ასევე, ჩარკვიანი 1980-იანი წლებში და 1990-იანი წლების დასაწყისში გელა ჩარკვიანმა მონაწილეობა მიიღო აშშ-ის, ჯორჯიის შტატის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის ახლო კავშირების ჩამოყალიბებაში. ჩარკვიანი ამერიკელ მთხრობელსა და მეზღაპრე ლორელი კულის, მისი თბილისში, 1989 წლის ნოემბერში ვიზიტისას ქართული ზღაპრების შეგროვებაში დაეხმარა. მოგვიანებით, 1990-იანი წლების დასაწყისში ქართველ მსახიობთა ჯგუფთან ერთად იმოგზაურა ატლანტაში, სადაც ამერიკაში მცხოვრებ ქართველებისთვის მოეწყო ტრადიციული, ქართული ღონისძიება – თბილისობა
1992 წლიდან 2003 წლამდე ჩარკვიანი საგარეო პოლიტიკის საკითხებში, პრეზიდენტ შევარდნაძის მრჩეველი იყო[4]
გელა ჩარკვიანის ცხოვრებაში ინტერესის სფეროთა მრავალრიცხოვნობის მიუხედავად, მუსიკა ყველაზე მეტად იტაცებდა. მისი საფორტეპიანო მინიატურების CD გამოიცა 2001 წელს, ხოლო ჩარკვიანის ადრეული ნამუშევრები - 2006 წელს.
ჩარკვიანმა შექსპირის„მეფე ლირი” თანამედროვე ქართულ ენაზე თარგმნა. ამ პიესის მიხედვით თბილისში, რუსთაველის თეატრში1980-იანებსა და 1990-იანებში სპექტაკლები დაიდგა.
2008 წლის ზაფხულში ჩარკვიანის ცხოვრების თერთმეტ წლიანი ეპიზოდის (1997 წლიდან 2008 წლამდე) საჯარო გამოსვლების ნაწილი წიგნად გამოიცა (ინგლისურ ენაზე). წიგნში ევრაზიის მნიშვნელოვანი თემები ფართოდ განიხილება, განსაკუთრებული ყურადღება კი სამხრეთ კავკასიის რეგიონს ეთმობა.