ქასიმოვს გამოშვებული აქვს ცხრა ალბომი, რომელთაგან სამი მუღამის ჟანრის ალბომია. The New York Times-ის თქმით, ,,ალიმ ქასიმოვი ერთ-ერთი უდიდესი მომღერალია მსოფლიოში, მძაფრი სპონტანურობით, რომელიც იწვევს ვნებას და ერთგულებას, ჭვრეტას და განგებას."[2]
ალიმ ქასიმოვი დაიბადა 1957 წლის 14 აგვისტოსნაბურიში, შემახა, აზერბაიჯანი.[5][6] მისი ოჯახი საბჭოთა კომუნაში მუშაობდა და ქასიმოვმაც პატარა ასაკიდანვე დაიწყო მუშაობა.[7][8] ქასიმოვის მამა მომღერალი იყო. მამის მსგავსად, ქასიმოვმა პატარა ასაკიდანვე დაიწყო სიმღერა. მას არ ჰქონდა ფული ინსტრუმენტის შესაძენად, ამიტომ მამამ მას პატარა დრამი გაუკეთა ხისგან.
მუსიკალური კარიერა
ქასიმოვმა პროფესიონალური კარიერა დაიწყო მაშინ, როდესაც აზერბაიჯანი ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში იყო და მუღამის ჟანრი სახელმწიფოსთვის პრიორიტეტს არ წარმოადგენდა. ქასიმოვის მზარდ პოპულარობას თან სდევდა საბჭოთა გავლენის შემცირება და 1983 წელს მან გაიმარჯვა ჯაბარ გარიაღდიოღლუს სიმღერების ეროვნულ კონკურსში.
მან მოიგო ჯილდოები 1983 და 1987 წლებში იუნესკოს სიმპოზიუმებზე ცენტრალური აზიის და აზიის ქვეყნების ტრადიციულ და თანამედროვე ხელოვნებაზე. მისი ტურები წარმატებული გამოდგა როგორც სამშობლოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. ვინაიდან საბჭოთა კავშირის გარეთ ტურის გამართვა იმ დროისთვის იშვიათობა იყო მოქალაქეებისთვის, მისმა ტურებმა და კონცერტებმა მოიპოვა პოპულარობა და მრავალი სტატია გაზეთსა თუ ტელევიზიაში. ქასიმოვს და მის მეუღლეს, ტამილა ასლანოვას შეეძინათ პირველი შვილი 1980 წელს, ფერღანა ქასიმოვა, მოგვიანებით კი კიდევ ორი შვილი: ვაჟი, გადირი და მეორე ქალიშვილი, დილრუბა.
ქასიმოვის დისკოგრაფია გაიზარდა და მოიცვა არა მხოლოდ ტრადიციული აზერბაიჯანული მუსიკა და მუღამი, არამედ აშიკიც. გარდა ამისა, ალიმზე დიდი გავლენა მოახდინა მომღერალმა ნუსრატ ფათეჰ ალმა, რომელზეც ალიმი საუბრობს: ,,როდესაც მე მას კონცერტზე მოვუსმინე ჩემთვის ბევრი კარი გაიღო და ბევრ კითხვას გაეცა პასუხი."
მისი პოპულარობა შემდეგ კიდევ უფრო გაიზარდა, რადგან მან დაარღვია მუღამის ტრადიციული სტილი და თავისი ინტერპრეტაცია შეიტანა ჟანრში. ალიმის საშუალებით გახდა მუღამი აქტუალური ფართო აუდიტორიისათვისა და თანამედროვე საზოგადოებისთვის. მან თქვა: ,,სამყარო, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, ყოველდღიურად იცვლება. მუსიკას უნდა მიეცეს ემოციური გამოხატულება ამ სიცოცხლისუნარიანობისთვის. გზები და ინტერპრეტაციები". ანალოგიურად მან მოახდინა რევოლუცია მუღამის ინსტრუმენტებში, შემოიღო საკუთარი იმპროვიზაცია და შეიტანა ახალი ბგერები, როგორიცაა ორმაგი ლერწამიანი ბალაბანი (ასევე ცნობილია როგორც დუდუკი), კლარნეტი და ნაღარა.
2009 წლის 21 ნოემბერს იგი შეიყვანეს მსოფლიოს 500 ყველაზე გავლენიან მუსლიმთა წიგნში.[9][10][11] ისლანდიელმა მომღერალმა ბიორკმა შეაქო ქასიმოვი და მის საყვარელ მომღერლადაც დაასახელა.[12][13]2009 წელს თურქულმა გაზეთმა Zaman ალიმ ქასიმოვს უწოდა ,,ცენტრალური აზიის უდიდესი ხმა".[14]
პერსონალური ცხოვრება
ალიმი ახლა მუღამს ასწავლის ბაქოს ასაფ ზეინალის მუსიკალურ სკოლაში.[15]2012 წელს მან კამპანია ჩაატარა ქალების მიმართ ძალადობის შესაჩერებლად.[16]
↑შეცდომა თარგის გამოძახებისას: cite web: პარამეტრები url და title აუცილებელად უნდა მიეთითოს. Russian. დაარქივებულია ორიგინალიდან — 18 December 2014. ციტირების თარიღი: 11 August 2014.