|
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ყულალისი.
|
ყულალისი — სოფელი საქართველოში, სამცხე-ჯავახეთის მხარის ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, გონდრიოს თემში.[2] მდებარეობს მდინარე მურჯახეთისწყლის (ფარავნის მარცხენა შენაკადი) ნაპირზე, ზღვის დონიდან 1880 მ სიმაღლეზე. ქალაქ ნინოწმინდიდან დაშორებულია 15 კილომეტრით. 2002 წლის მონაცემებით სოფელ ყულალისის მოსახლეობა შეადგენს 908 ადამიანს.[3] სოფელში არის ყულალისის საშუალო სკოლა.[4]
სოფლის მიდამოებში დგას ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლები: ეკლესია (აშენებულია 1060 წელს), რომლის კედლებზე ამოკვეთილია ლაპიდარული წარწერები, განვითარებული შუა საუკუნეების ციხე.
ლიტერატურა
სქოლიო