ანისი

ანისი*
იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი

ქალაქ ანისის ნანგრევები
ქვეყანა თურქეთის დროშა თურქეთი
ტიპი კულტურული
კრიტერიუმები ii, iii, iv
სია [1]
რეგიონი** ევროპა და ჩრდილოეთ ამერიკა
კოორდინატები 40°30′27″ ჩ. გ. 43°34′22″ ა. გ. / 40.50750° ჩ. გ. 43.57278° ა. გ. / 40.50750; 43.57278
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 2016  (40-ე სესია)
ნომერი 1518
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 1518
ინგლ.რუს.ფრ.

ანისი (სომხ. Անի, თურქ. Ani, ლათ. Abnicum[1][2]) — შუა საუკუნეების დანგრეული ქალაქი. მდებარეობს თურქეთის პროვინცია ყარსში, სომხეთის საზღვრის მახლობლად.

961-1045 წლებში იყო სომხური ანისის სამეფოს დედაქალაქი. აღნიშნული სახელმწიფო მოიცავდა თანამედროვე სომხეთის უდიდეს და აღმოსავლეთ თურქეთის გარკვეულ ტერიტორიას. ქალაქი გაშენებული იყო მდინარე ახურიანის ხეობაში მდებარე სამკუთხედის ფორმის მაღლობზე, რომელიც უზრუნველყოფდა მის ბუნებრივ დაცვას. ანისს უწოდებენ 1001 ეკლესიის ქალაქს[3], მასზე გადიოდა რამდენიმე სავაჭრო გზა. ანისის შენობები, სასახლეები და ციხესიმაგრეები გამოირჩეოდა მხატვრული და ტექნიკური ღირებულებებით[4][5].

თავისი განვითარების უმაღლეს ეტაპზე ქალაქში ცხოვრობდა 100 000-ზე მეტი ადამიანი და მეტოქეობას უწევდა კონსტანტინოპოლს, ბაღდადს და დამასკოს[6]. ქალაქი ანისი 1319 წლის მიწისძვრის შედეგად განადგურდა[7].

ისტორია

ეტიმოლოგია

სომეხი ისტორიკოსები, კერძოდ, ეღიშე და ლაზარ ფარპეცი, ქალაქს პირველად მოიხსენიებენ V საუკუნეში[6]. ისინი მას აღწერენ როგორც კამსარაკანის მიუდგომელ ციხესიმაგრეს. ქალაქმა სახელწოდება მიიღო ციხესიმაგრისა და წარმართული დასახლების ანი-კამაჰისაგან, რომელიც მდებარეობდა კარინის რეგიონ დარანაგში[6]. გარკვეული პერიოდი ანისი ცნობილი იყო ხნამქის (სომხ. Խնամք) სახელწოდებით. ისტორიკოსებს შორის არ არსებობს კონსენსუსი იმის შესახებ, თუ რატომ ეწოდება ქალაქს ეს სახელი. გერმანელი ლინგვისტი, სომხური ენის მცოდნე ჰაინრიხ ჰიუბშმანი, ვარაუდობს, რომ სიტყვა შეიძლება მომდინარეობდეს სომხური სიტყვიდან „ხნამელი“ (სომხ. խնամել) – „ზრუნვა“[6].

ანისის სამეფოს დედაქალაქი

IX საუკუნის დასაწყისში კამსარაკანების ტერიტორია არშარუნიქში და შირაქში, რომელიც მოიცავდა ანისსაც, გადავიდა ბაგრატუნების დინასტიის მფლობელობაში[8]. მათი სიუზერენი აშოტ IV (806-827 წწ.) ხალიფატისაგან 804 წელს იღებს სომხეთის იშხანაც-იშხანის (ერისთავთერისთავის) ტიტულს[9]. ბაგრატუნების პირველი დედაქალაქი ხდება ბაგარანი, რომელიც მდებარეობდა ანისიდან სამხრეთით 40 კილომეტრში, შემდეგი დედაქალაქია შირაკავანი (მდებარეობს ანისიდან სამხრეთით 25 კმ.). 929 წელს დედაქალაქი ხდება ყარსი. 961 წელს აშოტ III-ს დედაქალაქი გადააქვს ანისში[10]. ქალაქი განსაკუთრებით სმბატ II-ის (977-989 წწ.) მეფობის პერიოდში გაძლიერდა. 992 წელს დვინიდან აქ გადმოიტანეს საკათალიკოსო ცენტრი. X საუკუნეში ქალაქში ცხოვრობდა 50-დან 100 ათასამდე ადამიანი[11].

ანისმა განვითარების პიკს მიაღწია გაგიკ I-ის (989-1020 წწ.) მმართველობის პერიოდში. მისი გარდაცვალების შემდეგ დაიწყო ბრძოლა ტახტისათვის მის ორ მემკვიდრეს შორის, გამარჯვებული გახდა უფროსი ოვანეს-სმბატი (1020–1041 წწ.), რომლის მმართველობაშიც გადავიდა ქალაქი ანისი. ბიზანტიის იმპერიის თავდასხმის შიშით ოვანეს-სმბატმა თავის მემკვიდრედ გამოაცხადა ბიზანტიის იმპერატორი ბასილი II. 1022 წლის იანვარში ბიზანტიაში გაემგზავრა კათალიკოსი პეტროს I, რომელმაც ბასილი II-ს გადასცა წერილი, რომლის მიხედვითც ოვანეს-სუმბატი იმპერატორს სთხოვდა დაეკავებინა ანისის ტახტი მისი გარდაცვალების შემდეგ[12]. ოვანეს-სუმბატი გარდაიცვალა 1041 წელს, ბასილი II-ის მემკვიდრემ მიხეილ IV-მ, თავისი ხელისუფლება დაამყარა ანისზე. ანისის ახალი მეფე გაგიკ II (1041–1045 წწ.) ეწინააღმდეგებოდა ბიზანტიელებს, ისინი შეეცადნენ ქალაქის ხელში ჩაგდებას, მაგრამ წარუმატებლად. 1045 წელს პრობიზანტიური მოქალაქეების წაქეზებით ანისი ჩაბარდა ბიზანტიას და მისი მმართველი გახდა ბერძენი გუბარნატორი[6].

კულტურულ-ეკონომიკური ცენტრი

ქალაქის გეგმა

ანისი თავიდანვე მდებარეობდა სავაჭრო გზაზე და გახდა მთავარი სავაჭრო კვანძი. ქალაქის მთავარი სავაჭრო პარტნიორები იყვნენ ბიზანტია და სპარსეთის იმპერია, არაბები და ცენტრალური აზიისა და რუსეთის წვრილ-წვრილი ერები[6].

დაცემა

ანისი განიცდიდა ბიზანტიელების თავდასხმას და გაძარცვეს თურქ-სელჩუკებმა.

1064 წელს ანისს თავს დაესხა თურქ-სელჩუკების სულთანი ალფ-არსლანი და 25-დღიანი ალყის შემდეგ აიღო ქალაქი. 1072 წელს სელჩუკებმა ანისი ქურთული წარმოშობის შედადიანების დინასტიას მიჰყიდეს. შედადიანები თავდაპირველად მშვიდობიან პოლიტიკას აწარმოებდნენ ანისის მიმართ, მაგრამ მას შემდეგ რაც შეუწყნარებლობა გამოიჩინეს ადგილობრივების მიმართ დახმარების თხოვნით მიმართეს საქართველოს მეფეს დავით აღმაშენებელს, რომელმაც აიღო კიდეც ქალაქი 1124 წელს და გაათავისუფლა შედადიანებისაგან. ანისის ქართველებმა კვლავ გაათავისუფლეს 1161 და 1174 წლებში, თუმცა მას ისევ შედადიანები იბრუნებდნენ. 1199 წელს ქართველთა მეფე თამარის ჯარმა აიღო ანისი, შედადიანები გააძევა და მის მმართველებად დანიშნა ზაქარია და ივანე მხარგრძელები.

ანისის ძეგლები

ანისში ყველა ნაგებობა აგებულია ადგილობრივი ვულკანური ბაზალტის ქვის გამოყენებით. იგი ადვილად იკვეთება და გამოირჩევა მრავალფეროვანი მკვეთრი ფერებით. ანისში დღემდე შემორჩენილი ყველაზე მნიშვნელოვანი ძეგლები ასეთია.

ანისის საკათედრო ტაძარი

ანისის საკათედრო ტაძარი

ასევე ცნობილია სურფ ასტვაწაწინის სახელით, ანუ ანისის ღვთისმშობლის ეკლესია. აგებულია 989-1001 წლებში ბაგრატუნების კარის არქიტექტორ თრდატის პროექტის მიხედვით და თითქმის ნახევარი საუკუნის განმავლობაში იყო კათოლიკოსის, სომხური სამოციქულო ეკლესიის მეთაურის ადგილსამყოფელი. ამჟამად ტაძარი ნაწილობრივ დანგრეულია.

ტაძარი რომელიც აგებულია ანისის აღმოსავლეთ ნაწილში, ქალაქის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ღირსშესანიშნაობა იყო. მისი მშენებლობა დაიწყო 989 წელს ჯერ კიდევ სმბატ II-ის სიცოცხლეში და დასრულდა 1001 წელს გაგიკ I-ის მეუღლის კატრანიდე II-ის მიერ.

1064 წელს, სელჩუკების მიერ ანისის დაპყრობის შემდეგ, ტაძარი მეჩეთად გადაკეთდა. მოგვიანებით იგი კვლავ დაუბრუნდა სომხურ ეკლესიას. საბოლოოდ მას ზიანი მიაყენა 1319 წლის მიწისძვრამ, როდესაც მისი კონუსური გუმბათი ჩამოინგრა. ამის შემდეგ, ანისი თანდათან მიატოვეს და ეკლესია აღარ მოქმედებდა. ეკლესიის ჩრდილო-დასავლეთი კუთხე ძლიერ დაზიანდა 1988 წლის სპიტაკის მიწისძვრის შედეგად[13].

წმინდა სტეფანეს ეკლესია

ანისის ქართული ეკლესია

ეკლესია იყო დარბაზული ტიპის, ნაგები კარგად ნათალი ქვის კვადრებით. ინტერიერი 3 ნაწილად იყოფა ლილვებითა და თაღნარით. ამჯერად ეკლესია მთლიანად დანგრეულია დარჩენილია მხოლოდ ჩრდილოეთი კედელი. ეკლესია გათხარა და მოგვიანებით გამოაქვეყნა ნიკო მარმა. სამხრეთ კედლის ნანგრევებში მან 1912 წელს აღმოაჩინა ვრცელი წარწერა, რომელიც ახლა დაკარგულია. 30 სტრიქონიანი წარწერა ეკუთვნოდა ეპიფანე მცხეთის კათალიკოსს. წარწერა 1218 წლით თარიღდება და ამის გამო ეკლესიის მშენებლობის პერიოდადაც XIII საუკუნე იყო მიჩნეული. თუმცა ეს წარწერა არ შეიცავს მშენებლობის შესახებ არანაირ ცნობას და დამათარიღებლად ვერ გამოდგება. ზოგიერთი ისტორიკოსის მოსაზრებით ეკლესია XI საუკუნის მეორე ნახევარში უნდა აეგოთ. ეკლესიის ჩრდილოეთ კედელზე, თაღებს ქვეშ ორი ფიგურული კომპოზიციაა, ქვაში ნაქანდაკევი, ელისაბედის და მარიამის შეხვედრა და ხარება, თეთრი საღებავით მიწერილი აქვს ასომთვრულად განმარტებითი წარწერები. ასომთავრული მინაწერები ეკლესის გარე ფასადზეც არის[14].

გრიგოლ განმანათლებლის (ტიგრან ჰონენცის) ეკლესია

ტიგრან ჰონენცის ეკლესია

ეთნიკურად სომეხის, ქალკედონელი (მართლმადიდებელი სომეხი) ტიგრან ჰონენცის მიერ აგებული ქართული ეკლესია ანისის ტერიტორიაზე. შედიოდა ანისის ქართულ ეპარქიაში. ეკლესიის აღმოსავლეთ კედელზე ამოტვიფრული წარწერის თანახმად, აშენებულია 1215 წელს მდიდარი ვაჭრის, ტიგრან ჰონენცის ფინანსებით[15].

ტაძარი აგებულია გრიგოლ განმანათლებლის სახელზე და მეორე სახელი ეწოდა ამშენებლის სახელის მიხედვით. ეკლესია მდებარეობს ანისის ნაქალაქარის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში და გადაჰყურებს მდინარე ახურიანის ხეობას. ძეგლი მდებარეობს თურქეთის უკიდურეს აღმოსავლეთში, ყარსის პროვინციაში, სომხეთის საზღვრიდან 120 მეტრში.

ეკლესია მოხატულია და მასზე უამრავი წარწერა გვხვდება. მოხატულობა ქართველი მხატვრების მიერაა შესრულებული. ასევე გვხვდება ქართული წარწერებიც. ტაძრის მშენებლობის პერიოდში ანისი ქართველების კონტროლის ქვეშ იყო, რაც ხსნის ფრესკების ქართულ წარმოშობას.

მაცხოვრის ეკლესია

ეკლესიის მშენებლობა დასრულებულია 1035 წლის შემდეგ პერიოდში. მას ჰქონდა უნიკალური კონსტრუქცია: გარედან 19-გვერდიანი, შინაგანად 8-აფსიდიანი, უზარმაზარი ცენტრალური გუმბათი მაღალ ბარაბანზე. იგი ააშენა უფლისწულმა აბლღარიბ ფაჰლავიდმა იმ ჯვრის წმინდა ნაწილების შესანახად, რომელზეც გააკრეს იესო ქრისტე. ეკლესია მეტწილად ხელუხლებელი იყო 1955 წლამდე, მანამ სანამ მთელი აღმოსავლეთი ნახევარი ქარიშხლის დროს არ ჩამოინგრა[16].

აბუგამრენცის წმინდა გრიგოლის ეკლესია

ეს პატარა ნაგებობა სავარაუდოდ X საუკუნის ბოლო პერიოდით თარიღდება. იგი ააშენეს როგორც ფაჰლავუნების გვარის კარის ეკლესია. აქვე, ეკლესიის ჩრდილოეთ მხარეს იყო მათი მავზოლეუმი. ეკლესიას აქვს ცენტრალიზებული გეგმა გუმბათით[17].

გაგიკის ეკლესია

ასევე ცნობილია გაგიკაშენის სახელით, აშენებულია 1001-1005 წლებს შორის პერიოდში და მიზნად ისახავდა ვაღარშაპატში მდებარე ზვართნოცის ცნობილი ტაძრის მცირე ასლის შექმნას. ტაძრის საფუძველი აღმოაჩინა ნიკო მარმა 1905-1906 წლებში. მანამდე ეკლესიის ადგილზე უზარმაზარი მიწაყრილი იყო. ტაძრის მშენებელი იყო ცნობილი სომეხი არქიტექტორი თრდატი. როგორც ცნობილია ეკლესია აშენებიდან ძალიან მალევე ჩამოინგრა და მის ნანგრევებზე მოგვიანებით ააშენეს სახლები. თრდატის გეგმა ზუსტად მიყვება ზვართნოცის გეგმას.[18]

წმინდა მოციქულების ეკლესია

მისი აშენების თარიღი არ არის ცნობილი, მაგრამ მის კედლებზე არსებული წარწერებიდან ყველაზე ადრეულია 1031 წლით დათარიღებული წარწერა. იგი დააარსეს ფაჰლავუნების დინასტიის წევრებმა და გამოიყენებოდა ანის მთავარეპისკოპოსების რეზიდენციად (რომელთა უმეტესობა იმ დინასტიას ეკუთვნოდა). მას აქვს ჩაწერილი ოთკუთხედის სახეობის გეგმა. ეკლესიიდან მხოლოდ ფრაგმენტებია შემორჩენილი, მაგრამ ეკლესიის სამხრეთის მხარეს აშენებული ნართექსი ულამაზესი ქვის ნაკეთობებით, ნაწილობრივ ხელუხლებელია. მინაშენი თარიღდება XIII საუკუნით. ეკლესიის გარშემო არსებობდა არაერთი ნაგებობა, რომლებიც ნიკო მარმა გათხარა 1909 წელს, მაგრამ ამჟამად ისინი განადგურებულია.[19]

მანუჩარის მეჩეთი

მანუჩარის მეჩეთი

მანუჩარის მეჩეთმა სახელი მიიღო მისი ამშენებლის, შედადიანების დინასტიის (ანისს მართავდნენ 1072 წლის შემდეგ) წარმომადგენლის მანუჩარ იბნ შაბურის მიხედვით. მეჩეთის შემორჩენილი უძველესი ნაწილი მისი ჯერ კიდევ უცვლელი მინარეთია. სალოცავი დარბაზი, რომლის ნახევარი გადარჩა, თარიღდება XII-XIII საუკუნეებით. 1906 წელს მეჩეთი ნაწილობრივ შეკეთდა, რათა მასში განთავსებულიყო საზოგადოებრივი მუზეუმი, რომელშიც ნიკო მარის გათხრების შედეგად ნაპოვნი საგნები განთავსებულიყო. მეჩეთის რესტავრაცია დაიწყო 2020 წელს[20].

ციტადელი

ანისის ნაქალაქარის სამხრეთ ნაწილში, გორაზე, მდებარეობდა შიდა ციხე. მას აქვს საკუთარი თავდაცვითი კედლები, რომლებიც თარიღდება იმ პერიოდით, როდესაც კამსარაკანის დინასტია მართავდა ანისს (ახ. წ. VII საუკუნე). ნიკო მარმა ციტადელის ტერიტორია გათხარა 1908-1909 წლებში. მან ანისის ბაგრატუნ მეფეთა სასახლის ნანგრევები გამოავლინა, რომლებსაც ციტადელის უმაღლესი ნაწილი ეკავათ. ასევე ციხესიმაგრის შიგნით ჩანს სამი ეკლესიის ნანგრევი და კიდევ რამდენიმე დაუდგენელი ნაგებობის კვალი. ერთ-ერთი ეკლესია, „სასახლის ეკლესია“ ანისის ყველაზე ძველი შემორჩენილი ეკლესიაა, რომელიც თარიღდება VI ან VII საუკუნეებით. ნიკო მარმა ამ ეკლესიის სასწრაფო აღდგენა დაიწყო, თუმცა ამჟამად ეკლესია დანგრეულია, სავარაუდოდ 1966 წლის მიწისძვრის შედეგად.[21]

გალავანი

ანიის იცავდა კედლების მთელი წყება. ყველაზე ძლიერი თავდაცვა იყო ქალაქის ჩრდილოეთ მხარეს, ეს ნაქალაქარის ერთადერთი ნაწილია, რომელიც არ არის დაცული მდინარეებით ან ხევებით. ამ ადგილზე ქალაქი დაცული იყო კედლების ორმაგი ხაზით, გაცილებით მაღალი შიდა კედლით, რომელშიც ჩართულია მრავალი დიდი და მცირე მანძილით დაშორებული ნახევარწრიული კოშკები. მემატიანეები კედლის აგებას ანისის მეფე სმბატ II-ს (977–989 წწ.) მიაწერენ. მოგვიანებით, მომდევნო მმართველებმა გაამყარეს სმბატის მიერ აგებული კედლები უფრო მეტი კოშკის დამატებით. XII-XIII საუკუნეების სომხური წარწერები გვიჩვენებს, რომ ამ ახალი კოშკების აგების საფასურის ნაწილი კერძო პირებმა გადაიხადეს. ჩრდილოეთის კედლებს ჰქონდა სამი კარიბჭე, რომლებიც ცნობილია როგორც ლომის კარიბჭე, ყარსის კარიბჭე და დვინის კარიბჭე[22].

სხვა ძეგლები

ანისში კიდევ მრავალი სხვა მცირე ძეგლია. მათ შორისაა ქალწულთა სამლოცველოს სახელით ცნობილი მონასტერი; ეკლესია, რომელსაც იყენებდნენ ქალკედონელი სომხები; მდინარე ახურიანზე ერთი თაღოვანი ხიდის ნაშთები; მრავალი ზეთის საწნეხისა და რამდენიმე აბანოს ნანგრევები; მეორე მეჩეთის ნაშთები ჩამონგრეული მინარეთით; სასახლე, რომელიც სავარაუდოდ XIII საუკუნით თარიღდება; რამდენიმე სხვა სასახლისა და მცირე საცხოვრებლის საფუძველი; რამდენიმე ქუჩა ცოტა ხნის წინ გათხრილი ნაშთებით და ა. შ.

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. ANI. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-27. ციტირების თარიღი: 2011-10-29.
  2. Виртуальный Ани (англ., тур.). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-27. ციტირების თარიღი: 2011-10-29.
  3. Hakobyan, Tadevos Kh. (1980). Անիի Պատմություն, Հնագույն Ժամանակներից մինչև 1045 թ. [The History of Ani, from Ancient Times Until 1045], vol. I. Yerevan: Yerevan State University Press, pp. 214–217.
  4. Sim, Steven. VirtualANI – Dedicated to the Deserted Medieval Armenian City of Ani. VirtualANI. დაარქივებულია ორიგინალიდან — იანვარი 20, 2007. ციტირების თარიღი: January 22, 2007.
  5. „Ani, a Disputed City Haunted by History“. The Economist. June 15, 2006. დაარქივებულია ორიგინალიდან — დეკემბერი 4, 2007. ციტირების თარიღი: January 22, 2007.
  6. 6.0 6.1 6.2 6.3 6.4 6.5 Кафадарян Каро Григорьевич. «Անի» [Ани] — სომხური საბჭოთა ენციკლოპედია, стр. 407—412
  7. Adalian, Rouben Paul (2010). Historical Dictionary of Armenia. Lanham, Maryland: Scarecrow Press, გვ. 83. ISBN 978-0-8108-7450-3. 
  8. Whittow, Mark (1996). The Making of Byzantium, 600–1025. Berkeley: University of California Press, გვ. 213–214. ISBN 978-0-520-20497-3. 
  9. Garsoian, Nina. «The Arab Invasions and the Rise of the Bagratuni (649—684)» in The Armenian People from Ancient to Modern Times, Volume I, The Dynastic Periods: From Antiquity to the Fourteenth Century. Ованнисян, Ричард (Ed.) New York: Palgrave Macmillan, 1997, p. 146. ISBN 978-0-312-10169-5
  10. Capitals of Armenia: Ani
  11. Redgate, Anne Elizabeth. The Armenians, 2000, p. 210.
  12. Whittow. Making of Byzantium, p. 383.
  13. Sim, Steven. The cathedral of Ani. VirtualANI. ციტირების თარიღი: January 23, 2007
  14. Sim, Steven. THE GEORGIAN CHURCH. VirtualANI. ციტირების თარიღი: February 15, 2012.
  15. Sim, Steven. The church of St. Gregory of Tigran Honents. VirtualANI. ციტირების თარიღი: January 23, 2007
  16. Sim, Steven. The church of the Redeemer. VirtualANI. ციტირების თარიღი: January 23, 2007
  17. Sim, Steven. The church of St. Gregory of the Abughamir family. VirtualANI. ციტირების თარიღი: January 23, 2007
  18. Sim, Steven. King Gagik's church of St. Gregory. VirtualANI. ციტირების თარიღი: January 23, 2007
  19. Sim, Steven. Church of the Holy Apostles. VirtualANI. ციტირების თარიღი: January 23, 2007
  20. Sim, Steven. The mosque of Minuchihr. VirtualANI. ციტირების თარიღი: January 23, 2007
  21. Sim, Steven. The citadel of Ani. VirtualANI. ციტირების თარიღი: January 23, 2007
  22. Sim, Steven. The city walls of Ani. VirtualANI. ციტირების თარიღი: January 23, 2007
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

Read other articles:

Brahim Díaz Brahim bersama Manchester City pada tahun 2017Informasi pribadiNama lengkap Brahim Abdelkader Díaz[1]Tanggal lahir 3 Agustus 1999 (umur 24)[2]Tempat lahir Málaga, SpanyolTinggi 1,70 m (5 ft 7 in)[2]Posisi bermain Gelandang serang, sayapInformasi klubKlub saat ini Real MadridNomor 21Karier junior2010–2015 Málaga2015–2016 Manchester CityKarier senior*Tahun Tim Tampil (Gol)2016–2019 Manchester City 5 (0)2019– Real Madrid 24 (2)...

 

Armungia Armùngia, ArmùnjaKomuneComune di ArmungiaLokasi Armungia di Provinsi Sardinia SelatanNegara ItaliaWilayah SardiniaProvinsiSardinia Selatan (SU)Pemerintahan • Wali kotaDonatella DessìLuas • Total54,75 km2 (21,14 sq mi)Ketinggian366 m (1,201 ft)Populasi (2016) • Total474[1]Zona waktuUTC+1 (CET) • Musim panas (DST)UTC+2 (CEST)Kode pos09040Kode area telepon070Situs webhttp://www.comune.armungia....

 

Kiacret Klasifikasi ilmiah Domain: Eukaryota Kerajaan: Plantae Divisi: Magnoliophyta Kelas: Magnoliopsida Subkelas: Asteridae Ordo: Lamiales Famili: Bignoniaceae Genus: SpathodeaP.Beauv. Spesies: Spathodea campanulataP.Beauv. Pohon hujan (Spathodea campanulata, tidak sama dengan ki hujan atau trembesi) adalah pohon asal Afrika yang biasa ditanam sebagai pelindung di taman atau tepi jalan.[1][2] Karena kuncup bunganya yang mampu memuncratkan air, dalam bahasa Sunda ia dikenal ...

American country musician Not to be confused with Jamie Johnson. Jamey JohnsonJohnson in 2016Background informationBorn (1975-07-14) July 14, 1975 (age 48)[1]Enterprise, Alabama, U.S.OriginMontgomery, Alabama, U.S.GenresCountryoutlaw country[2]Occupation(s)Singer-songwriterInstrument(s)Vocals, guitarYears active2005–presentLabelsBNA, Mercury Nashville, Big GassedWebsitejameyjohnson.comMusical artist Jamey Johnson (born July 14, 1975) is an American country music singer ...

 

Manajer Terbaik Liga Utama InggrisPremier League Manager of the SeasonPep Guardiola adalah pemenang termutakhirDiberikan kepadaManajer terbaik di suatu musim Liga Utama InggrisDisponsoriBarclaysNegaraInggrisDipersembahkan olehLiga Utama InggrisDiberikan perdana1994Pemegang gelar saat iniPep Guardiola (gelar ke-4)IkhtisarPenghargaan terbanyakAlex Ferguson (11)Paling banyak beruntunAlex Ferguson (3)Paling banyak per timManchester United (11)Paling banyak beruntun per timManchester United (3) Ma...

 

Ladda LandPoster film ThaiSutradaraSophon SakdaphisitProduserJira MaligoolChenchonnee SoonthornsarakulSuvimon TechasupinumVanridee PongsittisakDitulis olehSopana ChaowwiwatkulSophon SakdaphisitPemeranSaharat SangkapreechaPiyathida WoramusikAtipich ChutiwatkajornchaiSutatta UdomsilpPenata musikHualampong RiddimVichaya VatanasaptSinematograferKittiwat SemaratPenyuntingThammarat SumethsupachokPerusahaanproduksiGTH & Jorkwang FilmsTanggal rilis 28 April 2011 (2011-04-28) (Thail...

1976 book by Franklin W. Dixon The Witchmaster's Key AuthorFranklin W. DixonCountryUnited StatesLanguageEnglishSeriesThe Hardy BoysGenreDetective, mysteryPublisherGrosset & DunlapPublication date1976Media typePrint (hardback & paperback)Pages179 ppISBN0-448-08955-6OCLC3872831LC ClassPZ7.D644 WiPreceded byThe Mysterious Caravan Followed byThe Jungle Pyramid  Children's literature portalNovels portal The Witchmaster's Key is Volume 55 in the Hardy Boys seri...

 

العلاقات السويسرية اللوكسمبورغية سويسرا لوكسمبورغ   سويسرا   لوكسمبورغ تعديل مصدري - تعديل   العلاقات السويسرية اللوكسمبورغية هي العلاقات الثنائية التي تجمع بين سويسرا ولوكسمبورغ.[1][2][3][4][5] مقارنة بين البلدين هذه مقارنة عامة ومرجعية للد�...

 

Aḥmad ʿOrābī Primo ministro d'EgittoDurata mandatoluglio 1882 –13 settembre 1882 MonarcaTawfīq Pascià PredecessoreMahmud Sami al-Barudi SuccessoreRaghib Pascià Aḥmad Orabi (in arabo أحمد عرابي‎?, Aḥmad ʿOrābī; Hirriya Razna, 1º aprile 1841 – Il Cairo, 21 settembre 1911) è stato un ufficiale e politico egiziano[1]. Aḥmad ʿOrābī - il cui nome completo era Aḥmad Muḥammad ʿOrābī Muḥammad Wafī Muḥammad Ghānim ʿAbd Al...

Gong XiangyuInformasi pribadiNama panggilanLittle Universe (小宇宙)KewarganegaraanTiongkokLahir21 April 1997 (umur 26)Lianyungang, JiangsuKampung halamanLianyungang, JiangsuTinggi188 m (616 ft 10 in)Berat67 kg (148 pon)Spike320 cm (130 in)Blok315 cm (124 in)Informasi klubKlub saat iniJiangsuNomor16/14/6Karier TahunTim 2015–JiangsuTim nasional 2016– Tiongkok Dalam nama Tionghoa ini, nama keluarganya adalah Gong. Gong Xiangyu (Hanzi seder...

 

André Ayew Andrè Ayew con la nazionale ghanese nel 2015 Nazionalità  Francia Ghana (dal 2007) Altezza 176 cm Peso 72 kg Calcio Ruolo Centrocampista, ala Squadra  Le Havre Carriera Giovanili 2005-2007 Olympique Marsiglia Squadre di club1 2007-2008 Olympique Marsiglia9 (0)2008-2009→  Lorient22 (3)2009-2010→  Arles-Avignon25 (4)2010-2015 Olympique Marsiglia151 (44)2015-2016 Swansea City33 (11)2016-2018 West Ham Utd43 (9)2018 Swansea ...

 

French alpine skier Marielle Goitschel Marielle Goitschel Medal record Women's alpine skiing Representing  France Olympic Games 1964 Innsbruck Giant Slalom 1968 Grenoble Slalom 1964 Innsbruck Slalom World Championships 1962 Chamonix Combined 1964 Innsbruck Combined 1964 Innsbruck Giant Slalom 1966 Portillo Combined 1966 Portillo Giant Slalom 1966 Portillo Downhill 1968 Grenoble Slalom 1962 Chamonix Slalom 1964 Innsbruck Slalom 1966 Portillo Slalom 1968 Grenoble Combined Marielle Goitsche...

SMP Negeri 35 SemarangInformasiDidirikan4 Mei 2011JenisNegeriAkreditasiANomor Pokok Sekolah Nasional20328831Kepala SekolahDrs. Slamet Santosa, M.Pd NIP. 19661208 199802 1 002Rentang kelasVII sampai IXAlamatLokasiJl. R Soebagyono kelurahan Bubakan kecamatan Mijen, Semarang, Jawa Tengah, IndonesiaTel./Faks.(024) [email protected] dalam Iman, Pengetahuan, Ketrampilan, Berprestasi serta Berbudaya dan Berkarakter Bangsa Indonesia. SMP Negeri (SMPN) 35 Se...

 

Political elections for public offices in Austria This article is part of a series on thePolitics of Austria Law Constitution (B-VG) Taxation State Treaty Human rights Neutrality Supreme organs Executive President (list) Alexander Van der Bellen Chancellor (list) Karl Nehammer Vice Chancellor (list) Werner Kogler Nehammer government Cabinet · Ministers Legislature National Council Wöginger • Rendi-Wagner • Kickl • Maurer • Meinl-Reisinger • Federal Council Upper house of parliamen...

 

2017 European Athletics U23 ChampionshipsTrack events100 mmenwomen200 mmenwomen400 mmenwomen800 mmenwomen1500 mmenwomen5000 mmenwomen10,000 mmenwomen100 m hurdleswomen110 m hurdlesmen400 m hurdlesmenwomen3000 msteeplechasemenwomen4 × 100 m relaymenwomen4 × 400 m relaymenwomenRoad events20 km walkmenwomenField eventsHigh jumpmenwomenPole vaultmenwomenLong jumpmenwomenTriple jumpmenwomenShot putmenwomenDiscus throwmenwomenHammer throwmenwomenJavelin throwmenwomenCombined eventsHeptathlonwome...

This article needs additional citations for verification. Please help improve this article by adding citations to reliable sources. Unsourced material may be challenged and removed.Find sources: Vincenzo Monti – news · newspapers · books · scholar · JSTOR (December 2009) (Learn how and when to remove this message) Vincenzo Monti by Andrea Appiani, 1809 Vincenzo Monti (19 February 1754 – 13 October 1828) was an Italian poet, playwright, translator, an...

 

بطولة باوليستا 1942 تفاصيل الموسم بطولة باوليستا  البلد البرازيل  البطل نادي بالميراس  عدد المشاركين 11   بطولة باوليستا 1941  بطولة باوليستا 1943  تعديل مصدري - تعديل   بطولة باوليستا 1942 هو موسم من بطولة باوليستا. أشرف على تنظيمه Federação Paulista de Futebol [الإنجليزية]&...

 

Type of thermodynamic potential ThermodynamicsThe classical Carnot heat engine Branches Classical Statistical Chemical Quantum thermodynamics Equilibrium / Non-equilibrium Laws Zeroth First Second Third Systems Closed system Open system Isolated system State Equation of state Ideal gas Real gas State of matter Phase (matter) Equilibrium Control volume Instruments Processes Isobaric Isochoric Isothermal Adiabatic Isentropic Isenthalpic Quasistatic Polytropic Free expansion Reversibili...

Questa voce o sezione sull'argomento centri abitati della Romania non cita le fonti necessarie o quelle presenti sono insufficienti. Puoi migliorare questa voce aggiungendo citazioni da fonti attendibili secondo le linee guida sull'uso delle fonti. Segui i suggerimenti del progetto di riferimento. Braziicomune LocalizzazioneStato Romania RegioneMuntenia Distretto Ialomița TerritorioCoordinate44°46′N 26°21′E44°46′N, 26°21′E (Brazii) Superficie22,26 km² Abitanti1...

 

Electronic memory that cannot be changed The concept of read-only data can also refer to file-system permissions. ROM redirects here. For the country with the country code ROM, see Romania. For the museum in Toronto, see Royal Ontario Museum. For other uses, see ROM (disambiguation). Computer memory and computer data storage types General Memory cell Memory coherence Cache coherence Memory hierarchy Memory access pattern Memory map Secondary storage MOS memory floating-gate Continuous availab...