ვოიაჯერის ოქროს ფირფიტა„ვოიაჯერის" ოქროს ფირფიტა “ — მოოქროვილი ინფორმაციული ფირფიტა, რომელზეც ჩაწერილია ხმოვანი და ვიდეო სიგნალები. ის შეფუთულია ალუმინის ფუტლიარში. 12 დუიმის დიამეტრიანი (დაახ. 30სმ) ფირფიტა დაფარულია ოქროთი, რათა დაცული იყოს კოსმოსური მტვრის ეროზიისაგან. მასთან ერთად ფუტლიარში დევს ფონოგრაფიული კაფსულა და ნემსი - ჩანაწერის ჩასართავად. ფუტლიარზე გამოსახულია სქემა, თუ როგორ უნდა იქნას ფირფიტა ჩართული. მას „პიონერის“ მსგავსად, მოჰყვება რუკა, სადაც მითითებულია მზის ადგილი გალაქტიკაში და წყალბადის ატომის გამოსხივების სქემა, რათა მიიღონ მეტრული და დროის ერთეულები. კომისიას, რომელმაც ითავა ფირფიტის დამზადება, ხელმძღვანელობდა კარლ სეიგანი. ![]() ![]() ![]() ფირფიტების მდებარეობაფირფიტები დამაგრებულია კოსმოსურ აპარატებზე „ვოიაჯერ-1“ და „ვოიაჯერ-2-ზე“, რომლებიც გაგზავნეს 1977 წელს[1]. 2014 წლის ივნისის მონაცემებით, „ვოიაჯერ-1“ მზისგან 19,1 მილიარდი კმ დისტანციაზეა, „ვოიაჯერ-2“ კი 15,6 მილიარდ კმ-ზე. აპარატები განაგრძობენ მზისგან დაშორებას ყოველწლიურად, შესაბამისად - 3,6 და 3,3 ასტრონომიული ერთეულით. ჩანაწერებიმისალმებებიპირველი ნაწილი შეიცავს მისალმებას 55 ენაზე, მათ შორის უძველეს 7 (შუმერული, აქადური, ხეთური, არამეული, სომხური, ბერძნული, ლათინური), 10 სამხრეთ აზიურ, 4 ჩინურ დიალექტზე, რუსულსა (Здравствуйте! Приветствую вас!) და უკრაინულ (Пересилаємо привіт із нашого світу, бажаємо щастя, здоров’я і многая літа) ენებზე. 2015 წლის ივლისში NASA-მ დისკის აუდიოჩანაწერის ნაწილი ატვირთა SoundCloud-ზე.[2] მუსიკა„ვოიაჯერის“ ჩანაწერების 78% მულტიკულტურულ მუსიკალურ ფორმებს მიეძღვნა. არჩეულ იქნა 27 ნაწარმოები. დასავლური კლასიკური მუსიკიდან წარმოდგენილია ბახი, ბეთჰოვენი,მოცარტი და სტრავინსკი. დასავლური მსუბუქი მუსიკის წარმომადგენლები იყვნენ - ჩაკ ბერი, ლუი არმსტრონგი. დანარჩენი შეიცავს ინდურ, ჩინურ, იავურ და იაპონურ კლასიკურ მუსიკას. ასევე პერუს, ბულგარეთის, ავსტრალიის, აფრიკის, აზერბაიჯანისა და საქართველოს ხალხური მუსიკა. სოლომონის კუნძულებისა და ახალი გვინეის რიტუალური სიმღერებიც შესულია ჩანაწერში, რომლებიც ქვის ხანის ადამიანის სიმღერას ჰგავს. სეიგანს სურდა დისკზე The Beatles-ის „Here Comes the Sun-ის“ შეტანაც, მაგრამ ლეიბლ EMI-სგან უარი მიიღო.[3] ხმებიჩანაწერის დარჩენილი 22% შეიცავს ადამიანებისა და დედამიწის განსხვავებულ ხმებს, 116 გამოსახულებას, კოდირებულს როგორც ვიდეოსიგნალი. ადამიანის ხმები ჩაწერილია გაეროს გენერალური მდივანის მისალმების ფორმით 55 ენაზე. ასევე ჩანაწერი შეიცავს პლანეტის 50 სახის ხმას: ბუნების, ოკეანის, ხმელეთის ხმებს, რომლებსაც არამიწიერი ცივილიზაციები გაარჩევენ დედამიწის მსგავსი პლანეტების შესწავლის შემთხვევაში. ჩაწერილია ბიოლოგიური სამყაროს ხმებიც: ჩიტები და მწერები, ბაყაყები, ძაღლები, ლომები, შიმპანზე, მგლები. შემდეგ ადამიანისა და მისი ყოფაცხოვრების ხმები: ნაბიჯები, ჩაქუჩის დარტყმა, ცულის დარტყმა ხეზე, მანქანა, სირენა, რეაქტიური თვითმფრინავი, რაკეტის გაშვება, ბავშვის ტირილი, რომელსაც დედა ამშვიდებს და ა.შ. გამოსახულებებიმზის სპექტრის ფოტო პირველია 20 ფერადი ფოტოდან. კოდირებული ფოტოების შემდეგ გამოსახულია დედამიწა, როგორიც ის კოსმოსიდან ჩანს. სხვადასხვა ატომები, რათა არამიწიერმა ცივილიზაციებმა შეისწავლონ ატმოსფეროში არსებული აირები, დნმ-ის მოლეკულის სტრუქტურული აგებულება, უჯრედები, ემბრიონის განვითარების გზა და დაბადება, ადამიანის 8 ანატომიური სქემა. ჯიმი კარტერის მიმართვადისკი ასევე მოიცავს კურტ ვალდჰაიმის (გაეროს იმდროინდელი გენერალური მდივანი) და ჯიმი კარტერის (აშშ-ის პრეზიდენტი) 1977 წლის მიმართვებს. კარტერის მიმართვის თარგმანი შემდეგია:
სქოლიო
|