ნატო გიორგაძე (დ. 1960[კ 1] — გ. 9 აპრილი, 1989, თბილისი) — 9 აპრილის ტრაგედიის გმირი (29 წლის)[2].
ბიოგრაფია
წარჩინებით დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი და მუშაობდა თბილისში, რადიო ქარხანაში.
1989 წლის 9 აპრილს ტრაგიკულად დაიღუპა თბილისში, რუსთაველის გამზირზე გამართული საპროტესტო დემონსტრაციის დარბევის დროს. დაკრძალეს 15 აპრილს[3] ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავში (ახალშენი)[4].
2014 წლის 9 აპრილს, ტრაგიკული მოვლენებიდან 25 წლის თავზე საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ოჯახის წევრებს წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენი გადასცა[5].
ლიტერატურა
- გვერდწითელი გ., „9 აპრილი“, თბ., 1990
სქოლიო
კომენტარები
- ↑ დაბადების წელი აღნიშნულია საფლავის ქვაზე