თამუნა (თამარ) გრიგოლის ასული დოლიძე
დაბადების თარიღი
1961 გარდაცვალების თარიღი
9 აპრილი , 1989 თბილისი დაკრძალულია
თბილისი, ვაკის სასაფლაო მშობლები
მამა: გრიგოლ დოლიძედედა: მერი ჯილდოები
თამუნა დოლიძის საფლავი
თამუნა დოლიძე (დ. 1961 , თბილისი — გ. 9 აპრილი , 1989 , იქვე) — ჟურნალისტი, 9 აპრილის ტრაგედიის გმირი.
ბიოგრაფია
1989 წლის 9 აპრილს ტრაგიკულად დაიღუპა თბილისში, რუსთაველის გამზირზე გამართული საპროტესტო დემონსტრაციის დარბევის დროს. დაკრძალეს 15 აპრილს[ 1] თბილისში , ვაკის სასაფლაოზე[ 2] .
2014 წლის 9 აპრილს, ტრაგიკული მოვლენებიდან 25 წლის თავზე საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ოჯახის წევრებს წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენი გადასცა[ 3] .
2019 წელს თბილისის ერთ-ერთ ქუჩას ეწოდა მისი სახელი (იხ. თამუნა დოლიძის ქუჩა )[ 4] .
ლიტერატურა
გვერდწითელი გ., „9 აპრილი“, თბ., 1990
სქოლიო