ზემო ერკეთი — სოფელი საქართველოში, გურიის მხარის ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, ერკეთის თემის ცენტრი (სოფლები: ზემო ერკეთი, ქვემო ერკეთი, ზემო ონჭიქეთი, ქვემო ონჭიქეთი, შუბანი). მდებარეობს ზღვის დონიდან 360 მ. ჩოხატაურიდან 8 კმ., საჯავახოს რკინიგზის სადგურიდან 27 კმ. სოფელში დგას საჯარო სკოლა.[2]
ერკეთის ეკლესია
სოფელში მდებარეობს IX საუკუნის დარბაზული ტიპის ეკლესია. ეკლესიაში შემორჩენილი არის IX საუკუნის კარი და ფრესკები. ამჟამად მოქმედებს დედათა მონასტერი.
ერკეთის ციხე
სოფელში შემორჩენილია ციხის ნანგრევები. გადმოცემის თანახმად ციხე ზარზმიდან გადმოსული სამი ძმის აშენებული იყო. ძმებმა სოფელ ხევში დაამზადეს ასაშენებელი ქვები. 4 კილომეტრზე ხალხი იყო გადაჭიმული და ერთმანეთს ხელიდან ხელში აძლევდნენ ქვას. ბევრი კვდებოდა. პირველად ქვის პირველი ამღები მომკვდარა. ერთი ძმა დაბრუნდა ზარზმას, ზოგი ამბობდა ქობულეთში წავიდაო, მეორე ხევში წასულა, ელიე რომელსაც ერქვა. სწორედ იმ ელიეს ნაშიერია ახლანდელი ხევში მცხოვრები ელიეშვილები. დავითი დარჩენილა ერკეთში მგალობლად, სწორედ ამ მგალობლიშვილის შთამომავლების ეზოშია ამჟამად ციხის ნანგრევები. გადმოცემით, თამარ მეფე შესაძლოა ამ ციხეში იყოს დამარხული.
მოსახლეობა
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 216 ადამიანი.
აღწერის წელი |
მოსახლეობა |
კაცი |
ქალი
|
1908[3] |
746 |
|
|
1911[4] |
1012 |
|
|
2002[5] |
238 |
110 |
128
|
2014[1] |
216 |
96 |
120
|
ლიტერატურა
სქოლიო