გედევან ფოფხაძე (დ. 11 მარტი , 1975 , თბილისი )[ 1] — ქართველი იურისტი და პოლიტიკოსი. საქართველოს ორი მოწვევის (2012 , 2016 ) პარლამენტის წევრი.
ბიოგრაფია
დაიბადა 1975 წლის 11 მარტს . დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. 2001 -2002 წლებში იყო საქართველოს იუსტიციის საბჭოს კონსულტანტი. 2002 -2003 წლებში — ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარე. 2003 წელს იყო ბორჯომის რაიონის გამგებელი. 2006 -2008 წლებში იყო ბორჯომის რაიონის საკრებულოს წევრი. 2008 -2011 წლებში — კ/ს „ატორნეის“ იურისტი.
2012 -2016 წლებში იყო საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი (ბორჯომის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: „ბიძინა ივანიშვილი — ქართული ოცნება“ (პარტიიდან „თავისუფალი დემოკრატები“ ). მას შემდეგ, რაც 2014 წელს კოალიცია „ქართული ოცნება“ და საპარლამენტო უმრავლესობა „თავისუფალმა დემოკრატებმა“ დატოვეს, გედევან ფოფხაძე უმრავლესობაში დარჩა.[ 2] 2016 -2020 წლებში იყო საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი (ბორჯომისა და ასპინძის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“ . მაჟორიტარულ არჩევნებში ხმათა 51,13% მიიღო (11 677 ხმა).[ 3] 2019 წლის 22 თებერვალს დატოვა როგორც ფრაქცია „ქართული ოცნება“, ისე პარტია.[ 4] „ოცნებიდან“ წამოსულმა დეპუტატებმა ახალი ფრაქცია „ჩვენი საქართველო — დამოუკიდებელი დეპუტატები“ შექმნეს.[ 5]
2019 წლის 20 ივნისიდან იყო პოლიტიკური პარტია „სამართლიანობისთვის“ გენერალური მდივანი.[ 6] 19 აგვისტოს გავრცელდა ინფორმაცია, რომ მან პარტია დატოვა.[ 7] 2020 წლის 7 ივნისს „ქართული ოცნებიდან“ წასულ სხვა დეპუტატებთან ერთად დააარსა პოლიტიკური პარტია „ჩვენი საქართველო — სოლიდარობის ალიანსი“ .[ 8] მომდევნო დღეს ეკა ბესელიას მიერ გაკეთებული განცხადების თანახმად, იგი ჯერ მისი პარტიიდან ოფიციალურად არ გასულა.[ 9] საპარლამენტო არჩევნებში პარტიამ იგი დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად წარადგინა.[ 10] მან ხმების 1,26% (866 ხმა) მიიღო.[ 11] 23 ნოემბერს პარტია დატოვა.[ 12]
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო
↑ თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია: გედევან ფოფხაძე . declaration.gov.ge (2019-12-20). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-01-25. ციტირების თარიღი: 24 ნოემბერი, 2020.
↑ „გედევან ფოფხაძემ ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატები“ დატოვა“ . for.ge . 2014-11-07. ციტირების თარიღი: 24 ნოემბერი, 2020 .
↑ შედეგები 2016
↑ „გედევან ფოფხაძემ ფრაქცია „ქართული ოცნება“ დატოვა“ . reginfo.ge . 2019-02-23. ციტირების თარიღი: 24 ნოემბერი, 2020 .
↑ ჩვენი საქართველო — დამოუკიდებელი დეპუტატები: წევრები . საქართველოს პარლამენტი . დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-11-04. ციტირების თარიღი: 24 ნოემბერი, 2020.
↑ „ეკა ბესელიამ პარტია „სამართლიანობისთვის“ ყრილობა გამართა“ . on.ge . 2019-06-20. ციტირების თარიღი: 24 ნოემბერი, 2020 .
↑ „გედევან ფოფხაძემ ეკა ბესელიას პარტია დატოვა“ . odishinews.ge . 2019-08-19. ციტირების თარიღი: 24 ნოემბერი, 2020 .
↑ „ქართული ოცნების ყოფილი წევრები პარტიას ქმნიან“ . რადიო თავისუფლება. 7 ივნისი, 2020. ციტირების თარიღი: 24 ნოემბერი, 2020 .
↑ ჩიჩუა, ნინო (2020-06-08). „ბესელიას თქმით, კვაჭანტირაძე და ფოფხაძე იურიდიულად ჯერ მისი პარტიიდან არ გასულან“ . netgazeti.ge . ციტირების თარიღი: 24 ნოემბერი, 2020 .
↑ „პარტიამ ჩვენი საქართველო — სოლიდარობის ალიანსი თბილისის მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა“ . formulanews.ge . 2020-08-17. ციტირების თარიღი: 24 ნოემბერი, 2020 .
↑ 2020 წლის 31 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის არჩევნები . ცესკო . დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-01-04. ციტირების თარიღი: 24 ნოემბერი, 2020.
↑ „ლევან გოგიჩაიშვილი განმარტავს, რატომ დატოვა გედევან ფოფხაძემ პარტია“ . interpressnews.ge . 2020-11-23. ციტირების თარიღი: 24 ნოემბერი, 2020 .