თანამედროვე ხორვატია პირველ დონეზე დაყოფილია 20 მხარედ (ჟუპანია – ხორ.Županija) დედაქალაქ ზაგრებად რომელსაც ერთდროულად აქვს როგორც ქალაქის, ისე ოლქის სტატუსი. მეორე დონეზე ოლქები დაყოფილია 127 ქალაქად (grad) და 429 მუნიციპალიტეტად (općine),[1] თითოეული ეს ქვეგანაყოფი მოიცავს რამდენიმე დასახლებულ პუნქტს (naselja).
ისტორია
პირველად, ხორვატია ჯერ კიდევ შუა საუკუნეებში დაიყო საგრაფოებად.[2] დროთა განმავლობაში, ოსმალთა მიერ ტერიტორიების დაპყრობისა და შემდეგ მათი გათავისუფლების კვალდაკვალ, დაყოფა იცვლებოდა. იცვლებოდა დალმაციის, დუბროვნიკისა და ისტრიის პოლიტიკური სტატუსი. 1920-იან წლებში, გაუქმდა ქვეყნის ტრადიცული, საგრაფოებად დაყოფა, როდესაც სერბების, ხორვატებისა და სლოვენიელების სამეფო და მისი შემდგომი იუგოსლავია ობლასტებად და ბანოვინებად დაიყო.[3]
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ხორვატიას, როგორც იუგოსლავიის ნაწილს, კომუნისტები მართავდნენ. მათ გააუქმეს არსებული ადმინისტრაციული დაყოფა და ხორვატია დაახლოებით ას მუნიციპალიტეტად დაყვეს. 1992 წლის კანონმდებლობით, შემუშავდა ოლქებად დაყოფა, რაც მნიშვნელოვნად წააგავდა 1920 წლამდე არსებული დაყოფის მოდელს; ქვეყანა 14 ოლქად დაიყო.[4][5]
1 ქვეყნები, რომლებიც მდებარეობს ევროპის საზღვრებთან, 2 ქვეყნები, რომლებიც მდებარეობს დასავლეთ აზიაში, 3 ქვეყნები, რომლებიც მდებარეობს ევროპა აზიის საზღვრებთან.