ალექსანდრე ერქვანია (დ. 24 დეკემბერი, 1975, თბილისი[1]) — ქართველი პოლიტიკოსი და იურისტი.
ბიოგრაფია
ალექსანდრე ერქვანია დაიბადა 1975 წლის 24 დეკემბერს. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. 1997-2001 წლებში იყო საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის თანაშემწე. 2001-2006 წლებში იკავებდა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის აპარატის უფროსის თანამდებობას. 2007-2010 წლებში იყო შპს „ცენტრ პოინტ ჯგუფის“ იურისტი, 2010-2016 წლებში კი საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ადვოკატი. 2016-2020 წლებში იყო საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“. 2019 წლის დეკემბერში დატოვა საპარალამენტო ფრაქცია „ქართული ოცნება“.[2]
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო