პორტ-ოგასტა (ინგლ. Port Augusta) — ქალაქი ავსტრალიაში, მდებარეობს სამხრეთ ავსტრალიის შტატში. 2011 წლის აღწერის მონაცემებით, ქალაქის მოსახლეობა შეადგენს 13 504 ადამიანს[1]. პორტ-ოგასტა 322 კილომეტრითაა დაცილებული შტატის ადმინისტრაციულ ცენტრ ადელაიდას. ქალაქი დაარსდა 1852 წელს. გაშენებულია სპენსერის ყურის ნაპირებზე. ყველაზე ცხელი თვეებია იანვარი და თებერვალი, ყველაზე ცივი — ივლისი და აგვისტო. ნალექების საშუალო წლიური მაჩვენებელი შეადგენს 255,7 მმ-ს.
დაძმობილებული ქალაქები
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო