თენგიზ გუნავა (დ. 29 მარტი, 1976, სოფ. რუხი, ახლანდ. ზუგდიდის მუნიციპალიტეტი)[1] — ქართველი იურისტი, პოლიტიკოსი.
დაამთავრა თბილისის დამოუკიდებელ ინსტიტუტ „იბერიას“ სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი.
2000 წელს შსს-ის სამეგრელო-ზემო სვანეთის მთავარი სამმართველოს ზუგდიდის სამმართველოს უბნის ინსპექტორი; შსს-ის სატრანსპორტო პოლიციის სამტრედიის რეგიონული განყოფილების ინგირის ქვეგანყოფილების არასრულწლოვანთა ინსპექციის ინსპექტორი; 2001 წელს შსს-ის სატრანსპორტო პოლიციის სამტრედიის რეგიონული განყოფილების ინგირის ქვეგანყოფილების სისხლის სამართლის სამძებროს ინსპექტორი; 2002 წელს შსს-ის სატრანსპორტო პოლიციის სამტრედიის რეგიონული განყოფილების ინგირის ქვეგანყოფილების სისხლის სამართლის სამძებროს უფროსი ინსპექტორი; 2004 წელს ზუგდიდის სამმართველოს სისხლის სამართლის სამძებროს უფრო ინსპექტორი; 2005 წელს ზუგდიდის სამმართველოს ნარაზენის ქვეგანყოფილების უფროსის მოადგილე, ზუგდიდის სამმართველოს სისხლის სამართლის სამძებროს უფროსი ინსპექტორი; შსს-ის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის აპარატის უფროსი, მოადგილე; 2006-2012 წლებში შსს-ის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსი; 2012 წელს შსს-ის გენერალური ინსპექციის უფროსი; 2013 წელს საქართველოს პრეზიდენტის რწმუნებული გუბერნატორი სამეგრელო-ზემო სავანეთში. 2016-2020 წლებში იყო საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, ხოლო 2017 წლიდან მე-9 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია „ ევროპული საქართველო — მოძრაობა თავისუფლებისთვის“ წევრი.
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო