ოთარ შამუგია (დ. 30 მაისი, 1976, სოხუმი)[1] — ქართველი ეკონომისტი. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი 2022 წლის 9 თებერვლიდან.
ბიოგრაფია
1992 წლის სექტემბრიდან 1998 წლის ივნისამდე სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალში (მაგისტრთან გათანაბრებული).
1998–1999 წლებში იყო საქართველოს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი. 1999–2004 წლებში — ამავე დაწესებულების ცენტრალური ბუღალტერიის უფროსი (მთავარი ბუღალტერი). 2004–2005 წლებში — შპს „საქართველოს რკინიგზის“ ქონების მართვის სამსახურის უფროსი. 2005–2006 წლებში შპს „საკონსულტაციო ჯგუფის“ ფინანსური დირექტორი. 2006 წლის თებერვლიდან ივლისამდე — შპს „რეალ ქონსალტინგის“ ფინანსური დირექტორი. 2006–2007 წლებში — საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საბუღალტრო სამსახურის უფროსი (მთავარი ბუღალტერი). 2007–2011 წლებში — ამავე სამინისტროს საფინასო-საბუღალტრო სამსახურის უფროსი. 2011–2017 წლებში — საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო საფინანსო-ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი. 2017 წლის იანვრიდან ივნისამდე — საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საფინანსო-ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსი. 2017–2018 წლებში — სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორის მოადგილე. 2018–2019 წლებში — საქართველოს მელიორაციის გენერალური დირექტორი. 2019 წლის აგვისტოდან ნოემბრამდე — სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს დირექტორი. 2019–2020 წლებში — სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის პირველი მოადგილე.
2020 წლის 25 დეკემბრიდან 2022 წლის 9 თებერვლამდე იყო საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე. 2022 წლის 9 თებერვალს დაინიშნა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრად.[2]
ქართულის გარდა, ფლობს რუსულ ენას. ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო
|
---|
|
| |
‡ 2021 წელს გადაკეთდა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროდ |
|