იჯვი

იჯვი
მშობ. სახელი: ინგლ. Idjwi

იჯვის კუნძული კივუს ტბაში
გეოგრაფია
მდებარეობა კივუს ტბა
კოორდინატები 02°07′00″ ს. გ. 29°05′00″ ა. გ. / 2.11667° ს. გ. 29.08333° ა. გ. / -2.11667; 29.08333
ფართობი 285 კმ²
სიგრძე 40 კმ
კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის დროშა კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა
პროვინცია სამხრეთი კივუს პროვინცია
დემოგრაფია
მოსახლეობა 112 000 ად. (1996)
სიმჭიდროვე 392,98 ად. /კმ²

იჯვი (ფრანგ. Idjwi) — დიდი კუნძული კივუს ტბაზე და მსოფლიოს მტკნარი წყლის წყალსატევებში არსებული ერთ-ერთი დიდი კუნძული.

გეოგრაფია

კუნძულის ფართობია 285 კმ² და ეკუთვნის კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკას, რომლის სიგრძე დაახლოებით 40 კმ-ია. კუნძულიდან აღმოსავლეთში და სამხრეთში, კივუს ტბის წყლებში მდებარეობს სახელმწიფო საზღვარი რუანდასთან.

ისტორია

ისტორიულად კლანური საზოგადოების მქონე იჯვის კუნძული XVIII საუკუნის ბოლოს (სავარაუდოდ 1780 და 1840 წლებს შორის) გახდა მეზობელი რუანდის სამეფოს გავლენის ქვეშ მყოფი სამეფო.[1]

მოსახლეობა

კუნძული მჭიდროდაა დასახლებული, 1996 წლის მონაცემებით აქ ცხოვრობდა დაახლოებით 112 ათასი კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის მოქალაქე და 50 ათასი დევნილი რუანდიდან, რომლებმაც სამშობლო დატოვეს რუანდის გენოციდის გამო 1990-იანი წლების შუა პერიოდში. ამავე დროს, ჯერ კიდევ 1983 წელს კუნძულის მოსახლეობა შეადგენდა დაახლოებით 50 ათას ადამიანს.

ჯანდაცვა

მოსახლეობას პრობლემები აქვს ჯანდაცვასთან — კუნძულის 9 ათასი მოსახლის გამოკვლევისას 54 %-ს აღმოაჩნდა ჩიყვი, 1,1 %-ს — კრეტინიზმი. ამას გარდა, კივუს ტბის მოსახლეობა მაღალი ალბათობით განიცდის ლიმნოლოგიურ კატასტროფას, რომელიც კინაღამ წარმოიშვა 2002 წლის იანვრის მიწისძვრის დროს.

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. Newbury, David. Kings and Clans: Ijwi Island and the Lake Kivu Rift, 1780-1840 (ISBN 0299128903 / 0-299-12890-3) 1992.