ეკატერინე (ეკა) თამაზის ასული ბეჟანიშვილი
დაბადების თარიღი
25 აგვისტო , 1973 ტიბაანი გარდაცვალების თარიღი
9 აპრილი , 1989 (15 წლის)თბილისი დაკრძალულია
თბილისის ზღვის სასაფლაო მშობლები
მამა: თამაზ ბეჟანიშვილიდედა: ლალი ყანჩაველი-ბეჟანიშვილი[ 1] . ჯილდოები
ეკა ბეჟანიშვილის საფლავი
წარწერა საფლავის ქვაზე
ეკატერინე (ეკა) ბეჟანიშვილი (დ. 25 აგვისტო [ 2] [ 3] , 1973 , სოფელი ტიბაანი , სიღნაღის რაიონი — გ. 9 აპრილი , 1989 , თბილისი ) — სკოლის მოსწავლე, 9 აპრილის ტრაგედიის გმირი (15 წლის).
ბიოგრაფია
ეკა ბეჟანიშვილი დაიბადა 1973 წლის 25 აგვისტოს სოფელ ტიბაანში. თბილისში სწავლობდა ვ. კომაროვის სახელობის ფიზიკა-მათემატიკის სკოლაში [ 4] [ 5] .
1989 წლის 9 აპრილს (მაშინ ის იყო მე-10 კლასის მოსწავლე) ტრაგიკულად დაიღუპა თბილისში, რუსთაველის გამზირზე გამართული საპროტესტო დემონსტრაციის დარბევის დროს. ეკა ბეჟანიშვილი 9 აპრილის ტრაგედიის ყველაზე პატარა მსხვერპლია[ 6] . დაკრძალეს 15 აპრილს[ 7] თბილისის ზღვის სასაფლაოზე.
1991 წელს თბილისის ერთ-ერთ ქუჩას ეწოდა მისი სახელი (იხ. ეკა ბეჟანიშვილის ქუჩა ).
2014 წლის 9 აპრილს, ტრაგიკული მოვლენებიდან 25 წლის თავზე საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ოჯახის წევრებს წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენი გადასცა[ 8] [მკვდარი ბმული] .
ლიტერატურა
გვერდწითელი გ., „9 აპრილი“, თბ., 1990
სქოლიო