არმავირი

ტერმინს „არმავირი“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ არმავირი (მრავალმნიშვნელოვანი).
ისტორიული ქალაქი
არმავირი
სომხ. Արմավիր

ქურთებისა და თათრების საცხენოსნო ტრიუკები სარდარაპატის ციხესიმაგრის წინ. რუსი მხატვრის, გრიგოლ გაგარინის ნახატი. XIX საუკუნის შუა ხანები.
ქვეყანა სომხეთის დროშა სომხეთი
კოორდინატები 40°04′55″ ჩ. გ. 44°02′00″ ა. გ. / 40.08194° ჩ. გ. 44.03333° ა. გ. / 40.08194; 44.03333
დაარსდა ძვ. წ. 331
არმავირი — სომხეთი
არმავირი

არმავირი (სომხ. Արմավիր) — ანტიკური სომხეთის დიდი კომერციული ქალაქი და დედაქალაქი ერვანდუნთა დინასტიის მმართველობის დროს. მდებარეობს XVII საუკუნის სოფელ არმავირიდან დასავლეთით ერთ კილომეტრში.

ისტორია

ანტიკური ეპოქა

ანტიკური არმავირის ტერიტორია დასახლებული იყო ძვ. წ. VI ათასწლეულიდან. აღმოჩენილია ამ პერიოდის ობსიდანის იარაღები, ბრინჯაოს ნივთები და ჭურჭელი. არმავირი განიხილება, როგორც სომხეთის ანტიკური დედაქალაქი და არსებობს მოსაზრება, რომ იგი დააარსა მეფე არმაისმა ძვ. წ. 1980 წელს.

ძვ. წ. VIII საუკუნის პირველ ნახევარში ურარტუს მეფე არგიშთი I-მა ამ ტერიტორიაზე ციხესიმაგრე ააგო და მას არგიშთიხინილი უწოდა.[1] ძვ. წ. 331 წელს, როდესაც სომხეთმა ერვანდუნთა დინასტიის მმართველობის ქვეშ აქამენიდთა იმპერიისაგან დამოუკიდებლობა განიმტკიცა, არმავირი ქვეყნის დედაქალაქად იქნა შერჩეული. აღმოჩენილია აქამენიანთა ეპოქის თიხის ფილები, რომლებზეც შესრულებულია გილგამეშის ეპოსის ეპიზოდები ელამურ ენაზე. ასევე, ნაპოვნია ბერძნულის კოინეს დიალექტზე შესრულებული ძვ. წ. III საუკუნის წარწერები, რომელთა შორისაა ჰესიოდეს პოეტური ქმნილებები, ხაზები ევრიპიდეს ნამუშევრებიდან, მაკედონური თვეების სია და ერვანდუნთა დინასტიის მეფეების სახელები.

V საუკუნის სომეხი ისტორიკოსის, მოვსეს ხორენაცის მიხედვით, არმავირი იყო სომხეთის სამეფოს პირველი დედაქალაქი (თუმცა, გეოგრაფიული თვალსაზრისით, სომხეთის პირველი დედაქალაქი იყო ვანი).[2] მოვსეს ხორენაცი გადმოგვცემს, რომ პართიის მეფე ვალარსაქე დასახლდა არმავირში (დაახლ. ძვ. წ. 149 წ.), ააგო ტაძარი და ბაგრატუნების დინასტიის პრინცს, სმბატს, მისი რელიგიის უარყოფა და კერპებისადმი თაყვანისცემა მოსთხოვა,[3] მაგრამ სმბატმა უარით უპასუხა. მოვსეს ხორენაცი, ასევე, მოგვითხრობს, რომ როდესაც მეფე ტიგრან II-მ (რომლის მეფობის თარიღადაც ის ძვ. წ. 90-36 წლებს ასახელებს) ეგვიპტის დედოფალ კლეოპატრას გამო შურის საძიებლად პალესტინაში სამხედრო ექსპედიცია გაგზავნა, მან მრავალი ებრაელი ტყვე იგდო ხელთ, რომლებიც არმავირსა და ვარდგესში დაასახლა.[4] მოვსესი იმასაც აღნიშნავს, რომ ებრაელები, მოგვიანებით, არმავირიდან ერვანდაშატში გადაიყვანეს, ხოლო შემდეგ, მეფე არტაშეს I-ის მმართველობისას კიდევ ერთხელ გადაასახლეს ახალ დედაქალაქ არტაშატში.[5] როდესაც სპარსეთის მეფე შაპურ II სომხეთში შეიჭრა (360-370 წწ.), მან არტაშატიდან 30 000 სომხური და მეფე ტიგრანის მიერ პალესტინიდან გადმოსახლებული 9 000 ებრაული ოჯახი გამოყარა და შემდეგ მთლიანად გაანადგურა ქალაქი.[6] ანტიკურ პერიოდში არმავირი აიღეს სელევკიდებმა, პართიელებმა, რომის იმპერიამ, სასანიანებმა და ბიზანტიის იმპერიამ, სანამ, საბოლოოდ, 645 წელს არაბების ხელში არ გადავიდა.

არმავირი შუა საუკუნეებში

არაბთა მმართველობა IX საუკუნის პირველ მეოთხედამდე გაგრძელდა. IX საუკუნეში კი რეგიონში საჯიდები გაბატონდნენ. მოგვიანებით, რეგიონში გავლენა ქართველმა ბაგრატიონებმა მოიპოვეს, თუმცა ბიზანტიის იმპერიამ 1045 წელს ხელახლა დაიპყრო იგი. 1064 წელს ის თურქ-სელჩუკების ხელში გადავიდა, რომლებმაც ქალაქს სარდარაპატი უწოდეს. სელჩუკების დაკნინების შემდეგ, რეგიონი ქართველების, სომხების, ილდეღიზიდებსა და ხვარაზმის იმპერიის ხელში იყო. 1239 წელს იგი მონღოლებმა დაიპყრეს და 1256 წელს ჰულაგუიანთა სახელმწიფო დააარსეს. 1353 წელს რეგიონი ჩობანიდების, 1357 წელს ჯალაირიდების, 1388 წელს კი ყარა-ყოიუნლუს ხელში გადავიდა. 1400 წელს ის თემურლენგმა დაიპყრო. ყარა-იუსუფმა 1407 წელს რეგიონი თემურიდების იმპერიისაგან დაიბრუნა, თუმცა თემურიდმა მმართველმა შაჰრუხმა ხელახლა დაიბრუნა რეგიონი 1421 და 1429 წლებში. 1447 წელს იგი ყარა-ყოინლუს მმართველმა ჯაჰან-შაჰმა დაიპყრო.

ოსმალურ-სპარსული მმართველობა

ყარა-ყოინლუს მმართველობა გაგრძელდა 1468 წლამდე, სანამ აყ-ყოიუნლუს მმართველმა, უზუნ-ჰასანმა არ დაიპყრო იგი. აყ-ყოინლუს ბატონობა 1501 წლამდე, მისი ისმაილ I-ის მიერ დაპყრობამდე გაგრძელდა. რეგიონი დროებით დაიპყრო ოსმალეთის იმპერიამ 1514, 1534, 1548 და 1553 წლებში. მოგვიანებით, ოსმალებმა კვლავ დაიპყრეს იგი 1585 წელს, თუმცა 1603 წელს ის სპარსეთის სეფიანმა შაჰმა, აბას I-მა დაიპყრო, რომლის დროსაც არმავირელი სომხები სპარსეთში გადაასახლეს და ძველი არმავირი საბოლოოდ მიატოვეს.

დასახლება მიტოვებულად რჩებოდა 1613 წლამდე, სანამ შვიდმა სომხურმა ოჯახმა ძველი არმავირის ნაქალაქარიდან აღმოსავლეთით ერთ კილომეტრში ახალი სოფელი არ ააშენა.

1635-1636 და 1724-1736 წლებში იგი ოსმალების მიერ იყო ოკუპირებული. სეფიანთა იმპერიის დაცემის შემდეგ, არმავირი ერევნის სახანოს ნაწილი გახდა.

რუსული მმართველობა

რუსეთ-ირანის ომის (1826-1828) დაწყების მიზეზი გახდა სპარსელთა მოთხოვნა 1804 და 1813 წლებში ირანის მიერ რუსეთის სასარგებლოდ დაკარგული ტერიტორიების დასაბრუნებლად. თავდაპირველად, 1826 წელს სპარსელებმა უკუაგდეს რუსები, თუმცა რუსეთის არმიის მეთაურმა, გენერალმა ივანე პასკევიჩმა დაიბრუნა სამხრეთ კავკასიის ტერიტორიები და მას ერევნის სახანოს ტერიტორიებიც შეუერთა (1827 წ.).

რეგიონი ოფიციალურად სპარსეთიდან რუსეთის ხელში 1828 წელს თურქმენჩაის ზავის შედეგად გადავიდა. არმავირი სარდარაპატის მაზრა გახდა სომხეთის ოლქის შემადგენლობაში, რომელიც, თავის მხრივ, 1840 წელს ერევნის გუბერნიად ჩამოყალიბდა. ეს მდგომარეობა 1917 წლის თებერვლის რევოლუციამდე გაგრძელდა.

1917 წლის რევოლუცია და სომხეთ-ოსმალეთის ომი

თებერვლის რევოლუციის შემდეგ რეგიონში მმართველობა მოიპოვა რუსეთის დროებითი მთავრობის სპეციალურმა ამიერკავკასიის კომიტეტმა, შემდეგ კი ხანმოკლე ამიერკავკასიის დემოკრატიულმა ფედერაციულმა რესპუბლიკამ. 1918 წლის მაისში, როდესაც ეს უკანასკნელი დაიშალა, რეგიონი სომხეთის დემოკრატიული რესპუბლიკის შემადგენლობაში მოექცა, რომელმაც თვალსაჩინო როლი ითამაშა სომხეთის ისტორიაში სარდარაპატის ბრძოლის გამო. აქ სომხეთის ჯარმა დაამარცხა ოსმალური არმია, რომელიც მიზნად ერევნის აღებას ისახავდა.

მიუხედავად ამისა, ოსმალეთმა მაინც დაიკავა ერევნის გუბერნიის უდიდესი ნაწილი და აიძულა სომხები ხელი მოეწერათ ბათუმის ხელშეკრულებისათვის 1918 წლის ივნისში. ოსმალეთის ჯარებმა უკან დაიხიეს მუდროსის დროებითი ზავის ხელმოწერის შემდეგ და არმავირი დაუბრუნდა სომხეთის დემოკრატიულ რესპუბლიკას 1918 წლის ნოემბერში.

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. ჰაკობიანი, თადევოს (2007). Հայաստանի Պատմական Աշխարհագրություն [სომხეთის ისტორიული გეოგრაფია] (სომხ.). ერევანი: ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამოცემა, გვ. 133. 
  2. (ფრანგული) Tirac'yan, Georg. "Armawir." Translated from Armenian by Aida Tcharkhtchian and edited by Jean-Pierre Mahé. Revue des Études Arméniennes. vol. 27, 1998-2000, p. 137.
  3. (სომხური) მოვსეს ხორენაცი. სომხეთის ისტორია, V საუკუნე (Հայոց Պատմություն, Ե Դար). Annotated translation and commentary by Stepan Malkhasyants. Gagik Kh. Sargsyan (ed.) Yerevan: Hayastan Publishing, 1997, 2.8, გვ. 128-129. ISBN 5-540-01192-9.
  4. მოვსეს ხორენაცი. სომხეთის ისტორია, 2.16, გვ. 136. აღსანიშნავია, რომ თანამედროვე ისტორიკოსები დარწმუნებულნი არ არიან, რომ ტიგრან II კვლავ ცოცხალი იყო, როდესაც კლეოპატრა ეგვიპტის დედოფალი გახდა .
  5. მოვსეს ხორენაცი. სომხეთის ისტორია, 2.49, გვ. 164.
  6. ებრაული ენციკლოპედია, vol. 1, გვ. 116-17.

Read other articles:

Suborbital spaceplane for space tourism SpaceShipTwoSpaceShipTwo VSS Unity in the Virgin Galactic Final Assembly Integration Test HangarManufacturerScaled Composites(VSS Enterprise)The Spaceship Company(VSS Unity)Country of originUnited StatesOperatorVirgin GalacticApplicationsSuborbital space tourism SpecificationsSpacecraft typeCrewed spaceplaneLaunch mass13,154 kg (29,000 lb)Dry mass6,123 kg (13,500 lb)Crew capacity8Volume14 m3 (500 cu ft) pressurizedRegi...

 

Schema der Anreicherung von Schadstoffen in einer Nahrungskette Bioakkumulation ist die Anreicherung einer Substanz in einem Organismus durch Aufnahme aus dem umgebenden Medium oder über die Nahrung (siehe Nahrungskette). Der Begriff Bioakkumulation wird sowohl für den Vorgang des Akkumulierens verwendet als auch für die Kennzeichnung des erreichten Momentan- oder Gleichgewichtszustandes. Inhaltsverzeichnis 1 Bioakkumulation als physiologischer Vorgang 2 Bioakkumulationsfaktor 3 Biomagnifi...

 

Biografi ini memerlukan lebih banyak catatan kaki untuk pemastian. Bantulah untuk menambahkan referensi atau sumber tepercaya. Materi kontroversial atau trivial yang sumbernya tidak memadai atau tidak bisa dipercaya harus segera dihapus, khususnya jika berpotensi memfitnah.Cari sumber: Yesung – berita · surat kabar · buku · cendekiawan · JSTOR (April 2018) (Pelajari cara dan kapan saatnya untuk menghapus pesan templat ini) Ini adalah nama Korea; margan...

В Википедии есть статьи о других людях с такой фамилией, см. Татищев. Василий Никитич Татищев Дата рождения 19 (29) апреля 1686 или 29 апреля 1686(1686-04-29)[1] Место рождения Псковский уезд, Русское царство Дата смерти 15 (26) июля 1750[2] (64 года) или 26 июля 1750(1750-07-26)[1] (64 �...

 

Union CanalMap of Pennsylvania's historic canals and connecting railroadsSpecificationsLocks93StatusAbandoned except for historic interestHistoryOriginal ownerUnion Canal CompanyPrincipal engineerCanvass WhiteConstruction began1811Date completed1828Date closed1885GeographyStart pointReading, Pennsylvania, U.S.End pointMiddletown, Pennsylvania, U.S.Branch(es)Branch Canal to Pine GroveConnects toSchuylkill Canal, Pennsylvania Canal (Eastern Division) The Union Canal was a towpath canal that ex...

 

Sporting event delegationLatvia at the2008 Summer OlympicsIOC codeLATNOCLatvian Olympic CommitteeWebsitewww.olimpiade.lv (in Latvian and English)in BeijingCompetitors50 in 11 sportsFlag bearers Vadims Vasiļevskis (opening)Māris Štrombergs (closing)MedalsRanked 45th Gold 1 Silver 1 Bronze 1 Total 3 Summer Olympics appearances (overview)19241928193219361948–1988199219962000200420082012201620202024Other related appearances Russian Empire (1908–1912) Soviet Union (1952...

Fernando Cento BiografiKelahiran10 Agustus 1883 Pollenza (en) Kematian13 Januari 1973 (89 tahun)Roma Apostolic nuncio in Portugal (en) Portugal 26 Oktober 1953 – 1958 Apostolic nuncio to Belgium (en) Belgia 9 Maret 1946 – Apostolic Nuncios to Ecuador (en) Ekuador 6 Agustus 1937 – 26 November 1937 Apostolic nuncio to Perú (en) Peru 25 Juli 1936 – Titular archbishop (en) 24 Juni 1926 – Keuskupan: Seleucia Pieria (en) Apostolic Nuncio to Venezuela (en) Venezue...

 

Disambiguazione – Se stai cercando altri significati, vedi Procuratore generale (disambigua). Questa voce o sezione sull'argomento diritto penale non cita le fonti necessarie o quelle presenti sono insufficienti. Puoi migliorare questa voce aggiungendo citazioni da fonti attendibili secondo le linee guida sull'uso delle fonti. Segui i suggerimenti del progetto di riferimento. Il sigillo del Dipartimento di Giustizia degli Stati Uniti d'America Il procuratore generale, noto in inglese ...

 

Radio access technology for 5G networks 5G NR (New Radio)[1] is a radio access technology (RAT) developed by the 3rd Generation Partnership Project (3GPP) for the 5G (fifth generation) mobile network.[1] It was designed to be the global standard for the air interface of 5G networks.[2] It is based on orthogonal frequency-division multiplexing (OFDM), as is the 4G (fourth generation) long-term evolution (LTE) standard. The 3GPP specification 38 series[3] provide...

Bicameral national legislature of Nicaragua prior to the 1979 revolution Politics of Nicaragua Constitution Abortion law LGBT rights Executive President Daniel Ortega Vice President Rosario Murillo Legislature National Assembly President: Gustavo Porras Cortés Administrative divisions Departments Municipalities Elections Recent elections General: 201120162021 Political parties Foreign relations Ministry of Foreign Affairs Minister: Denis Moncada Colindres Diplomatic missions of / in Nicaragu...

 

ХристианствоБиблия Ветхий Завет Новый Завет Евангелие Десять заповедей Нагорная проповедь Апокрифы Бог, Троица Бог Отец Иисус Христос Святой Дух История христианства Апостолы Хронология христианства Раннее христианство Гностическое христианство Вселенские соборы Н...

 

Motor vehicle Audi S8Audi S8 at the 2013 Tokyo Motor ShowOverviewManufacturerAudi Sport GmbHProduction1996–presentModel years1996–presentAssemblyGermany: NeckarsulmBody and chassisClassFull-size luxury car (F)Body style4-door sedanLayoutLongitudinal F4 layout (quattro)PlatformVolkswagen Group D platformMLBRelatedAudi A8Bentley Flying Spur V8PowertrainEngine(D2) V8 4.2 L. (Volkswagen Group)(D3) V10 5.2 L. (Lamborghini)(D4/D5) V8 4.0 L. (CTGA)ChronologyPredecessorAudi V8 Logotype ...

This article needs additional citations for verification. Please help improve this article by adding citations to reliable sources. Unsourced material may be challenged and removed.Find sources: Wellington West Coast and Taranaki Regiment – news · newspapers · books · scholar · JSTOR (March 2022) (Learn how and when to remove this message) Wellington West Coast and Taranaki RegimentActive1948–2012Country New ZealandBranch New Zealand ArmyTypeInf...

 

This article has multiple issues. Please help improve it or discuss these issues on the talk page. (Learn how and when to remove these template messages) This article needs additional citations for verification. Please help improve this article by adding citations to reliable sources. Unsourced material may be challenged and removed.Find sources: List of political parties in Thailand – news · newspapers · books · scholar · JSTOR (February 2019) (Learn...

 

Artikel ini sebatang kara, artinya tidak ada artikel lain yang memiliki pranala balik ke halaman ini.Bantulah menambah pranala ke artikel ini dari artikel yang berhubungan atau coba peralatan pencari pranala.Tag ini diberikan pada Desember 2022. Artikel ini sebatang kara, artinya tidak ada artikel lain yang memiliki pranala balik ke halaman ini.Bantulah menambah pranala ke artikel ini dari artikel yang berhubungan atau coba peralatan pencari pranala.Tag ini diberikan pada Oktober 2022. Mario ...

Member of the government of Finland Politics of Finland State Constitution Declaration of Independence Human rights Law enforcement Military Executive President (list) Alexander Stubb Prime Minister (list) Petteri Orpo Government Ministries (list) Legislative Parliament Speaker: Jussi Halla-aho Judiciary General Courts Supreme Court Courts of Appeal District Courts Administrative Courts Supreme Administrative Court Regional Administrative Courts Prosecutor General Chancellor of Justice Recent...

 

Form of capitalism For welfare state capitalism, the economic totalitarian private enterprise medical welfare state, see Health_care_rationing § Economic_totalitarian_market-driven_medical_welfare_state. For the specific models in Western and Northern Europe commonly described as welfare capitalism, see Rhine capitalism and Nordic model. This article includes a list of general references, but it lacks sufficient corresponding inline citations. Please help to improve this article by intr...

 

German actor (1861–1934) Wilhelm DiegelmannWilhelm Diegelmann in 1927Born(1861-09-28)28 September 1861Ellers, Neuhof, Electorate of HesseDied1 March 1934(1934-03-01) (aged 72)Berlin, Nazi GermanyOccupationActorYears active1915–1933 Wilhelm Diegelmann (28 September 1861 – 1 March 1934) was a German actor. Career Diegelmann's first stage appearance was in 1878 in the chorus for the Frankfurt Opera. In 1881 he debuted at the Frankfurt City Theater, playing King Lear, William ...

Nigerian media personality (born 1984) Toke MakinwaNovember 2018 GTBank Fashion Weekend Cocktail Party led by en:Jemima Osunde and Toke MakinwaBorn (1984-11-03) 3 November 1984 (age 39)[1]Lagos StateAlma materUniversity of LagosOccupationsRadio personalitytelevision hostvloggerentrepreneurauthoractorYears active2010–presentSpouse Maje Ayida ​(m. 2014⁠–⁠2017)​[2][3]WebsiteOfficial website Toke Makinwa (bo...

 

Artikel ini perlu diwikifikasi agar memenuhi standar kualitas Wikipedia. Anda dapat memberikan bantuan berupa penambahan pranala dalam, atau dengan merapikan tata letak dari artikel ini. Untuk keterangan lebih lanjut, klik [tampil] di bagian kanan. Mengganti markah HTML dengan markah wiki bila dimungkinkan. Tambahkan pranala wiki. Bila dirasa perlu, buatlah pautan ke artikel wiki lainnya dengan cara menambahkan [[ dan ]] pada kata yang bersangkutan (lihat WP:LINK untuk keterangan lebih lanjut...