კივუ (ინგლ. Kivu, ფრანგ. Lac Kivu, კინიარუანდა — Ikiyaga cya Kivu) — ტბა აღმოსავლეთ აფრიკაში, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის და რუანდის საზღვარზე. ფართობი — 2700 კმ², სიღრმე — 496 მ-მდე. მდებარეობს ტექტონიკურ ქვაბულში, 1460 მეტრ სიმაღლეზე. ტბა წარმოიქმნა ვულკანური ლავებით ძველი მდინარეული ქსელის გადაკეტვის შედეგად. ნაპირები ციცაბოა და შეჭრილ-შემოჭრილი. ტბაში 150-ზე მეტი კუნძულია. მდინარე რუზიზით უკავშირდება ტანგანიიკის ტბას. ამავე ტბაზე მდებარეობს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე უფრო დიდი, მტკნარ წყლებში არსებული, კუნძული — იჯვი. წყალი სუსტად მომლაშოა. ტბა სანაოსნოა. მთავარი ნავსადგომები და ნავმისადგომებია: ბუკავუ, გომა (კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა), კისენი, მანგუგუ (რუანდა).
აღმოაჩინა გერმანელმა მოგზაურმა ადოლფ ფონ გეტცენმა 1894 წელს.
იხილეთ აგრეთვე
ლიტერატურა