თენგიზ ვერულავა

თენგიზ ვერულავა
დაბადების თარიღი 11 იანვარი, 1966
მარტვილის რაიონი
ეროვნება ქართველი
მოქალაქეობა საქართველოს დროშა საქართველო
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი
იორკის უნივერსიტეტი
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
საქმიანობა ჯანდაცვის ეკონომისტი
ექიმი
მწერალი
წოდება პროფესორი

თენგიზ ვერულავა (დ. 11 იანვარი, 1966, მარტვილის რაიონი) — ქართველი ექიმი, ჯანდაცვის ეკონომისტი, მწერალი. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (2001), პროფესორი (2005).

ბიოგრაფია

თენგიზ ნოდარის ძე ვერულავა დაიბადა 1966 წლის 11 იანვარს მარტვილის მუნიციპალიტეტში. საშუალო სკოლა დაამთავრა სენაკში. 1990 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი, 1997 წელს — იორკის უნივერსიტეტი (დიდი ბრიტანეთი), 2000 წელს — თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი. 1998 წელს გაიარა სტაჟირება მაგდებურგის სამედიცინო დაზღვევის კომპანიაში (გერმანია); 2000 წელს - სამედიცინო დახმარების ხარისხის მართვის, ჯანდაცვის დაფინანსების, ხარჯების შეკავებისა და ბიუჯეტირების კურსი (უტრეხტი ნიდერლანდები); 2007–2008 წლებში - ჯანდაცვის ეკონომიკისა და დაზღვევის, ფინანსური სტრატეგიის, რისკის მენეჯმენტის, მართული ჯანდაცვის კურსები (სკრენტონის უნივერსიტეტი. აშშ); 2011 წელს - ანდერაითინგის კურსი (ჯანდაცვის სისტემის განმტკიცების პროექტი. USAID)

სამედიცინო უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, 1990–1996 წლებში მუშაობდა სენაკის ბავშვთა საავადმყოფოს ექიმად, სენაკის რაიონული საავადმყოფოს ექიმ-რეანიმატოლოგად; 1996–2007 წლებში — სამედიცინო დაზღვევის სახელმწიფო კომპანიის სამეგრელო-ზემო სვანეთის ფილიალის უფროსი; სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის სამეგრელო-ზემო სვანეთის ფილიალის უფროსი; საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ჯანდაცვის და სოციალური პროგრამების სააგენტოს მრჩეველი; 2007–2009 წლებში - სასჯელაღსრულების პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტროს პენიტენციალურ სისტემაში ჯანდაცვის რეფორმირების პროექტის მთავარი კოორდინატორი; „ავერსის დაზღვევის“ სადაზღვევო პროდუქტების შექმნისა და გადაზღვევის სამსახურის უფროსი; 2015-2016 წლებში ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ანალიტიკოსი; 2015 - 2019 წლებში აკად. გ. ჩაფიძის სახ. გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის ხარისხის მართვის დეპარტამენტის უფროსი; 2019 წლიდან ამავე ცენტრის მეცნიერებისა და უწყვეტი განათლების დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

1999 წლიდან ეწევა სამეცნიერო-პედაგოგიურ მოღვაწეობას. 2003 წელს გამოაქვეყნა ჯანდაცვის ეკონომიკის პირველი საუნივერსიტეტო სახელმძღვანელო. 2005–2011 წლებში საქართველოს უნივერსიტეტის ჯანდაცვის ეკონომიკის და დაზღვევის დეპარტამენტის უფროსი, სრული პროფესორი; 2011–2012 წლებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი; 2013 წლიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ჯანდაცვისა და დაზღვევის ინსტიტუტის დირექტორი, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების „ჯანდაცვის პოლიტიკა და მენეჯმენტი“ და „სადაზღვევო საქმე“ ხელმძღვანელი; 2010–2012 წლებში საქართველოს ახალი ეკონომიკური სკოლის სამეცნიერო ჟურნალის „თავისუფლების ბიბლიოთეკა” მთავარი რედაქტორი, 2015 წლიდან სამეცნიერო რეფერირებადი ჟურნალის „ჯანდაცვის პოლიტიკა, ეკონომიკა და სოციოლოგია“ რედაქტორი; 2019-2020 წლებში თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი; 2019 წლიდან კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორი.

თენგიზ ვერულავა არის 300-მდე სამეცნიერო ნაშრომის — მონოგრაფიების, სახელმძღვანელოებისა და სტატიების ავტორი. აქედან 60-მდე სტატია გამოქვეყნებულია საერთაშორისო იმფაქტფაქტორიან ჟურნალებში. გამოცემული აქვს წიგნები: „COVID-19-ის პანდემიის პერიოდში უნივერსიტეტებში დისტანციური სწავლების გამოწვევები“ (2022), „პირველადი ჯანდაცვის სისტემა და მისი როლი ჯანმრთელობის კაპიტალის ამაღლებაში“ (2021), „ჯანდაცვის პოლიტიკის გამოწვევები საქართველოში: სამედიცინო მომსახურების ორგანიზაციული და ფინანსური პერსპექტივა“ (2020), „Health care system in Georgia“ (2001), "ჯანდაცვის სისტემა საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში" (2018), „დაზღვევის ისტორია“ (2018), „ჯანდაცვის ეკონომიკა და დაზღვევა“ (2009), ჯანდაცვის პოლიტიკა (2016), ჯანდაცვის სოციოლოგია (2017), სადაზღვევო საქმე (2017), „ჯანდაცვის სისტემის თავისებურებები ნიდერლანდებში“ (2000), „ჯანდაცვის სისტემა ირანის ისლამურ რესპუბლიკაში“ (2000), „ჯანდაცვის ეკონომიკა“ (2003).

თენგიზ ვერულავა არის ჯანდაცვის ეკონომისტთა საერთაშორისო ორგანიზაციის წევრი, ლა ტრობეს უნივერსიტეტის საპატიო პროფესორი (მელბურნი, ავსტრალია), საერთაშორისო რეფერირებადი ჟურნალის Home Health Care Management & Practice სარედაქციო საბჭოს წევრი.

სამეცნიერო საქმიანობასთან ერთად ეწევა ლიტერატურულ მოღვაწეობას. პირველი მოთხრობა გამოაქვეყნა 1984 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლიტერატურულ ჟურნალ „პირველ სხივში“. მოთხრობები იბეჭდებოდა ლიტერატურულ ჟურნალში „ცისკარი“. გამოცემული აქვს წიგნები: „გონების ოდისეა“ (1999), „გრანელი“ (2009), „პიკასო“ (2001), „Picasso“ (2002), ბლოგ „ბურუსის“ დამფუძნებელი.

ბიბლიოგრაფია

  • კრიტიკული შემთხვევების მართვის სისტემის, როგორც სამედიცინო მომსახურების ხარისხის ინდიკატორის დანერგვის გამოწვევები საქართველოში. კავკასიის უნივერსიტეტი. 2022 [1]
  • COVID-19-ის პანდემიის პერიოდში უნივერსიტეტებში დისტანციური სწავლების გამოწვევები. კავკასიის უნივერსიტეტი. 2022 [2]
  • პირველადი ჯანდაცვის სისტემა და მისი როლი ჯანმრთელობის კაპიტალის ამაღლებაში. შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი.  თბილისი. 2021. [3]
  • ჯანდაცვის პოლიტიკის გამოწვევები საქართველოში: სამედიცინო მომსახურების ორგანიზაციული და ფინანსური პერსპექტივა. შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი. თბილისი, 2020. [4]
  • დაზღვევის ისტორია. ჯანდაცვისა და დაზღვევის ცენტრი. თბილისი. 2018. [5]
  • ჯანდაცვის სისტემა საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში (1918-1921). ჯანდაცვისა და დაზღვევის ცენტრი. 2018. http://catalog.nplg.gov.ge/
  • სადაზღვევო საქმე. ჯანდაცვისა და დაზღვევის ცენტრი. 2017. http://catalog.nplg.gov.ge/
  • ჯანდაცვის სოციოლოგია. ჯანდაცვისა და დაზღვევის ცენტრი. 2017. http://catalog.nplg.gov.ge/
  • ჯანდაცვის პოლიტიკა. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. თბილისი. 2016 http://catalog.nplg.gov.ge/
  • ჯანდაცვის ეკონომიკა და დაზღვევა. საქართველოს უნივერსიტეტი. თბილისი. 2009. ISBN 9789994050758 [6]
  • Health care system in Georgia. Tbilisi, State Medical Insurance Company of Georgia, 2001. - ISBN: 99928-0-219-7 [7] დაარქივებული 2016-03-04 საიტზე Wayback Machine.
  • სოციალური და ჯანდაცვის სისტემის თავისებურებანი ნიდერლანდებში. სამედიცინო დაზღვევის სახელმწიფო კომპანია. თბილისი. 2000 [8]
  • ჯანდაცვის სისტემა ირანის ისლამურ რესპუბლიკაში (ავტორი). თბილისი, საარი, 2000. [9] დაარქივებული 2016-03-04 საიტზე Wayback Machine.
  • გრანელი: მოთხრობები. თბილისი, საუნჯე, 2009. ISBN: 978-9941-0-1250-1 [10]
  • პიკასო. თბილისი, საარი, 2001. ISBN: 99928-39-25-2 [11]
  • Picasso. Tbilisi, Saari, 2002. http://catalog.nplg.gov.ge/
  • გონების ოდისეა: მოთხრობები. თბილისი, საარი, 1999. http://www.nplg.gov.ge/

რესურსები ინტერნეტში

Read other articles:

Acholi Anak-anak Acholi Daerah dengan populasi signifikanUgandaSudanBahasaAcholiAgamaKekristenanIslamKelompok etnik terkaitLuo Acholi (juga Acoli) adalah suku bangsa dari distrik Gulu, distrik Kitgum dan distrik Pader di Uganda utara, dan di Sudan selatan. Sensus Uganda tahun 1991 menghitung terdapat 746,796 Acholi; 45.000 Acholi lainnya tinggal di luar Uganda.[1] Pranala luar Acholinet.comAcholi People website with News, Forums, market Place, Downloads etc Rupiny Diarsipkan 2010-01-1...

 

Sofia AirportЛетище СофияLetishte SofiyaIATA: SOFICAO: LBSFInformasiJenisPublicPengelolaSofia Airport EADMelayaniSofiaLokasiVrazhdebna, BulgariaMaskapai penghubung Air Via BH Air Bulgaria Air Bulgarian Air Charter Wizz Air Ketinggian dpl mdplSitus webwww.sofia-airport.bgPetaLBSFLocation in BulgariaLandasan pacu Arah Panjang Permukaan m kaki 09/27 3,600 12 Aspal Statistik (2011)Passengers3,474,993 Source: Bulgarian AIP at EUROCONTROL[1] Bandar Udara Sofia (IATA: SO...

 

Eyalet di CretaEyalet di Creta - Localizzazione Dati amministrativiNome completoEyalet-i Girit Lingue ufficialiturco ottomano Lingue parlateturco ottomano, greco CapitaleHeraklionChania Dipendente daImpero ottomano PoliticaForma di StatoEyalet Forma di governoEyalet elettivo dell'Impero ottomano Capo di StatoSultani ottomani Nascita1646 Fine1864 Territorio e popolazioneBacino geograficoCreta Popolazione280.000 nel XIX secolo EconomiaCommerci conImpero ottomano Religione e societàReligioni pr...

Kekaisaran MughalگورکانیانShāhān-e Moġulمغلیہ سلطنتमुग़ल साम्राज्यmugal saamraajy1526–1857 Alam Segel Kekaisaran Peta Globe Kekaisaran Mughal pada tahun 1707Wilayah terluas Kekaisaran Mughal, pada 1700-an M.StatusKekaisaranIbu kotaAgra(1526–1540; 1555–1571;1598–1648)Kabul (1526–1681)Fatehpur Sikri(1571–1585)Lahore(1540–1555;1585–1598)Shahjahanabad, Delhi(1648–1857)Bahasa yang umum digunakanPersia (bahasa pengadilan dan r...

 

Royal Italian Army infantry division during World War II 205th Coastal DivisionActive1941 – 1945Country Kingdom of ItalyBranch Royal Italian ArmySizeDivisionGarrison/HQCarboniaEngagementsWorld War IIInsigniaIdentificationsymbol 205th Coastal Division gorget patchesMilitary unit The 205th Coastal Division (Italian: 205ª Divisione Costiera) was an infantry division of the Royal Italian Army during World War II.[1] Royal Italian Army coastal divisions were second line divisi...

 

Rinke KhannaRinke Khanna pada tahun 2015Lahir27 Juli 1977 (umur 46)Mumbai, Maharashtra,  IndiaTahun aktif1999–2004Suami/istriSameer Saran (8 Februari 2003 – sekarang) Rinke Khanna (nama lahir Rinkle Khanna pada 27 Juli 1977) adalah seorang aktris India. Ia adalah putri sulung dari aktris Dimple Kapadia dan aktor Rajesh Khanna, saudari dari Twinkle Khanna dan satudari ipar dari aktor Akshay Kumar. Ia membuat debut filmnya dengan Pyaar Mein Kabhie Kabhie (1999), mengubah nam...

American baseball player (born 1963) Baseball player Darrin JacksonJackson with the Cubs in 1987OutfielderBorn: (1963-08-22) August 22, 1963 (age 60)Los Angeles, California, U.S.Batted: RightThrew: RightProfessional debutMLB: June 17, 1985, for the Chicago CubsNPB: April 1, 1995, for the Seibu LionsLast appearanceNPB: October 5, 1996, for the Seibu LionsMLB: October 3, 1999, for the Chicago White SoxMLB statisticsBatting average...

 

Indian actor For other people named Ram Charan, see Ram Charan (disambiguation). Ram CharanRam Charan in 2022BornKonidela Ram Charan[1] (1985-03-27) 27 March 1985 (age 39)Madras, Tamil Nadu, IndiaAlma materSt. Mary's College, HyderabadOccupationsActorfilm producerentrepreneurYears active2007–presentSpouse Upasana Kamineni ​(m. 2012)​Children1ParentChiranjeevi (father)RelativesPawan Kalyan (uncle) Shobana Kamineni (mother-in-law) Allu Arjun...

 

Department in Abidjan, Ivory CoastAbidjan Department Département d'AbidjanDepartmentLocation in Ivory Coast. Abidjan Department has had these boundaries since 1998. Darker shade: City of Abidjan.Country Ivory CoastDistrictAbidjan1969Established as a first-level subdivision1988Divided to create Grand-Lahou and Tiassalé Depts1997Converted to a second-level subdivision1998Divided to create Alépé, Dabou, and Jacqueville Depts2011Converted to a third-level subdivision2011Transferred from ...

Ballet written by Oskar Schlemmer This article needs additional citations for verification. Please help improve this article by adding citations to reliable sources. Unsourced material may be challenged and removed.Find sources: Triadisches Ballett – news · newspapers · books · scholar · JSTOR (April 2009) (Learn how and when to remove this message) Triadisches Ballett (Triadic Ballet) is a ballet developed by Oskar Schlemmer. The ballet became the mos...

 

Ethnic group in India Ethnic group Mongolians in IndiaЭнэтхэг дахь МонголчуудTotal population1,116 (2010)[1]Regions with significant populationsKalimpong · Mundgod · Visakhapatnam · Pune · New DelhiLanguagesMongolian · Tibetan · English · SanskritReligionBuddhism There is a small Mongolian community in India, comprising mostly Buddhist monks and scholars as well as in...

 

Sadako 3DPoster JepangSutradaraTsutomu HanabusaProduserAtsuyuki ShimodaDitulis olehSatomi IshiharaSkenarioKoji SuzukiTsutomu TakahashiBerdasarkanSoleh Koji SuzukiPemeranSatomi IshiharaKoji SetoYusuke YamamotoSinematograferNobushige FujimotoPerusahaanproduksiKadokawa Shoten Company[1]Tanggal rilis 12 Mei 2012 (2012-05-12) (Japan) NegaraJepangBahasaJepang Sadako 3D (貞子3Dcode: ja is deprecated ) adalah sebuah film horor 2012 yang disutradarai oleh Tsutomu Hanabusa, berdasark...

This article is about the rear-wheel drive coupé/convertible. For other models, see BMW 2 Series. Series of subcompact executive cars manufactured by German automobile manufacturer BMW Motor vehicle BMW 2 Series (F22/F23)OverviewManufacturerBMWProduction2014–2021AssemblyGermany: Leipzig (BMW Leipzig Plant)DesignerChristopher Weil[1]Body and chassisClassSubcompact executive car (C)Body style2-door coupé2-door convertibleLayoutFront-engine, rear-wheel-driveFront-engine, four-wh...

 

Alpi ApuaneLe Apuane al tramontoContinenteEuropa Stati Italia Catena principaleSubappennino toscano (negli Appennini) Cima più elevataMonte Pisanino (1 946 m s.l.m.) Lunghezza60 km Larghezza25 km Tipi di rocceMetamorfiche (facies scisti verdi) e sedimentarie Alpi ApuaneStato Italia Regione Toscana Provincia Lucca Massa-Carrara Altezza1 946 m s.l.m. Coordinate44°06′11.51″N 10°08′05.79″E44°06′11.51″N, 10°08′05.79″E...

 

Questa voce o sezione sull'argomento scultori italiani non cita le fonti necessarie o quelle presenti sono insufficienti. Puoi migliorare questa voce aggiungendo citazioni da fonti attendibili secondo le linee guida sull'uso delle fonti. Segui i suggerimenti del progetto di riferimento. Milano, Sant'Antonio Abate - Madonna con bambino Giuseppe Rusnati (Gallarate, 1650 – Milano, 1713) è stato uno scultore e architetto italiano di stile barocco. Allievo di Dionigi Bussola, e di Ercole ...

2012 Chikara internet pay-per-view event Chikarasaurus Rex:How to Hatch a DinosaurPromotional poster featuring various Chikara wrestlersPromotionChikaraDateJune 2, 2012[1]CityPhiladelphia, Pennsylvania[1]VenueTrocadero Theatre[1]Attendance705[2]Pay-per-view chronology ← PreviousHigh Noon Next →Under the Hood Chikarasaurus Rex: How to Hatch a Dinosaur was a professional wrestling internet pay-per-view (iPPV) event produced by the Chikara promotion,...

 

German footballer Ulrich Taffertshofer Taffertshofer in 2022Personal informationDate of birth (1992-02-14) 14 February 1992 (age 32)Place of birth Penzberg, GermanyHeight 1.84 m (6 ft 0 in)Position(s) Defensive midfielder, centre-backTeam informationCurrent team VfB LübeckNumber 20Youth career FT Starnberg TSV 1865 Murnau SV Söchering0000–2011 1860 MunichSenior career*Years Team Apps (Gls)2011–2012 1860 Munich II 7 (0)2012–2015 Wacker Burghausen 58 (2)2015–2018 U...

 

Politics of Bermuda Law Monarchy Sovereign Charles III Governor Rena Lalgie Executive Premier Edward David Burt Legislative Parliament Senate President: Joan Dillas-Wright House of Assembly Speaker: Dennis Lister Leader of the Opposition: N.H. Cole Simons Elections Recent elections General: 2007201220172020 Political parties Progressive LabourParty (PLP) One BermudaAlliance (OBA) Administrative divisions Citizenship Belonger status British Overseas Territories citizen Passport Visa requireme...

Questa voce sull'argomento Stagioni delle società calcistiche italiane è solo un abbozzo. Contribuisci a migliorarla secondo le convenzioni di Wikipedia. Segui i suggerimenti del progetto di riferimento. Voce principale: Associazione Sportiva Dilettantistica Sant'Elena Quartu P.S.F.. AC Sant'Elena QuartuStagione 1980-1981 Sport calcio Squadra Sant'Elena Allenatore Géza Boldizsár Presidente Rino Loddio Serie C210º nel girone C Maggiori presenzeCampionato: Mureddu, Ottaviani (34...

 

Hémicycle du Parlement européen à Strasbourg. La méthode communautaire est l'une des méthodes les plus importantes de décision au niveau de l'Union européenne. Contrairement à la méthode intergouvernementale ou à la méthode ouverte de coordination dans lesquelles les gouvernements des États membres jouent un rôle central, les institutions supranationales de l'UE voient avec la méthode communautaire leurs pouvoirs renforcés. Le nom de méthode communautaire date des Communautés...