1989 წლის 9 აპრილს (მაშინ ის იყო მე-10 კლასის მოსწავლე[1][3]), რუსთაველის გამზირზე გამართული საპროტესტო დემონსტრაციის დარბევის დროს, მრავალჯერადი დაზიანებებით გადაიყვანეს თბილისის პირველ საავადმყოფოში. 8 დღე ექიმები უშედეგოდ ცდილობდნენ მის გადარჩენას. 17 აპრილს ნათია საავადმყოფოში გარდაიცვალა. დაკრძალეს 23 აპრილს[4]თბილისში, ვერის სასაფლაოზე[5].
„წუხელ 11 საათზე, გარდაიცვალა 9 აპრილის ტრაგიკული მოვლენების კიდევ ერთი მონაწილე 51-ე საშუალო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე, 16 წლის ნათია ბაშალეიშვილი. იგი უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში მოიყვანეს სტაციონარში, რაღა არ გავაკეთეთ, ორჯერ გულის გაჩერებაც კი აღენიშნა, იმედის მბჟუტავ წერტილებს მაინც ჯიუტად ვეძებდით, იქნებ...[1]“
„არსებული სამედიცინო დოკუმენტაციის მონაცემების მიხედვით, ცხრა აპრილიდან 20 აპრილის 11 საათამდე, სამედიცინო დაწესებულებების სტაციონარებში მოთავსებული იყო 275 დაშავებული. მათგან, როგორც წინა ცნობებში ითქვა, 11 და 13 აპრილს გარდაიცვალა სამი, ხოლო 17 აპრილს — კიდევ ერთი ავადმყოფი, 16 წლის გოგონა, რომელიც 9 აპრილს, დილით, უგონოდ მიიყვანეს ქალაქის პირველ საავადმყოფოში[2].“