ფეხბურთის თამაშს იწყებს 1965 წელს თბილისის 35-ე სკოლაში მწვრთნელ ვანო შუდრას ხელმძღვანელობით. 1967 წელს ვლადიმერ ელოშვილის[10][კომ. 5] მიწვევით ახალგაზრდობის საფეხბურთო სკოლაში[კომ. 6] გადადის. საყურადღებოა, რომ იმავე წელს ვლადიმერ ელოშვილის შეგირდები, რომელთა შორის არიან დავით გოგია, ფირუზ კანთელაძე, ვახტანგ კოპალეიშვილი, მანუჩარ მაჩაიძე, გოჩა მაჩაიძე და სხვები — ჭაბუკებს შორის საბჭოთა კავშირის ჩემპიონები ხდებიან. აღნიშნულ საფეხბურთო სკოლაში ექვსი წლის განმავლობაში ვარჯიშობს, სადაც გუნდთან ერთად 1972 წელს ჭაბუკთა შორის საკავშირო ჩემპიონატის გამარჯვებული, ხოლო 1973 წელს ბრინჯაოს პრიზიორი ხდება. იმავე წელსთბილისის „დინამოს“ სათადარიგო შემადგენლობის მწვრთნელი ანდრო ზაზროევი გუნდში გასასინჯად ვლადიმერ ელოშვილს მისი საფეხბურთო სკოლიდან პერსპექტიული ნახევარმცველების მიყვანას სთხოვს. ვლადიმერ ელოშვილი „დინამოს“ დიღმის საწვრთნელ ბაზაზე ვახტანგ კოპალეიშვილს, თემურ ჩხაიძეს და ალექსანდრე ჩივაძეს აგზავნის. ახალგაზრდა ფეხბურთელების შერჩევის მიზნით, მათი სპორტული მომზადების დონისა თუ სხვა ტექნიკური მახასიათებლების უკეთ გამოსავლენად გუნდის ძირითადი და სათადარიგო შემადგენლობის ორმხრივი საჩვენებელი თამაში იმართება.[11] ამ შეხვედრას თავად ალექსანდრე ჩივაძე ასე იხსენებს:
„...თბილისის „დინამოს“ დიღმის ბაზაზე მისვლის დღე გუშინდელივით მახსოვს: მაშინ ალიოშა კოტრიკაძე იყო გუნდის მთავარი მწვრთნელი, სერგო კოტრიკაძე კი მეორე მწვრთნელად მუშაობდა. ნესტორ ჩხატარაშვილი[12] გუნდის უფროსი იყო, დუბლებთან, ანუ ჩვენთან კი ანდრო ზაზროევი იყო მომაგრებული. სანამ „დინამოში“ დაგვტოვებდნენ, მკაცრი კონკურსი გავიარე, ორმხრივ შეხვედრაშიც მივიღე მონაწილეობა: მეორე შემადგენლობა ძირითადთან გვათამაშეს. ერთ მომენტში შევნიშნე, რომ მეტოქის მეკარე დავით გოგია კარიდან იყო გამოსული, მეც ავდექი და დაახლოებით 25 მეტრიდან ბურთი თავზე გადავუგდე — ლამაზი გოლი გამოვიდა! მატჩის მერე კახი ასათიანმა მითხრა, ასე თუ გააგრძელებ დიდი ფეხბურთელი დადგებიო. მისი სიტყვები ჩემთვის, 18 წლის ბიჭისთვის ძალიან ბევრს ნიშნავდა! მაშინ ჩემთან ერთად გოჩა და მანუჩარ მაჩაიძეებმა, ვლადიმერ გუცაევმა და ბესო მჭედლიშვილმაც ითამაშეს.“
ამ ორმხრივი საჩვენებელი შეხვედრის შემდეგ ვლადიმერ ელოშვილის მიერ გაგზავნილ სამივე ფეხბურთელს „დინამოში“ ტოვებენ, თუმცა იმ წელს, პარალელურად, ჭაბუკთა საფეხბურთო პირველობის ფარგლებში — ახალგაზრდობის საფეხბურთო სკოლაშიც აგრძელებენ გამოსვლებს.
1980 წლის დეკემბერში სპორტული ჟურნალისტებისა და სპეციალისტების გამოკითხვის შედეგად ალექსანდრე ჩივაძე საქართველოს მეხუთე საუკეთესო სპორტსმენად დაასახელდა.[28]
1982 წლის დეკემბერში სპორტულმა ჟურნალისტებმა და სპეციალისტებმა ალექსანდრე ჩივაძე საქართველოს მეექვსე საუკეთესო სპორტსმენად დაასახელეს.[28]
ალექსანდრე ჩივაძე 1988 წლის 7 მარტს, „ჟალგირისთან“ მატჩის წინ გააცილეს დიდი ფეხბურთიდან.[29]
გაზეთ „სარბიელის“ ინიციატივით, 1998 წელს გულშემატკივრებმა საქართველოს XX საუკუნის საუკეთესო ფეხბურთელი, მწვრთნელი და სიმბოლური ნაკრები დაასახელეს. გამოკითხვის შედეგად ალექსანდრე ჩივაძე საქართველოს XX საუკუნის მერვე საუკეთესო ფეხბურთელად და სიმბოლური ნაკრების წევრად დასახელდა.[30][31]
2022 წლის 8 აპრილს ალექსანდრე ჩივაძეს 67 წელი შეუსრულდა. აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით თბილისის „დინამოს“ გადაწყვეტილებით დინამო არენას სამხრეთ ტრიბუნის პირველ იარუსს ალექსანდრე ჩივაძის სახელი ეწოდა. აღნიშნული სივრცე არენის პირველ, მეორე, მესამე, მეჩვიდმეტე და მეთვრამეტე სექტორებს მოიცავს. ფაქტის აღსანიშნავად დინამო არენას მესამე სექტორის შესასვლელი ალექსანდრე ჩივაძის გამოსახულებით მოიხატა, კედლის მხატვრობა „დინამო“ თბილისის ფანებმა შეასრულეს.[33] სტადიონის ტრიბუნისთვის ლეგენდარული ფეხბურთელის სახელის მინიჭება საქართველოში პირველად მოხდა.[34][35]
↑1984 წელს საბჭოთა კავშირის ნაკრებმა ინგლისს პირველად და უკანასკნელად მოუგო „უემბლიზე“ — 2–0. იმ დღეს სტუმართა გუნდის კაპიტნის სამკლაური ალექსანდრე ჩივაძეს ეპყრა, მეორე დღეს კი ერთ-ერთი ლონდონური გაზეთის გარეკანზე მისი ფოტოს ქვეშ ეწერა: „რუსების დაცვის გენერალი“.
↑Обойти вниманием приезд в Минск молодежной сборной Грузии было невозможно не только из-за товарищеского матча с белорусскими сверстниками. Гости из солнечного Кавказа явились в нашу столицу под водительством колоритной личности — Александра Чивадзе. В свои 57 лет убеленный сединами мэтр грузинского и советского футбола (легендарные черные усы тоже стали белыми) в форме. Физической и тренерской. Владимир Пирог. 2012.06.05.
↑Говорить о проблемах своего шефа Мераба Жордания вице-президент Федерации футбола Грузии Александр Чивадзе, знаменитый в прошлом игрок тбилисского "Динамо" и сборной СССР, один из лучших либеро за всю историю отечественного футбола вежливо, но твердо отказался.
↑ვლადიმერ ელოშვილი თბილისის „დინამოს“ ერთ-ერთი გამორჩეული ვეტერანი ფეხბურთელი იყო, რომელიც 1949–1959 წლებში, 10 სეზონის მანძილზე იცავდა „დინამოს“ ღირსებას. დიდ ფეხბურთთან გამოთხოვების შემდეგ, ჭაბუკების აღზრდას მოჰკიდა ხელი და ამ კუთხითაც გაითქვა სახელი. უამრავი ფეხბურთელი აღზარდა: ჩივაძე, გუცაევი, კანთელაძე, გოგია, კოპალეიშვილი და მრავალი სხვა. 1967 წელს საბჭოთა კავშირის ჭაბუკთა ნაკრები ევროპის ჩემპიონი გახდა. იმ ნაკრებში ვლადიმერ ელოშვილი მთავარი მწვრთნელის ასისტენტი იყო. მან, იმ პერიოდისთვის ყველაზე მაღალი წოდება მიიღო – გახდა საბჭოთა კავშირის დამსახურებული მწვრთნელი.
↑ახალგაზრდობის საფეხბურთო სკოლა (რუს.ФШМ – Футбольная школа молодежи).
↑Чемпионат СССР 1974. 26 апреля 1974. Москва. Центральный стадион им. В.И.Ленина. 3 градуса. Пасмурно. 32000 зрителей. "Динамо" Тб: М.Гагошидзе, Р.Дзодзуашвили, В.Челидзе, М.Хурцилава, Ш.Хинчагашвили, З.Эбралидзе, М.Мачаидзе, К.Асатиани, Д.Кипиани, Г.Нодия, З.Церетели (П.Рехвиашвили, 78). Примечание: результат матча аннулирован из-за того, что Е.Ловчев умышленно пробил пенальти мимо ворот. Назначена переигровка на 17 июля.
↑Чемпионат СССР 1974. 17 июля 1974. Москва. Центральный стадион им. В.И.Ленина. Ясно. 23 градуса. 38000 зрителей. "Динамо" Тб: Гагошидзе, Г.Мачаидзе, Челидзе, Кантеладзе, Гавашели, Мчедлишвили, Чивадзе, Асатиани, Церетели, Кантария (Г.Нодия, 73), Л.Нодия. Гол: Пискарёв (67). Примечание: переигровка аннулированного матча от 26 апреля. Источник: "Советский спорт"; Владимир Шар.
↑Бывший капитан тбилисского «Динамо» и сборной СССР Александр Чивадзе назначен главным тренером национальной сборной Грузии на отборочный цикл чемпионата Европы 2004 года. В свое время, с 1993 по 1996 год, известный в прошлом защитник уже руководил грузинской сборной, а минувшим летом после отставки Давида Кипиани и Реваза Дзодзуашвили был снова призван к штурвалу национальной команды на заключительные матчи квалификационного турнира ЧМ-2002. 22 декабря 2001. წაკითხვის თარიღი: 29 დეკემბერი, 2021.
↑Едва главный тренер сборной Грузии Александр Чивадзе заявил после проигрыша Ирландии о своей отставке, как на базе тбилисского "Динамо" (где грузинская команда проводила сбор) раздался звонок из канцелярии правительства. Чивадзе пригласили к телефону и соединили с президентом Грузии Эдуардом Шеварднадзе.
↑31 იანვარს, „მიხეილ მესხის“ სტადიონის მედია-ცენტრში გამართულ საგანგებო პრესკონფერენციაზე, სფფ-ის პრეზიდენტმა მედიას ასაკობრივი ნაკრებების ახალი მთავარი მწვრთნელები წარუდგინა. დიდი ხნის პაუზის შემდეგ, ალექსანდრე ჩივაძე სამწვრთნელო საქმიანობას დაუბრუნდა და ამიერიდან, ის საქართველოს ახალგაზრდულ (U21) ნაკრებს გაუძღვება. 19-წლამდე ნაკრებში კახა კაჭარავა იმუშავებს; ნოდარ აკობია კი, 17-წლამდელებს ჩაიბარებს. ალექსანდრე ჩივაძის ასისტენტები ზაურ სვანაძე, გელა ინალიშვილი და დავით გვარამაძე იქნებიან.