განათლება მიიღო დელის უნივერსიტეტში. მონაწილეობდა მეორე მსოფლიო ომში, როგორც ბრიტანეთის ინდოეთის არმიის ოფიცერი, ხოლო შემდეგ, 1947 წელს, გადავიდა დამოუკიდებელ პაკისტანში და 1965 წელს იბრძოდა ინდოეთის წინააღმდეგ. 1970 წელს, ხელმძღვანელობდა პაკისტანის სამხედრო წვრთნის მისიას იორდანიაში, რომელიც შეასრულა დიდი როლი შავი სექტემბრის მოვლენებში, სადაც მეამბოხეები მეფე ჰუსეინის წინააღმდეგ იბრძოდნენ. მისი წვლილის აღიარების მიზნით, პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა ზულფიკარ ალი ბჰუტომ მას მიანიჭა გენერლის წოდება და 1976 წელს დანიშნა პაკისტანის გაერთიანებული შტაბის უფროსად. სამოქალაქო არეულობის შედეგად, ზიამ გადააყენა ბჰუტო სამხედრო გადატრიალების გზით და გამოაცხადა სამხედრო მდგომარეობა 1977 წლის 5 ივლისს.[2] ორი წლის შემდეგ, პაკისტანის უზანაესმა სასამრთლომ ბჰუტო დამნაშავედ სცნო და იგი სიკვდილით დასაჯეს.
პრეზიდენტობამდე, 1978 წელს ზიამ დიდი როლი ითამაშა საბჭოთა-ავღანეთის ომში. მთელი 1980-იანი წლების მანძილზე, ამერიკის შეერთებული შტატებისა და საუდის არაბეთის დახმარებით, ზია სისტემატურად და კოორდინირებულად ამარაგებდა ავღანეთისმოჯაჰიდებს, საბჭოთა ოკუპაციის წინააღმდეგ.[3][4] საბოლოოდ 1989 წელს, საბჭოთა კავშირშმა დატოვა ავღანეთის ტერიტორია, მაგრამ ამ პროცესმა ასევე გამოიწვია მილიონობით დევნილის, ჰეროინით და შეიარაღებით, გადასულიყო პაკისტანის სასაზღვრო პროვინციებში. საგარეო ურთიერთობებში, ზიამ დაამყარა ძლიერი კავშირი ჩინეთთან, ევროპის ეკონომიკურ თანამეგობრობასთან, აშშ-სთან და ხაზი გაუსვა პაკისტანის როლს ისლამურ სამყაროში, ხოლო ინდოეთთან ურთიერთობები გაუარესდა „სიაჩენის კონფლიქტის“ ფონზე და იმ ბრალდებების გამო, რომ პაკისტანი ეხმარება ხალისტანის მოძრაობას. ქვეყნის შიგნით, ზიამ გაატარა ფართო რეფორმები, რაც მიზნად ისახავდა პაკისტანის ისლამიზაციას.[5] მან ასევე წამოიწყო პაკისტანის ატომური ბომბის მიღების პროექტი, შემოიღო ინდუსტრიალიზაცია და დერეგულაცია, რომელიც დაეხმარა პაკისტანის ეკონომიკას გახდეს ყველაზე სწრაფად მზარდი სამხრეთ აზიაში.[6] ზიას მმართველობის დროს, ქვეყანის ისტორიაში დაფიქსირდა მშპ-ს ზრდის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი.[7]
სამხედრო მდგომარეობის გაუქმების შემდეგ, 1985 წელს ქვეყანაში ჩატარდა უპარტიო არჩევნები, სადაც ზიამ მუჰამედ ხან ჯუნეჯო პრემიერ-მინისტრად დანიშნა, მაგრამ კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებების მიხედვით, პრეზიდენტს უფრო მეტი უფლებამოსილება გააჩნდა.[8] მას შემდეგ, რაც ჯუნეჯომ ხელი მოაწერა 1988 წლის ჟენევის შეთანხმებას, ზიას სურვილის საწინააღმდეგოდ, და ასევე მოუწოდა „ოჯრის ბანაკის უბედურების“ გამოძიებისკენ, ზიამ ჯუნეჯო თანამდებობიდან გაათავისუფლა და 1988 წლის ნოემბერში გამოაცხადა ახალი არჩევნები. 1988 წლის 17 აგვისტოს, ქალაქ ბაჰავალპურთან ახლოს, ზია და მისი რამდენიმე სამხედრო მაღალჩინოსანი და კიდევ ორი ამერიკელი დიპლომატი, საიდუმლო ავიაკატასტროფის შედეგად მოკლეს. მუჰამედ ზია დღემდე რჩება პოპულარულ ფიგურად პაკისტანის ისტორიაში, როგორც რეგიონში საბჭოთა ოკუპაციის მოწინააღმდეგე, ისევე როგორც ეკონომიკურ კეთილდღეობაზე მზრუნველი, მაგრამ ამავე დროს, როგორც ქვეყნის დემოკრატიული ინსტიტუტების დამასუსტებელი და რელიგიური შეუწყნარებლობის დამაკანონებელი.[9][10]
ადრეული წლები
მუჰამედ ზია დაიბადა 1924 წლის 12 აგვისტოს პენჯაბელი არაინების ოჯახში, ქალაქ ჯალანდჰარში, პენჯაბში, იმ დროისთვის ბრიტანეთის ინდოეთში,[11] როგორც მუჰამედ აკბარის მეორე შვილი, რომელიც ინდოეთის ბრიტანელი შეიარაღებული ძალების პერსონალად მუშაობდა დელისა და შიმლაში, სანამ 1947 წელს, პაკისტანმა დამოუკიდებლობა არ მოიპოვა.[12]
თავისი დაწყებითი განათლება დაასრულა შიმლაში და შემდეგ ჩაირიცხა დელის უნივერსიტეტის წმინდა სტეფანეს კოლეჯში, რომელიც 1943 წელს უმაღლესი ნიშნებით და ბაკალავრის ხარისხით დაამთავრა, ისტორიის სპეციალობით.[12] უნივერსიტეტის დამთავრებამდე, 1943 წელს ზია ბრიტანეთის ინდოეთის არმიას შეუერთდა.[13]
1950 წელს დაქორწინდა შაფიგა ჯაჰანზე,[14] რომელიც 1996 წლის 6 იანვარს გარდაიცვალა.[15] ზიას ჰყავს ვაჟები, მუჰამედ იჯაზ-ულ ჰაკი (დ. 1953 წელს),[16] (born 1953),[17] რომელიც პოლიტიკოსია და ნავაზ შარიფის მინისტრთა კაბინეტის წევრია, ანვარ-ულ ჰაკი (დ. 1960 წელს)[18][19][20] და მისი ქალიშვილები, ზაინი[21][22][23] (დ. 1972 წელს),[24] განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვი, რუბინა სალემი, რომელიც ცოლად გაყვა პაკისტანელ ბანკირს და 1980 წლიდან ცხოვრობს ამერიკის შეერთებულ შტატებში,[25] ყურათულაინ ზია, რომელიც ამჟამად ლონდონში ცხოვრობს და ცოლად გაყვა პაკისტანელ ექიმს ადნან მაჯიდს.[26]
↑Rafiq Dossani (2005). Prospects for Peace in South Asia. Stanford University Press. pp. 46–50. ISBN 978-0-8047-5085-1.
↑Wynbrandt, James (2009) A Brief History of Pakistan. Facts on File, გვ. 216. „In his first speech to the nation, Zia pledged the government would work to create a true Islamic society.“
↑Haqqani 2010, p. 131: "Zia ul-Haq is often identified as the person most responsible for turning Pakistan into a global center for political Islam. Undoubtedly, Zia went farthest in defining Pakistan as an Islamic state, and he nurtured the jihadist ideology."
↑Talbot, Ian (1998) Pakistan, a Modern History. NY: St.Martin's Press, გვ. 245. „Pakistan during the period 1977–1988 ... aspired to be an ideological state... the goal of an Islamic state was deemed to be its main basis.“