთან[123]
ხალხი ფართო მასშტაბით შორდება რეალობას, და პირისპირ საუბრის მაგივრად, აგზავნიან უბრალოდ ტექსტს, რომელიც მოიცავს მცირე რაოდენობის სიტყვებსა და აბრევიატურებს. არის შეგრძნება, რომ ვირტუალურმა რეალობამ შეცვალა ბუნებრივი რეალობა. ეს ყველაფერი აშკარად ხელს უწყობს ისეთი ადამიანების ჩამოყალიბებას, რომლებმაც არ იციან როგორ მოიქცნენ მაშინ, როდესაც არ იყენებენ მობილურ ტელეფონს.[124]
სმარტფონების გვიან ღამით გამოყენებას შეუძლია გამოიწვიოს ინსომნია, რაც გამოწვეულია კაშკაშა ეკრანით, რომელიც გავლენას ახდენს მელატონინის დონესა და ძილის ციკლზე ასევე მაღალი სიხშირის სატელეფონო სიგნალებით.[125][126][127][128]
სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ მოზარდებში სექსუალური აქტივობა სმარტფონების მფლობელების შემთხვევაში უფრო ხშირია.[129] კვლევა ასევე ჩაატარა რენსელარის პოლიტექნიკური ინსტიტუტის (Rensselaer Polytechnic Institute) საგანმანათლებლო კვლევის ცენტრმა (Lighting Research Center), რომლის შედეგების მიხედვით, სმარტფონებს შეუძლიათ სერიოზული გავლენა მოახდინონ ძილის ციკლზე.[130]
2014 წელს, რიო დე ჟანეიროში, 16 წლის გაბრიელ ლეაოს (Gabriel Cavalcante Carneiro Leao) დაეჯახა ავტობუსი, როდესაც გაბრიელს ყურადღება თავის სმარტფონზე ჰქონდა გადატანილი და თამაშობდა Google-ის ალტერნატიული რეალობის სტილის თამაშს - Ingress. ეს თამაში საჭიროებს რეალური ადგილმდებარეობების მონახულებას. ოთხ დღიანი კომის შემდეგ, ის გარდაიცვალა.[131]
სმარტფონების მწარმოებლებს შორის საპატენტო (არა მხოლოდ სმარტფონებთან დაკავშირებული) ომები დიდი ხანია მიმდინარეობს და ახლაც გრძელდება. ამ ომებში მრავალი კომპანია იმრძვის, მათ შორისაა Microsoft, Nokia, Sony, Apple, Samsung, Google, Motorola, HTC და Xiaomi.
მაგალითად "საპატენტო ომი" Samsung-სა და Apple-ს შორის დაიწყო მას შემდეგ, რაც Apple-მა განაცხადა, რომ Galaxy S Android-ის ტელეფონში დაკოპირებული იყო Apple-ის iPhone 3GS-ის iOS-ის ინტერფეისი და სავარაუდოდ აპარატურაც (hardware).
სიაში მოცემულია ზოგიერთი მნიშვნელოვანი მოვლენა სმარტფონების საპატენტო ომებთან დაკავშირებით.
2009
საჩივრებისა და კონტრ-საჩივრების შეტანა სასამართლოში რეალურად დაიწყო 2009 წელს, რადგან ამ სმარტფონების ბაზარი ძალიან სწრაფად იზრდებოდა.
2009 წლის 22 ოქტომბერი: Nokia-მ უჩივლა Apple-ს, 10 პატენტის უკანოდ გამოყენების ბრალდებით.[132][133]
2009 წლის 11 დეკემბერი: Apple-მა კონტრ-საჩივარი შეიტანა 13 პატენტზე Nokia-ს წინააღმდეგ.[134]
2009 წლის 29 დეკემბერი: Nokia-მ მეორე სასამართლო პროცესიც წამოიწყო[135] და აშშ-ს საერთაშორისო სავაჭრო კომისიაში (USITC) უჩივლა Apple-ს კიდევ 7 პატენტზე.[136]
2010
2010 წლის 15 იანვარი: Apple-მა შეიტანა სარჩელი ITC-ში 9 პატენტზე Nokia-ს წინააღმდეგ.[137][138]
2010 წლის 19 თებერვალი: Apple-მა ამოიღო (droped) 4 პატენტი მისი კონტრ-სარჩელიდან, რომელიც Nokia-ს წინააღმდეგ იყო მიმართული ITC-ში.
2010 წლის 24 თებერვალი: Apple-მა კონტრ-სარჩელი შეიტანა 9 პატენტზე Nokia-ს წინააღმდეგ - Nokia-ს მეორე სასამართლო პროცესზე.
2010 წლის 02 მარტი: Apple-მა უჩივლა 10 პატენტზე HTC-ს და დამატებით სარჩელი შეიტანა ITC-ში კიდევ 10 პატენტზე.[139][140][141][142][143]
2010 წლის 01 ოქტომბერი: Microsoft-მა Motorola-ს უჩივლა 9 პატენტზე ITC-ში და სასამართლოში.[144][145]
2010 წლის 06 ოქტომბერი: Motorola-მ უჩივლა Apple-ს 18 პატენტზე, და ITC-ში მის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა ამ პატენტებიდან 6 მათგანზე.[146]
2010 წლის 10 ნოემბერი: Motorola-მ უჩივლა Microsoft-ს 7 პატენტზე ერთ სასამართლო პროცესზე და 9 პატენტზე კი მეორე პროცესზე.
2011
2011 წლის 15 აპრილი: Apple-მა უჩივლა Samsung-ს საპატენტო და სავაჭრო ნიშნის უფლებების დარღვევისთვის (7 უტილიტარული პატენტი, 3 დიზაინის პატენტი, 3 რეგისტრირებული სავაჭრო ვიზუალური მახასიათებელი (trade dress), 6 სავაჭრო ნიშნის გამოსახულება), რაც დაკავშირებული იყო Samsung-ის Galaxy-ის ხაზთან, Galaxy S სმარტფონისა და ასევე Galaxy Tab პლანშეტის ჩათვლით.[147][148]
2011 წლის 22 აპრილი: Samsung-მა უჩივლა Apple-ს სამხრეთ კორეაში (5 პატენტი), იაპონიაში (2 პატენტი), და გერმანიაში (3 პატენტი).[149]
2011 წლის 28 აპრილი: Samsung-მა ასევე კონტრ-საჩივარი შეიტანა 10 პატენტზე Apple-ის წინააღმდეგ.[150]
2011 წლის 22 ივნისი: Apple-მა კონტრ-საჩივარი შეიტანა Samsung-ის წინააღმდეგ სამხრეთ კორეაში პატენტების უცნობ რაოდენობაზე.
2012
2012 წლის 18 ივლისი: ინგლისისა და უელსის უზენაესი სასამართლოს მოსამართლემ, კოლინ ბირსმა (Colin Birss), Apple-ი აიძულა მის ვებგვერდზე გამოექვეყნებინა სახალხო ბოდიში Samsung-ის მიმართ, იმ განცხადებით, რომ Samsung-ს არ დაუკოპირებია iPad-ის დიზაინი.[151][152][153]
2012 წლის 27 ივლისი:მანჰაიმის სასამართლომ აკრძალა Motorola-ს Android მოწყობილობები გერმანიაში, იმ მიზეზით რომ ის არღვევდა Microsoft-ის FAT სისტემის საპატენტო უფლებებს.[154]
2012 წლის 23 აგვისტო: სამხრეთ კორეის დედაქალაქ სეულის სასამართლომ გამოიტანა ვერდიქტი, რომ ორივე, Apple-იც და Samsung-იც არღვევდნენ ერთმანეთის საპატენტო უფლებებს, და რომ Samsung-ს არ დაუკოპირებია Apple-ის პოდუქტების ვიზუალი და ტექნოლოგია.[155]
2012 წლის 24 აგვისტო: Apple-მა მოიგო საპატენტო დავა Samsung-ის წინააღმდეგ და Samsung-ი ვალდებული გახდა კომპენსაციის სახით მისთვის გადაეხადა $1.049 მილიარდი დოლარი - 6 პატენტის უფლებების დარღვევისთვის.[156][157] ნაფიცმა მსაჯულებმა კიდევ 3 დღე იმსჯელეს ვერდიქტის გამოტანამდე[158] და სხვა დეტალებთან ერთად აღმოჩნდა რომ Samsung-ი ასევე არღვევდა Apple-ის "scrolling bounce back" და "pinch to zoom" პატენტებს.[157]
2012 წლის 31 აგვისტო: ტოკიოს სასამართლოზე მიიღეს ვერდიქტი, რომ Samsung-ის Galaxy-ის ხაზის სმარტფონები და პლანშეტები არ არღვევს Apple-ის საპატენტო უფლებებს იმ ტექნოლოგიებზე, რომელიც ახდენს მუსიკისა და ვიდეოს სინქრონიზაციას მობილურ მოწყობილობებსა და სერვერებს შორის.[159]
2013
2013 წლის ივნისი: ITC-მ მიიღო ვერდიქტი რომ iPad-ი არღვევს Samsung-ის საპატენტო უფლებებს.[160]
2013 წლის აგვისტო: ITC-მ ვეტო დაადო ივნისის გადაწყვეტილებას, და დაბლოკა Samsung-ის ზოგიერთი ძველი ტელეფონი Apple-ის საპატენტო უფლებების დარღვევის გამო.[160]
2013 წლის 23 დეკემბერი: Google-მა შეიტანა საჩივარი კალიფორნიის შტატის ქალაქ სან-ხოსეს სასამართლოში Rockstar Consortium-ის წინააღმდეგ.[163]
2014
2014 წლის თებერვალი: HTC-სა და Nokia-ს შორის დასრულდა ყველა საპატენტო სასამართლო პროცესი, და HTC-ს დაეკისრა უცნობი სიდიდის თანხის გადახდა Nokia-სათვის.[164]
2014 წლის მარტი: აშშ-ს სასამართლოზე Apple vs. Samsung დავის $929 მილიონ დოლარიანი ვერდიქტი ოფიციალურად გამოცხადდა. Samsung-მა ოფიციალური მიმართვა შეიტანა.[160]
2015
2015 წლის 9 მარტი: Microsoft-მა უჩივლა იაპონურ კომპანია Kyocera-ს აშშ-ს ფედერალურ სასამართლოში საპატენტო უფლების დარღვევის გამო და მოითხოვა სამი Android ტელეფონის იმპორტის აკრძალვა.[165]
სამედიცინო მობილური აპლიკაციების რიცხვის ზრდასთან ერთად, სამთავრობო მარეგულირებელმა ორგანოებმა გაამკაცრეს ასეთი აპლიკაციების შემოწმება, რათა დაიცვას მომხმარებლები არასადნო სამედიცინო რჩევების მიღებისგან.[166]
სმარტფონებისთვის განკუთვნილი მავნე პროგრამები ადვილად ვრცელდება დაუცველი app store-ებიდან.[167][168] მავნე კოდი ხშირად დამალულია ლეგიტიმური აპლიკაციების პირატულ ვერსიებში, რაც შემდეგ ვრცელდება არასაფირმო (third-party) app store-ების საშუალებით.[169][170] მავნე პროგრამის შემოსვლის რისკი მაშინაც არის, როდესაც ხდება ეგრეთ წოდებული "update attack", ანუ როდესაც მომხმარებელი ცდილობს ლეგიტიმურ აპლიკაციაში ცვლილება შეიტანოს სხვა პროგრამის დაინსტალირებით.[171]
2012 წელს, აშშ-ი ყოველი მესამე ძარცვა ვლინდებოდა მობილური ტელეფონის მოპარვით. გაკეთდა ონლაინ პეტიცია, რომელიც მოუწოდებდა სმარტფონების მწარმოებლებს რომ მათ მოწყობილობებში დაემატებინათ მკვდარი გათიშვის (kill switch) ფუნქცია, რომლის დახმარებითაც შესაძლებელია მოპარული ან დაკარგული ტელეფონის დისტანციურად გაუქმება, ანუ გათიშვა, ისე რომ შიდა სისტემა დაზიანდეს იმდენად რომ სმარტფონის გამოყენება შეუძლებელი გახდეს.[172]
შექმნილია აპები, რომლებიც გარკვეულწილად "გრძნობენ" ადამიანის სავარაუდო სახიფათო და საშიშ სიტუაციაში ყოფნას და დაუყოვნებლივ ახდენენ გარკვეულ ზომებს დახმარების მისაღებად.
მოწყობილობები
შემდეგ ცხრილში შედარებულია Apple-ის ყველა სმარტფონისა და Samsung-ის, Google-ის, Microsoft-ის, HTC-ისა და Motorola-ს ზოგიერთი მოდელის ეკრანის ზომები.
"ფაბლეტი", phone-ისა და tablet-ის კომბინაცია, გამოიყენება დიდ ეკრანიანი სმარტფონების აღსანიშნავად.[177][178]
"Superphone" - სუპერფონი, ამ ტერმინს იყენებს ზოგიერთი კომპანია რათა გაყიდოს ტელეფონები, რომლებსაც აქვს დიდი ეკრანი და სხვა დამატებითი ძვირადღირებული ფუნქციები.[179][180]
↑U.S. Patent #3,812,296/5-21-1974 (ციფრული ინფორმაციის გადამცემი აპარატურა), U.S. Patent #3,727,003/4-10-1973 (დეკოდირების და ჩვენების აპარატურა), U.S. Patent #3,842,208/10-15-1974 (Sensor Monitoring Device)
↑Sager, Ira. (2012-06-29) iPhone-ამდე და Android-ამდე იყო Simon-ი, პირველი სმარტფონი. Bloomberg Businessweek. Bloomberg L.P. ციტატა: „Simon was the first smartphone. Twenty years ago, it envisioned our app-happy mobile lives, squeezing the features of a cell phone, pager, fax machine, and computer into an 18-ounce black brick.“ ციტირების თარიღი: 2012-06-30.
↑Schneidawind, John (1992-11-23). „PC ხარვეზები“. USA Today. p. 2B.
↑Savage, Pamela. (January 1995) გრაფიკული სამომხმარებლო ინტერფეისის (GUI) შექმნა ბიზნეს ტელეფონებისთვის. Association of Computing Machinery. ციტატა: „...It is at this point that early usability test participants met impasse. The switch connected to our "smart phone" is expecting the typical "dumb end-point"... AT&T's PhoneWriter was demonstrated at the 1993 Comdex Computer Show...“ ციტირების თარიღი: 2014-09-13.
↑Davey S, Davey A (2014). „ინდოელ მოზარდებში სმარტფონზე დამოკიდებულების შეფასება: სხვადასხვა მეთოდებით ხდება შესწავლა, სისტემატიური განხილვა და მეტა-ანალიზური მიდგომა“. J Prev Med. 5 (12): 1500–1511. PMID25709785.
↑American Psychiatric Association (2013). „ფსიქიკური აშლილობის დიაგნოსტიკური და სტატისტიკური სახელმძღვანელო“. American Psychiatric Association, Washington, DC, USA. 5th edition.
↑Yetisen, A. K.; Martinez-Hurtado, J. L.; et al. (2014). „მობილური სამედიცინო აპლიკაციების რეგულაცია“. Lab on a Chip. 14 (5): 833–840. doi:10.1039/C3LC51235E. et al.-ის დაწვრილებითი გამოყენება |last3=-ში (დახმარება)
Jérémy ChardyKebangsaan PrancisTempat tinggalBoeil-Bezing, FranceLahir12 Februari 1987 (umur 37)Pau, FranceTinggi188 m (616 ft 9+1⁄2 in)Berat75 kg (165 pon; 11,8 st)Memulai pro2006Tipe pemainRight-handed (two-handed backhand)Total hadiah$1,811,140TunggalRekor (M–K)76–80 (at ATP Tour level, Grand Slam level, and in Davis Cup)Gelar1Peringkat tertinggiNo. 31 (2 November 2009)Peringkat saat iniNo. 52 (13 Juni 2011)Hasil terbaik di Grand Slam (tu...
Bill FingerLahirMilton Finger(1914-02-08)8 Februari 1914Denver, Colorado, A.S.Meninggal18 Januari 1974(1974-01-18) (umur 59)Manhattan, New York, A.S.NegaraAmerikaAreaPenulisKarya terkenalBatman, Detective Comics, Alan ScottPenghargaanJack Kirby Hall of Fame, 1994Will Eisner Comic Book Hall of Fame, 1999Inkpot Award, 2014PasanganPortia Finger (istri pertama)Lyn Simmons (istri kedua)Anak-anak1 Milton Finger, dikenal secara profesional sebagai Bill Finger[1] (8 Februari 1914[2...
Universitas Sultan Ageng TirtayasaLambang UntirtaMotoMaju, Bermutu, dan Berkarakter dalam KebersamaanJenisPerguruan Tinggi NegeriDidirikan1 Oktober 1981 sebagai Perguruan Tinggi Swasta19 Maret 2001 sebagai Perguruan Tinggi NegeriLembaga indukKementerian Pendidikan, Kebudayaan, Riset, dan TeknologiRektorProf. Dr. Ir. Fatah Sulaiman, ST., MT., IPM., ASEAN.Eng.Staf akademik442 (2009)Jumlah mahasiswa12.320 (2009)LokasiKabupaten Serang, Banten, IndonesiaWarnaMarunNama julukanKampus PeradabanSitus ...
M. Patanjali Sastri Ketua Hakim Mahkamah Agung IndiaMasa jabatan7 November 1951 – 3 Januari 1954 Informasi pribadiKebangsaanIndiaProfesiHakimSunting kotak info • L • B M. Patanjali Sastri adalah Ketua Hakim Mahkamah Agung India. Ia diangkat sebagai hakim di mahkamah tersebut pada tanggal 26 Januari 1950. Ia lalu terpilih sebagai Ketua Hakim Mahkamah Agung India pada tanggal 7 November 1951. Masa baktinya sebagai hakim di mahkamah tersebut kemudian berakhir pada tangga...
Armenian Neopaganism The arevakhach is a symbol used by the Arordiners. Arordiner priests officiating a ceremony at the Temple of Garni. The Armenian Native Faith, also termed Armenian Neopaganism or Hetanism (Armenian: Հեթանոսութիւն Hetanosutiwn; a cognate word of Heathenism), is a modern Pagan new religious movement that harkens back to the historical, pre-Christian belief systems and ethnic religions of the Armenians.[1] The followers of the movement call themselves He...
Республика Косовоалб. Republika e Kosovësсерб. Republika Kosova Первая почтовая марка UNMIK,2000 (Mi #1) История почты Почта существует с 21 декабря 1959 Почтовые администрации UNMIK (2000—2007) 1 немецкая марка =100 пфеннигов (до 2002),1 евро = 100 центов(с 2002) Республика Косово (РК; с 2008) 1 евро = 100 цен�...
Voce principale: Unione Sportiva Salernitana 1919. Unione Sportiva SalernitanaStagione 1973-1974Sport calcio Squadra Salernitana Allenatore Nicola Chiricallo(fino al 10/09/1973) Franco Viviani(dal 10/09/1973) All. in seconda Mario Saracino Presidente Amerigo Vessa Serie C8º posto Coppa Italia SemiprofessionistiFase a gironi Maggiori presenzeCampionato: Corigliano, Pigozzi, Santucci (37) Miglior marcatoreCampionato: Capone (10)Totale: Capone (10) StadioDonato Vestuti (9.000)[1] ...
Pour les articles homonymes, voir Retable de Sainte Lucie. Retable de Sainte LucieSainte Lucie devant ses jugesPrédelle sous le panneau principalArtiste Lorenzo LottoDate 1532Type Art sacréTechnique peinture à l'huile sur panneau de boisDimensions (H × L) 243 × 237 cmLocalisation Pinacoteca civica e galleria di arte contemporanea, Jesi (Italie)modifier - modifier le code - modifier Wikidata Le retable de Sainte Lucie (en italien Pala di Santa Lucia) est une ...
Voce principale: Ternana Calcio. Ternana CalcioStagione 1978-1979 Sport calcio Squadra Ternana Allenatore Renzo Ulivieri Presidente Gianfranco Tiberi Serie B9º posto Coppa ItaliaPrimo turno Maggiori presenzeCampionato: Mascella, Volpi (38) Miglior marcatoreCampionato: Passalacqua (9) StadioLibero Liberati 1977-1978 1979-1980 Si invita a seguire il modello di voce Questa voce raccoglie le informazioni riguardanti la Ternana Calcio nelle competizioni ufficiali della stagione 1978-1979. I...
Monarchy of the Kingdom of Sweden This article is about the Swedish monarchy as an institution. For a list of kings and queens regnant of Sweden, see List of Swedish monarchs. For a list of Swedish princes and princesses, see Swedish royal family. King of SwedenSveriges KonungGreater coat of arms of SwedenIncumbentCarl XVI Gustafsince 15 September 1973 DetailsStyleHis MajestyHeir apparentCrown Princess VictoriaFirst monarchEric the VictoriousResidenceStockholm Palace[1]Drott...
Havemeyer Hall Havemeyer Hall is a historic academic building located in Columbia University in New York City. History It was built between 1896 and 1898, under the direction of Charles Frederick Chandler and named after Columbia graduate Frederick Christian Havemeyer, a member of the Havemeyer family.[1] The building is one of six original buildings on the Morningside Heights campus in Columbia and a National Historic Chemical Landmark.[1] The Department of Chemistry of the u...
For the larger, underlying geological structure, see Gotthard nappe. You can help expand this article with text translated from the corresponding article in German. (June 2016) Click [show] for important translation instructions. View a machine-translated version of the German article. Machine translation, like DeepL or Google Translate, is a useful starting point for translations, but translators must revise errors as necessary and confirm that the translation is accurate, rather than s...
Arms of the Merchant Adventurers The Company of Merchant Adventurers of London was a trading company founded in the City of London in the early 15th century. It brought together leading merchants in a regulated company in the nature of a guild. Its members' main business was exporting cloth, especially white (undyed) broadcloth, in exchange for a large range of foreign goods.[1][2] It traded in northern European ports, competing with the Hanseatic League. It came to focus on ...
Questa voce sull'argomento centri abitati del Mississippi è solo un abbozzo. Contribuisci a migliorarla secondo le convenzioni di Wikipedia. Vicksburgcity(EN) Vicksburg, Mississippi Vicksburg – Veduta LocalizzazioneStato Stati Uniti Stato federato Mississippi ConteaWarren AmministrazioneSindacoPaul E. Winfield TerritorioCoordinate32°21′09″N 90°52′39″W / 32.3525°N 90.8775°W32.3525; -90.8775 (Vicksburg)Coordinate: 32°21′09″N 90°52′39″W&...
Institut Teknologi Kesehatan dan Sains Muhammadiyah Sidenreng RappangMuhammadiyah Sidenreng Rappang Institute of Technology Health and ScienceLambang ITKESMU SidrapNama sebelumnyaSekolah Tinggi Ilmu Kesehatan Muhammadiyah Sidenreng RappangJenisPerguruan Tinggi SwastaDidirikan8 Februari 2021Lembaga indukPersyarikatan MuhammadiyahAfiliasi keagamaanIslamRektorDr. Muhammad Tahir, S.K.M., M.Kes.Alamat Jl. Syarif Al-Qadri No. 11, Sidenreng Rappang, Sulawesi SelatanKampusRural Institut Teknologi Kes...
Process of recording the movement of objects or people This article has multiple issues. Please help improve it or discuss these issues on the talk page. (Learn how and when to remove these template messages) This article possibly contains original research. Please improve it by verifying the claims made and adding inline citations. Statements consisting only of original research should be removed. (June 2013) (Learn how and when to remove this message) This article contains content that is w...
SUCKER HEADSuckerhead bersama Krisna dkk saat masih eksis mengeliat dalam kancah musik metal tanah air.Informasi latar belakangNama lainSakerhets (1989)AsalJakarta, IndonesiaGenreThrash metal, Heavy metalTahun aktif1989–2017, 2022 sampai sekarangLabelAquarius Musikindo Pony Canyon Krossover Records / Trinity Optima Armstretch RecordsArtis terkaitGrausig, Brain The Machine, RotorAnggotaNano / Roseno Soeryadi (gitar) Jaya (gitar) Mantan anggotaKrisna J. Sadrach (bass & vokal) (alm.) Imran...
Location of Gallatin County in Montana This is a list of the National Register of Historic Places listings in Gallatin County, Montana. This is intended to be a complete list of the properties and districts on the National Register of Historic Places in Gallatin County, Montana, United States. The locations of National Register properties and districts for which the latitude and longitude coordinates are included below, may be seen in a map.[1] There are 107 properties and districts ...