ყარსის პროვინცია (თურქ. Kars ili) — პროვინცია (ილი) თურქეთში, აღმოსავლეთ ანატოლიის რეგიონში. ადმინისტრაციული ცენტრი — ქალაქი ყარსი. მოიცავს 8 რაიონს.
გეოგრაფია
პროვინციას აღმოსავლეთით ესაზღვრება სომხეთი, სამხრეთით აღრის და იგდირის, ჩრდილოეთით არდაჰანის, დასავლეთით ერზურუმის პროვინციები.
მოსახლეობა
მოსახლეობა 287 ათ. ადამიანი (2007), უდიდესი ქალაქია: ყარსი (78 ათ. ადამიანი, 2000), სარიყამიში.
ისტორია
თანამედროვე პროვინციის ტერიტორია შეადგენდა სომხურ ანისისა და ყარსის სამეფოებში, XVI საუკუნეში შევიდა ოსმალეთის იმპერიაში. 1878 წელს შევიდა რუსეთის იმპერიაში სან-სტეფანოს ზავის საფუძველზე. 1918-1920 წწ. სომხეთის შემადგენლობაშია. 1920 წელს დაიკავა თურქეთის არმიამ. 1921 წლის ყარსის ზავის შედეგად თურქეთს გადაეცა. 1990 წელს ყარსის პროვინცია დაიყო ყარსის, არტაანისა და იგდირის პროვინციებად.
იხილეთ აგრეთვე
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო