იდა-ვირუმაა (ესტ. Ida-Virumaa ან Ida-Viru maakond) — რუსულენოვანი მაზრა ესტონეთში, მდებარეობს ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში. ადმინისტრაციული ცენტრი – ქალაქი იიჰვი. მაზრის შემადგენლობაში შედის 23 მუნიციპალიტეტი: 7 ქალაქი (ვირუ) და 16 თემი.
ისტორია
იდა-ვირუმაა ერთ-ერთი ყველაზე ძველი რეგიონია ესტონეთში. X-XIII საუკუნეებში შემოიჭრნენ ვიკინგები. XIII საუკუნის დასაწყისში დაიპყრეს გერმანელმა ჯვაროსნებმა. 1219-1220 წლებში დანიელებმა, რომელთა ბატონობაც საუკუნეზე მეტ ხანს გაგრძელდა. XIV საუკუნიდან ტევტონთა ორდენის ხელშია, ხოლო ლივონიის ომის შემდეგ რუსეთის იმპერიის შემადგენლობაშია.
გეოგრაფია
მაზრის ტერიტორიაზე მდებარეობს ესტონეთის:
- ყველაზე წყალუხვი მდინარე - ნარვა (400 მ³/წმ).
- ყველაზე დიდი ტბათა სისტემა - (40 ტბა 30 კმ²-ზე).
- ყველაზე მაღალი ჩანჩქერი - ვალასტე (25 მ).
მოსახლეობა
მაზრის მოსახლეობა, ისევე როგორც მთელი ესტონეთისა, მცირდება. მაზრის შობადობის კოეფიციენტი 2006 წელს იყო 9,4 %, ხოლო სიკვდილიანობისა - 15,3 %. მოსახლეობის ეროვნული შემადგენლობა ასეთია:
იხილეთ აგრეთვე
რესურსები ინტერნეტში