* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 13 დეკემბერი, 2021 ‡ ეროვნული ნაკრების მატჩი და გოლი ბოლოს განახლდა: 2 ივნისი, 2017
მარსელომ ფეხბურთის თამაში 9 წლისამ დაიწყო. 13 წლის ასაკში მისით საფეხბურთო კლუბ, ფლუმინენსეს სკაუტები დაინტერესდნენ. ფეხბურთელის ოჯახი ძალიან ხელმომჭირნედ ცხოვრობდა. ამ მიზეზით ერთ ხანს მარსელომ სპორტის ამ სახეობის მიტოვებაც კი გადაწყვიტა, თუმცა ფლუმინენსეს მესვეურებმა ეს გადაწყვეტილება გადააფიქრებინეს. ახალგაზრდულ გუნდებში თამაშის შემდეგ, 2005 წლის 13 ნოემბერს ამ კლუბში მისი დებიუტიც შედგა, ვასკო და გამასთან შეხვედრაში, მარსელო მეორე ტაიმიდან ჩაერთო მატჩში, თუმცა მისი გუნდი მაინც დამარცხდა, ანგარიშით 2-0.
მადრიდის რეალი
მარსელო რეალის ფეხბურთელი 2007 წლის ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს გახდა. აი რა განაცხადა მადრიდელთა პრეზიდენტმა, რამონ კალდერონმა ბრაზილიელის პრეზენტაციაზე: "მარსელო ჩვენთვის მნიშვნელოვანი შენაძენია. ის ახალგაზრდა და ენერგიულია და გუნდს უფრო გამოაცოცხლებს. გარდა ამისა, ბრაზილიელი ჩვენი სპორტული გეგმის ნაწილია, რომელიც გუნდის გაახალგაზრდავებას ეხება. ამ ტრანსფერის განხორციელებით ძალიან გახარებულები ვართ, რადგან ფეხბურთელის შეძენა თითქმის ნახევარ ევროპას სურდა."
მარსელოს დებიუტი ახალ კლუბში დეპორტივოს წინააღმდეგ შედგა, 2007 წლის 7 იანვარს. იმავე წლის 14 აპრილს ფეხბურთელმა სამეფო კლუბის ძირითად შემადგენლობაში პირველად იასპარეზა. მას შემდეგ რაც რეალის სათავეში ბერნდ შუსტერი მოვიდა, ბრაზილიელს მუდმივი სათამაშო პრაქტიკა აქვს. მარსელო რეალის ძირითადი შემადგენლობის მოთამაშე და საფეხბურთო ექსპერტების ვარაუდით, გუნდის ერთ-ერთი საკვანძო ფიგურაა.
სანაკრებო კარიერა
2006 წელს, მარსელომ ბრაზილიის ეროვნულ გუნდში სადებიუტო მატჩი გოლით აღნიშნა. მან უელსის ნაკრებს გაუტანა შესანიშნავი შორეული გოლი, რომელიც როგორც ამბობენ, მხოლოდ ბრაზილიელი მცველებისთვისაა დამახასიათებელი. ფეხბურთელს ხშირად ადარებენ მის ცნობილ თანამემამულე მცველს, რობერტო კარლოსს.