ესტონეთის ტერიტორია დაყოფილია 15 მაზრად (ესტ.maakond), რომლებიც თავის მხრივ იყოფა მუნიციპლიტეტების, ორ სახეობად ქალაქებად და თემებად. ამჟამად ესტონეთში 227 მუნიციპალიტეტია, რომელსაც მეთაურობს თემის უხუცესი (ესტ.vallavanem) ან ქალაქის მერი (ესტ.linnapea). ტალინი იყოფა შიდა ადმინისტრაციულ ერთეულებად – „ქალაქის ნაწილებად“, რომელსაც მეთაურობს ქალაქის ნაწილის უხუცესი (ესტ.linnaosavanem).
XIII საუკუნეში ესტონეთი იყოფოდა 8 მაზრად: ვირუმაა, ლიანემაა, რივალა, საარემაა, საკალა, უგანდი, ჰარიუმაა და იარვამაა. სსრკ-ს შემადგენლობაში შეცვლის შემდეგ ესტონეთი 1947 წელს დაიყო რაიონებად, ხოლო 1952 წელს ოლქებად. სულ არსებობდა სამი ასეთი ოლქი.
თუმცა ასეთი დაყოფა 1953 წელს გაუქმდა. 1987 წელს ესტონეთი იყოფოდა 15 რაიონად და 6 რესპუბლიკური დაქვემდებარების ქალაქად. ადმინისტრაციული დაყოფის ეს სისტემა შენარჩუნდა დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგაც, თუმცა რაიონებს ეწოდათ მაზრები. ზოგიერთ მათგანს შეეცვალა სახელწოდება. რესპუბლიკური დაქვემდებარების ქალაქები, მათ შორის ტალინიც გაერთიანდა მაზრების შემადგენლობაში.
1 ქვეყნები, რომლებიც მდებარეობს ევროპის საზღვრებთან, 2 ქვეყნები, რომლებიც მდებარეობს დასავლეთ აზიაში, 3 ქვეყნები, რომლებიც მდებარეობს ევროპა აზიის საზღვრებთან.