მეჰმედ მურად V (ოსმ. مراد خامس, თურქ. Beşinci Murat; დ. 21 სექტემბერი, 1840 — გ. 29 აგვისტო, 1904) — ოსმალეთის 33-ე სულთანი. მეფობდა 1876 წლის 30 მაისიდან 31 აგვისტომდე.
იგი იყო სულთან აბდულმეჯიდ I-ისა და მისი ქართველი მეუღლის შევქეფზა სულთნის შვილი. ტახტზე ავიდა 1876 წლის 30 მაისს, მას შემდეგ რაც მისი ბიძა აბდულაზიზი ტახტიდან გადააყენეს. სულთანი იყო სულ სამი თვის განმავლობაში. 31 აგვისტოს გამოაცხადეს შეშლილად და ციხეში ჩასვეს. გარდაიცვალა პატიმრობაში 1904 წლის 29 აგვისტოს.
ოჯახი
ცოლები და ხარჭები
- ელურუ (მევჰიბე) ქადინეფენდი
- რეფთარიდილ ჰანიმეფენდი
- შაჰ ჯიჰან ჰანიმეფენდი
- მეილისერვეთ ქადინეფენდი
- რესან ჰანიმეფენდი
- ჯევჰერრიზ ჰანიმეფენდი
- ნევდიურ ჰანიმეფენდი
- შაიან ქიოსემ ქადინეფენდი
- რამიშენაზ ჰანიმეფენდი
- ფილიზთენ ჰანიმეფენდი
- ვისალინურ ჰანიმეფენდი
- თარანიდილ ჰანიმეფენდი
ვაჟები
- შეჰზადე მეჰმედ სელაჰადინ ეფენდი (1861–1915), რეფთარიდილ ქადინეფენდისგან
- შეჰზადე სულეიმან ეფენდი (დაიბადა და გარდაიცვალა 1866), რეფთარიდილ ქადინეფენდისგან
- შეჰზადე სეიფედინ ეფენდი (დაიბადა და გარდაიცვალა 1872), ვისალინურ ჰანიმეფენდისგან
ქალიშვილები
იხილეთ აგრეთვე
ლიტერატურა
- Sakaoğlu, Necdet (1999). Bu Mülkün Sultanları. İstanbul: Oğlak Yayınları. ISBN 875-329-299-6.
- Kinross, Lord (1977). The Ottoman Centuries. İstanbul: Sander Kitabevi. ISBN 0-224-01379-8.