ახალი კალედონიის კუნძულების ფართობი შეადგენს 19 060 კმ²-ს, აქედან 485 კმ² წყალს უკავია. კუნძულის სანაპირო ხაზის სიგრძე შეადგენს 2254 კილომეტრს.
სანაპირო ზოლი ძირითადად ვაკე ტერიტორიას უკავია, თუმცა კუნძულის ცენტრალური ნაწილი ძირითადად მთიან რელიეფს უკავია. უმაღლესი მწვერვალია — მთა პანე, 1628 მეტრი სიმაღლით. ჩრდილო-დასავლეთიდან სამხრეთ-აღმოსავლეთამდე გადის ცენტრალური ქედი. სანაპირო ძლიერ დაგრეხილია და აქვს ბევრი მოსახერხებელი უბე, რომელთანაც მიახლოება გართულებულია მარჯნის რიფებით. ახალი კალედონიის კუნძულებს გარს აკრავს ახალი კალედონიის ბარიერული რიფი, ძირითადად ჩამოყალიბებულია ოფიოლითური კომპლექსებით.
კლიმატური პირობები საკმაოდ კარგია. საშუალო წლიური ტემპერატურაა — +23-24,5 °C. ახალი კალედონია მოქცეულია ტროპიკულ სარტყელში, აქ არის მუდმივი პასატები. კლიმატი ცხელი მაგრამ ტენიანია. ამ გარემოებამ ხელი შეუწყო ახალი კალედონიის ევროპელ გადასახლებულთა კოლონიად გადაქცევაში.
1993 წლის მონაცემებით აქ ტერიტორიის 12 % საძოვრებს, ხოლო 39 % ტყიან რელიეფს ეკავა. დღეისთვის ვითარება მნიშვნელოვნად შეცვლილია, ტყე კუნძულის ტერიტორიის 15 %-ს მოიცავს. სამხრეთ-დასავლეთი ნაპირი უპირატესად საძოვრებიანია, ალაგ-ალაგ გვხვდება მანგროს ტყეები. იზრდება მთელი რიგი ძვირფასი ხის ჯიშები, მათ შორის წიწვოვანიაგათისის და არაუკარიის (ახალი კალედონიის გერბზე გამოსახულია Araucaria columnaris) სხვადასხვა სახეობები.
ახალი კალედონიის ფაუნა შედარებით ღარიბია, მიუხედავად ამისა არსებობენ ენდემები. კუნძულებზე ბინადრობენ ძალიან დიდი რაოდენობით ლათ.Diplodactylidae.