დიდი ხანჩალი — სოფელი საქართველოში, სამცხე-ჯავახეთის მხარის ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, დიდი ხანჩალის ადმინისტრაციული ერთეულის ცენტრი (სოფლები: დიდი ხანჩალი, კათნატუ, პატარა ხანჩალი).
მდებარეობს ჯავახეთის ზეგანზე, ხანჩალის ტბის აღმოსავლეთით, ზღვის დონიდან 1950 მეტრზე, ნინოწმინდიდან დაშორებულია 3 კმ-ით. სოფელში არის საჯარო სკოლა. სოფელში დგას ძლიერ დაზიანებული XIX საუკუნის სომხური ეკლესია.
დემოგრაფია
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში 1 233 მცხოვრებია, ძირითადად ეთნიკური სომხები.
აღწერის წელი |
მოსახლეობა |
კაცი |
ქალი
|
2002[2] |
1 605 |
784 |
821
|
2014[1] |
1 233 |
614 |
619
|
ლიტერატურა
სქოლიო