ჟულიო სეზარი
|
პირადი მონაცემები |
---|
სრული სახელი |
ჟულიო სეზარ სოარეს დე ესპინდოლა |
---|
დაბადების თარიღი |
3 სექტემბერი, 1979 (1979-09-03) (45 წლის) |
---|
დაბადების ადგილი |
დუკი-დი-კაშიასი, ბრაზილია |
---|
სიმაღლე |
189 სმ. |
---|
სათამაშო პოზიცია |
მეკარე |
---|
საკლუბო ინფორმაცია |
---|
მიმდინარე კლუბი |
ტორონტო |
---|
ნომერი |
30 |
---|
პროფესიონალური კარიერა* |
---|
წლები |
გუნდი |
მატჩი |
(გოლი) |
---|
1998–2005 |
ფლამენგო |
130 |
(0) |
---|
2005–2012 |
ინტერნაციონალე |
228 |
(0) |
---|
2005– |
→ კიევო (იჯარით) |
0 |
(0) |
---|
2012- |
კუინზ პარკ რეინჯერსი |
24 |
(0) |
---|
2014- |
ტორონტო |
7 |
(0) |
---|
ეროვნული ნაკრები |
---|
2004-2014 |
ბრაზილია |
87 |
(0) |
---|
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 21 აპრილი, 2014
|
ჟულიო სეზარ სოარეს დე ესპინდოლა (პორტ. Júlio César Soares de Espíndola დ. 3 სექტემბერი, 1979), საყოველთაოდ ცნობილი, როგორც ჟულიო სეზარი — ბრაზილიელი ფეხბურთელი, ბრაზილიის ნაკრების პირველი მეკარე.
2009 წელს ფისსსფ-მ დაასახელა მსოფლიოს მესამე მეკარედ იკერ კასილიასის და ჯანლუიჯი ბუფონის შემდეგ.[1] ის ასევე დაასახელეს სერია A-ს წლის საუკეთესო მეკარედ 2009 და 2010 წლებში.[2]
საკლუბო კარიერა
ფლამენგო
სეზარმა კარიერა დაიწყო „ფლამენგოში“ 1997 წელს, როგორც ვეტერანი მეკარის, კლემერის შემცვლელმა. 2000 წლიდან, ის იყო კლუბის პირველი მეკარე და ლიგა კარიოკა მოიგო ოთხჯერ. 2004 წლის კოპა ამერიკას გათამაშებაზე ის იყო ბრაზილიის ნაკრების პირველი მეკარე. მან დაიმსახურა „ფლამენგოს“ გულშემატკივრების დიდი სიყვარული.
2005 წლის იანვარში გადავიდა იტალიის სერია A-ს კლუბ „კიევოში“, მაგრამ ვარაუდობდნენ, რომ მალე გადავიდოდა „ინტერში“.[3]
იტალიის ჩემპიონატში მოქმედი წესის გამო, რომელიც ითვალისწინებს შეზღუდვას არაევროკავშირელ ფეხბურთელებზე, სეზარი ჩაირიცხა თავდაპირველად „კიევოში“.[4] ვერონაში გატარებული ექვსი თვის განმავლობაში, ის გუნდის მეორე მეკარე იყო. მიუხედავად ამისა, მას მაინც იძახებდნენ ბრაზილიის ნაკრებში.
2005 წლის ივლისში, მან ოფიციალურად გააფორმა სამწლიანი კონტრაქტი „ინტერთან“.
ინტერი
სეზარი შეუერთდა „ინტერს“ 2005-06 წლების სეზონის დასაწყისში და თავიდან იყო ფრანჩესკო ტოლდოს შემცვლელი. მისი დებიუტი კლუბში შედგა 2005 წლის იტალიის სუპერთასზე, რომელიც მოიგო „ინტერმა“. მალე მან შეცვალა ტოლდო პირველი მეკარის პოზიციაზე, როცა ინტერი გავიდა მესამე ადგილზე იტალიის ჩემპიონატში „იუვენტუსის“ და „მილანის“ შემდეგ, მაგრამ 2006 წლის იტალიური ფეხბურთის სკანდალის დროს დაუწესდა სანქციები ჩაწყობილი მატჩების გამო, იტალიის სხვა რამდენიმე კლუბთან ერთად.
2009 წლის ნოემბერში მან გაახანგრძლივა კლუბთან კონტრაქტი 2014 წლამდე.[5] ინტერში შთამბეჭდავი თამაშის შემდეგ იტალიის ნაკრების ყოფილმა მეკარემ, ჯანლუკა პალუკამ განაცხადა, რომ ჟულიო სეზარი არის მსოფლიოს საუკეთესო მეკარე.[6] მან ასევე დაიმსახურა იტალიელი ლეგენდის, დინო ძოფის და თანაგუნდელის, ფრანჩესკო ტოლდოს დიდი სიმპათია.[7][8] ის დაასახელეს 2008-09 და 2009-10 წლების სეზონების სერია A-ს საუკეთესო მეკარედ. 2012 წელს ის გადავიდა პრემიერ-ლიგის კლუბში კუინზ პარკ რეინჯერსი
სანაკრებო კარიერა
ჟულიო სეზარის სანაკრებო კარიერა დაიწყო 2003 წლიდან, როცა ის გამოიძახეს დიდას შემცვლელად. ის იმყოფებოდა ბრაზილიის ნაკრების განაცხადში 2003 წლის კოპა ამერიკაზე, მაგრამ თამაშის საშუალება არ მისცემია. პირველად ნაკრებში ითამაშა 2004 წლის კოპა ამერიკაზე. მან ამ გათამაშებაში ჩაატარა ექვსი მატჩი. არგენტინის ნაკრებთან ფინალურ მატჩში პენალტების სერიაში მან მოიგერია პირველი პენალტი, ბრაზილიის ნაკრებმა მოიგო 4-2.
თუმცა, მომავალი სამი წლის განმავლობაში ჟულიო იყო ნაკრების სათადარიგო მეკარე, მხოლოდ შვიდი მატჩი ჩაატარა ნაკრებში ამ ხნის განმავლობაში. 2005 და 2007 წლის კოპა ამერიკის გათამაშებებზე ის არ ყოფილა სანაკრებო განაცხადში, მაგრამ 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე შეყვანილი იყო განაცხადში, როგორც სათადარიგო მეკარე დიდას და ვეტერანი როჟერიო სენის შემდეგ.
დიდას ნაკრებიდან წასვლის შემდეგ, სეზარი გახდა ნაკრების პირველი მეკარე. ნაკრების ახალი მწვრთნელი დუნგა თავიდან უპირატესობას ანიჭებდა ეურელიო გომესს ტოტეჰნემ ჰოტსპურიდან, ელტონს პორტოდან და დონის რომადან. თუმცა, 2007 წლის სექტემბრიდან მან შეცვალა დონი პირველი ნაკრების პოზიციაზე.
სეზარმა მიიღო მონაწილეობა 2009 წლის კოპა ამერიკაზე. დუნგამ ის შეიყვანა 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის 23-კაციან განაცხადში. ეს იყო მისი მეორე მსოფლიო ჩემპიონატი. სეზარი ნაკრების ძირითადი მეკარე იყო 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
კარიერის სტატისტიკა
- განახლდა: 24 May 2011.[9]
კლუბი
|
ჩემპიონატი
|
თასი[10]
|
საკონტინენტთაშორისოl[11]
|
ჯამში
|
მატჩი
|
გოლი
|
მატჩი
|
გოლი
|
მატჩი
|
გოლი
|
მატჩი
|
გოლი
|
ფლამენგო
|
1997
|
0 |
0 |
1 |
0 |
0 |
0 |
1 |
0
|
1998
|
1 |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
1 |
0
|
1999
|
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
0
|
2000
|
16 |
0 |
1 |
0 |
0 |
0 |
17 |
0
|
2001
|
26 |
0 |
6 |
0 |
0 |
0 |
32 |
0
|
2002
|
16 |
0 |
0 |
0 |
5 |
0 |
21 |
0
|
2003
|
37 |
0 |
9 |
0 |
0 |
0 |
46 |
0
|
2004
|
34 |
0 |
11 |
0 |
0 |
0 |
45 |
0
|
ჯამში
|
130 |
0 |
28 |
0 |
5 |
0 |
163 |
0
|
კიევო
|
2004–05
|
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
0
|
ჯამში
|
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
0
|
ინტერი
|
2005–06
|
29 |
0 |
4 |
0 |
7 |
0 |
40 |
0
|
2006–07
|
32 |
0 |
0 |
0 |
6 |
0 |
38 |
0
|
2007–08
|
35 |
0 |
1 |
0 |
8 |
0 |
44 |
0
|
2008–09
|
36 |
0 |
2 |
0 |
7 |
0 |
43 |
0
|
2009–10
|
38 |
0 |
4 |
0 |
13 |
0 |
55 |
0
|
2010–11
|
24 |
0 |
3 |
0 |
10 |
0 |
37 |
0
|
ჯამში
|
194 |
0 |
14 |
0 |
51 |
0 |
259 |
0
|
ჯამში კარიერაში
|
324 |
0 |
42 |
0 |
56 |
0 |
422 |
0
|
ტიტულები
კლუბი
- ფლამენგო
- კარიოკა ლიგა: 1999, 2000, 2001, 2004
- ბრაზილიის ჩემპიონთა თასი: 2001
- რიოს თასი: 2000
- გუანაბარას თასი: 1999, 2001, 2004
- ინტერი
სანაკრებო
- ბრაზილია
ინდივიდუალური
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო