* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 25 აგვისტო, 2024 ‡ ეროვნული ნაკრების მატჩი და გოლი ბოლოს განახლდა: 18 ივნისი, 2023
ტიბო კურტუა დაიბადა ბრეში, ბელგიაში. კარიერა დაიწყო ადგილობრივ კლუბ „ბილზენში“,[8] სადაც თავდაპირველად თამაშობდა მარცხენა მცველის პოზიციაზე. მალე, 1999 წელს ის შეუერთდა „გენკს“ 7 წლის ასაკში და ის გადაიყვანეს მეკარის პოზიციაზე.
გენკი
„გენკის“ ახალგაზრდულ გუნდში წარმატებული თამაშის შემდეგ, კურტუას დებიუტი შედგა მთავარ გუნდში „გენტთან“ მატჩში 2009 წლის 17 აპრილს, როცა ის იყო 16 წლის და 341 დღის. ის იყო ერთ-ერთი მთავარი ფიგურა, როცა „გენკმა“ მოიგო ბელგიის ჩემპიონატი 2010-2011 წლების სეზონში. მან მიიღო წლის მეკარის და „გენკის“ წლის საუკეთესო მოთამაშის ჯილდო. იმ სეზონში მან 40 მატჩში გაუშვა მხოლოდ 32 გოლი, 14 მატჩში კარი მშრალად შეინახა.[9][10]
კურტუას იჯარა „ატლეტიკოში“ გაგრძელდა 2012-2013 წლების სეზონში.[17] იჯარის ვადის გახანგრძილვების შემდეგ პირველი მატჩი ჩაატარა მის მფლობელ კლუბ „ჩელსისთან“უეფა-ს სუპერთასის მატჩში მონაკოში, რომელიც დასრულდა 4-1, „ატლეტიკოს“ გამარჯვებით. მოგვიანებით კურტუამ დაამყარა „ატლეტიკოს“ ახალი რეკორდი, 820 წუთის განმავლობაში გოლი არ გაუშვია „ვისენტე კალდერონზე“.[18] სერია შეწყდა „რეალ სოსიედადთან“ 1-0 წაგებულ მატჩში.[19] „ატლეტიკო“ გავიდა ესპანეთის თასის ფინალში 2013 წელს, სადაც კურტუა დაასახელეს მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად[20]„რელათან“ 2-1 მოგევულ მატჩში, სადაც პირველად გაიმარჯვა თანაქალაქელ კლუბთან მატჩში ბოლო 14 წლის განმავლობაში „ატლეტიკომ“. 2013-2014 წლების სეზონში, კურტუამ კვლავ გაახანგრძლივა იჯარა „ატლეტიკოსთან“ 12 თვით.[21]
2014 წლის აპრილში „ატლეტიკო“ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში შეხვდა კურტუას სატრანსფერო უფლებების მქონე კლუბ „ჩელსის“. „ჩელსიმ“ განაცხადა, რომ „ატლეტიკოს“ დამატებით 3 მილიონი ევრო უნდა გადაეხადა კურტუას მიერ გამართული თითო მატჩისთვის „ჩელსის“ წინააღმდეგ. უეფამ განაცხადა, რომ კურტუას შეეძლო „ჩელსისთან“ თამაში ყოველგვარი დამატებითი გადასახადების გადახდის გარეშე.[22]
2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ყველა მატჩში შეუცვლელად ითამაშა კურტუამ ნაკრებში, რის შემდეგაც ბელგია მოსფლიო ჩემპიონატზე პირველად გავიდა 2002 წლის შემდეგ.[27] შესარჩევი ეტაპის განმავლობაში, მან ექვს მატჩში შეძლო კარის მშრალად შენახვა.
პირადი ცხოვრება
ტიბო კურტუა დაიბადა ფრენბურთელების ოჯახში. მისი მამა ტიერი, რომელიც ამჟამად მისი საფეხბურთო აგენტია, 1990-იან წლებში თამაშობდა „გენკის“ ფრენბურთის კლუბში. მისი დედაც იყო პროფესიონალი ფრენბურთელი, ისევე როგორც მისი და, რომელიც ამჟამად თამაშობს „გენკში“ და ბელგიის ეროვნულ ნაკრებში.[28].