ესტონელები |
---|
|
საერთო მოსახლეობა |
---|
დაახ. 1.1 მილიონი |
რეგიონები მნიშვნელოვანი მოსახლეობით |
---|
ესტონეთი |
924,100[1] |
---|
ფინეთი |
29,080[2] |
---|
აშშ |
25,000 |
---|
კანადა |
23,930[3] |
---|
რუსეთი |
24,000 |
---|
შვედეთი |
23,000 |
---|
გაერთიანებული სამეფო |
14,000[4] |
---|
ავსტრალია |
7,543[5] |
---|
გერმანია |
5,000 |
---|
ნორვეგია |
2,871[6] |
---|
უკრაინა |
2,868[7] |
---|
ირლანდია |
2,373[8] |
---|
ლატვია |
2,000[9] |
---|
ბელგია |
2,000[10] |
---|
ენები |
ესტონური ვირუ სეტო |
---|
რელიგიები |
უმეტესობა: არარელიგიური და ლუთერანი ისტორიულად: ფინური კერპთაყვანისმცემლობის მიმდევრები |
ესტონელები (ესტ. eestlased — ეესტლასედი) — ხალხი, ესტონეთის ძირითადი მოსახლენი (963 ათ.); ცხოვრობენ აგრეთვე რუსეთის ფედერაციაში (46,4 ათ.), აშშ-ში, კანადაში, შვედეთსა და ავსტრალიაში. წარმომავლობით განეკუთვნებიან ბალტიისპირა-ფინური ჯგუფის ფინურ-უნგრულ ხალხებს. ესტონელების წინაპრები — ფინურენოვანი ტომები ესტონეთის ტერიტორიაზე ძვ.წ. III ათასწლეულში გამოჩნდნენ. შემდეგ ათასწლეულებში მათ შემადგენლობაში შევიდნენ ბალტიისპირეთის, ნაწილობრივ ჩრდილოეთ-გერმანული (სკანდინავიური), ხოლო I ათასწლეულის დასასრულს აღმოსავლეთ სლავური ელემენტები. რუსულ მატიანეებში სხვა ბალტიისპირა ფინურ ტომებთან ერთად ჩუდებად იხსენიებიან, დასავლეთ ევროპულ წყაროებში — ესტებად. ესტონელი ხალხის ჩამოყალიბება ძირითადად XIII-XVI საუკუნეებში დასრულდა. XIII საუკუნეში მიიღეს კათოლიკობა, რომელიც XVI საუკუნეში რეფორმაციის პერიოდში, ლუთერანობით შეიცვალა. XIX საუკუნის შუა წლებში მოსახლეობის 10-12%-მა მართლმადიდებლობა მიიღო. XIX საუკუნის II ნახევრისა და XX საუკუნის დასაწყისში მძიმე ეკონომიკური პირობების გამო ესტონელები მასობრივად გაასახლეს, ძირითადად, რუსეთის სხვა გუბერნიებში.
ესტონელები საქართველოში
XIX საუკუნის 80-იანი წლებიდან ესტონელების დასახლებები გაჩნდა საქართველოში, კერძოდ, აფხაზეთში. თავდაპირველი მოსახლენი იყვნენ 1857 წელს კუუსალეს მიწაზე (ესტონეთი) გლეხთა მღელვარების შედეგად დარბეული გლეხები. 1882 წელს ერმოლოვსკის (ახლანდელი ლესელიძის) მახლობლად (მდ. ფსოუს მარცხენა ნაპირზე), დააარსეს სოფ. სალმე, შემდეგ იმავე ხეობაში — სოფ. სულევო და, გულრიფშთან ახლოს, კოდორის ხეობაში — სოფ. ესტონკა (ყოფილი ბაღნაშენი). ესტონელებმა ხელი მოჰკიდეს მებოსტნეობას, მეთამბაქოეობას, მეჩაიეობას და მალე ეკონომიკურად დაწინაურდნენ. 1990-იანი წლების კონფლიქტამდე აფხაზეთში 1 500-მდე ესტონელი ცხოვრობდა. სეპარატისტული ხელისუფლების მონაცემებით (2011), აფხაზეთში მხოლოდ 357 ესტონელია დარჩენილი.
ესტონელების მცირე ჯგუფი ცხოვრობს თბილისშიც, სადაც 1993 წელს რეგინა კახიძის თავმჯდომარეობით ჩამოყალიბდა ესტონელთა სათვისტომო.[11]
ლიტერატურა
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო