Nokia Lumia 530 |
---|
მწარმოებელი |
Microsoft Mobile (Microsoft) |
---|
სიხშირეთა დიაპაზონი |
GSM/GPRS/EDGE 850/900/1800/1900 HSPA 900/2100 (+ 850/1900 for RM-1018/RM-1020) |
---|
საოპერაციო სისტემა |
Windows Phone 8.1 |
---|
მასა |
129 გრამი |
---|
ზომა |
119.7 x 62.3 x 11.7 მმ |
---|
ფოტოკამერა |
5 მეგაპიქსელი ფიქსირებული ფოკუსით, f/2.4 ფლეშის გარეშე, FWVGA 864x480 ვიდეო |
---|
ბატარეა |
1430 mAh |
---|
მეხსიერება |
4 გბ შიდა 512მბ RAM |
---|
დაკავშირება |
Wi-Fi 802.11 b/g/n |
Nokia Lumia 530 — Microsoft Mobile-ის საწყისი დონის სმარტფონი, რომელიც მუშაობს ოპერაციულ სისტემა Windows Phone 8.1-ზე.
2014 წლის 10 ნოემბერს Microsoft-მა გამოუშვა მისი მემკვიდრე Microsoft Lumia 535, რომელიც აღჭურვილია 1 დუიმით უფრო დიდი IPS ეკრანით, ორმაგი დაჭერით გაღვიძების ფუნქციით, განათების სენსორით, Corning Gorilla Glass 3-ით, 8 გბ შიდა მეხსიერებით (4 გბ-ის წინააღმდეგ), 1 გბ RAM-ით (512 მბ-ის წინააღმდეგ), დიდი 1905 mAh-იანი ელემენტით (1430 mAh-ის წინააღმდეგ), 5 მეგაპიქსელიანი წინა კამერით, მთავარი კამერა ავტოფოკუსით (ფიქსირებული ფოკუსის წინააღმდეგ) და LED ფლეშით[1][2].
მოწყობილობა
Nokia Lumia 530-ს გააჩნია 4 დუიმიანი სენსორული ეკრანი. Lumia-ს ხაზის სხვა ტელეფონებისგან განსხვავებით ცოტათი შემცირებული აქვს ხედვის კუთხე.
პროგრამული უზრუნველყოფა
Lumia 530 მუშაობს ოპერაციულ სისტემა Windows Phone 8.1-ზე. აგრეთვე გააჩნია ისეთი ექსკლუზიური პროგრამული უზრუნველყოფა როგორიცაა, Nokia Mix Radio და HERE Maps (რომელიც აჩვენებს დეტალურ მოძრაობას, ავტონომიურ რუკებსა და ნავიგაციასა და ტრანზიტულ მონაცემებს).
შეფასება
Ars Technica Lumia 530-ს არასწორი მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯს უწოდებს. მის წინამორბედ Lumia 520-სგან განსხვავებით, Lumia 530 უფრო უარესია რადგან მას არ აქვს კამერის სპეციალური ღილაკი, გააჩნია უფრო უარესი ეკრანი ცუდი კონტრასტით, ფერითა და ხედვის კუთხით და გააჩნია ყველაზე საშინელი გრაფიკული პროცესორი[3].
PC Advisor-იც Lumia 530-ს თავის წინამორბედზე უარეს მოდელად თვლის, რადგან გააჩნია ფიქსირებულ ფოკუსიანი უარესი კამერა, მაშინ როდესაც მის წინამორბედს ავტოფოკუსი ჰქონდა, მეხსიერების ნახევარი და უარესი გრაფიკული პროცესორი[4].
ვარიანტები
აქ მოცემულია ორი ორსიმიანი მოდელი: RM-1019 და RM-1020
მოდელი |
RM-1017 |
RM-1018 |
RM-1019 |
RM-1020
|
ქვეყანა |
საერთაშორისო |
ამერიკა / აზია-ოკეანეთი |
საერთაშორისო |
ბრაზილია / ტაილანდი
|
მატარებელი/მომწოდებელი |
სხვადასხვა |
სხვადასხვა |
უცნობია |
უცნობია
|
2G |
Quad band GSM/EDGE (850/900/1800/1900 მჰც)
|
3G |
900/2100 მჰც |
850/900/1900/2100 მჰც |
900/2100 მჰც |
850/900/1900/2100 მჰც
|
ქსელის მაქსიმალური სიჩქარე |
HSPA+: 21 მბ/წმ
|
იხილეთ აგრეთვე
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო