Nokia/Microsoft Lumia 735 |
---|
|
მწარმოებელი |
Microsoft Mobile (Microsoft) |
---|
სიხშირეთა დიაპაზონი |
GSM/GPRS/EDGE 850/900/1800/1900 HSPA+ 850/900/2100 LTE 800/1800/2600 |
---|
საოპერაციო სისტემა |
Windows Phone 8.1 (Lumia Denim) |
---|
მასა |
134 გრამი |
---|
ზომა |
134.7 x 68.5 x 8.9 მმ |
---|
ფოტოკამერა |
6.7 მეგაპიქსელი, Zeiss-ის ოპტიკა, 3088×2144 პიქსელი, 1080p Full HD ვიდეო გადაღება 30fps f/1.9 |
---|
მეორე კამერა |
5 მეგაპიქსელი, 1080p (FHD, 1920 x 1080), 2560×1920 პიქსელი |
---|
ბატარეა |
2200 mAh |
---|
მეხსიერება |
8 გბ შიდა 1 გბ RAM |
---|
დაკავშირება |
Wi-Fi 802.11 b/g/n |
Nokia Lumia 735 (ალტერნატიული სახელი Microsoft Lumia 735) — Microsoft Mobile-ის მიერ წარმოებული Windows Phone 8.1-ზე მომუშავე სმარტფონი. მისი წარდგენა 2014 წლის 4 სექტემბერს Internationale Funkausstellung Berlin-ზე შედგა. მოწყობილობა საშუალო კლასის სმარტფონებს განეკუთვნება და განსაკუთრებული აქცენტი გაკეთებულია „სელფიზე“, რისთვისაც ტელეფონი აღჭურვილია 5 მეგაპიქსელიანი წინა კამერით. სმარტფონი ზოგიერთ ბაზარზე წარმოდგენილი იქნება ორსიმიანი 3G ვერსიით სახელწოდებით Lumia 730[1][2].
2015 წლის მაისში Microsoft-მა გამოუშვა მოწყობილობის Microsoft-ის სახელით ბრენდირებული ვერსია გაუმჯობესებული მონაცემებითა და პროგრამული უზრუნველყოფის უახლესი განახლებებით[3].
მახასიათებლები
მოწყობილობა
Nokia Lumia 735-ს აქვს 1.2 გჰც ოთხბირთვიანი ARM Cortex-A7, Qualcomm Adreno 305 გრაფიკული პროცესორი და 1 გბ RAM.
Nokia Lumia 735 აღჭურვილია 8 გბ შიდა მეხსიერებით და ასევე გააჩნია microSD ბარათების მხარდაჭერა.
ოპერაციული სისტემა და პროგრამული უზრუნველყოფა
Nokia Lumia 735 მუშაობს ოპერაციულ სისტემაზე Windows Phone 8.1 და გააჩნია Lumia Denim-ის განახლება[4].
ვარიანტები
მოდელი |
Lumia 730 Dual SIM |
Lumia 735
|
ქსელი |
GSM 850/900/1800/1900 HSDPA 850/900/1900/2100 |
GSM 850/900/1800/1900 HSDPA 850/900/1900/2100 LTE 800/1800/2600
|
ზომები
|
134.7 მმ (სიგრძე) 68.5 მმ (სიგანე) 8.7 მმ (სისქე)
|
134.7 მმ (სიგრძე) 68.5მმ (სიგანე) 8.9 მმ (სისქე)
|
წონა |
130.4 გრ |
134.3 გრ
|
იხილეთ აგრეთვე
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო