სპასოვკა — სოფელი საქართველოში, სამცხე-ჯავახეთის მხარის ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, გორელოვკის თემში.[2] 2002 წლის მონაცემებით სოფელ სპასოვკის მოსახლეობა შეადგენს 381 ადამიანს.[3] სოფელში არის ორი საჯარო სკოლა: N1 ქართულენოვანი და N2 სომხურენოვანი[4][5] სოფლის მთავარი სამეურნეო დარგია მეცხოველეობა.
გეოგრაფია
მდებარეობს მდინარე ბუღდაშენის (მდინარე ფარავნის მარცხენა შენაკადი) მარცხენა მხარეს, ზღვის დონიდან 2040 მ სიმაღლეზე, საქართველოს, სომხეთისა და თურქეთის საზღვართან ახლოს. ქალაქ ნინოწმინდიდან დაშორებულია 10 კილომეტრით. ჰავა მკაცრია.[6]
ისტორია
სოფელი 1840-იან წლებში გააშენეს რუსეთიდან გადმოსახლებულმა დუხობორებმა.[7] 1990-იან წლებში სოფელში დასახლდნენ მეკეიძეებიდან გადასახლებული ეკომიგრანტები.[8]
ლიტერატურა
სქოლიო