აბუ ტაჰირ იაზიდი (დ. უცნობია — გ. 948) — მეექვსე შირვანშაჰი, შირვანის დამოუკიდებელი მმართველი, მესამე ლაიზანშაჰი[1], მუჰამედ II-ის შვილი.
917 წელს, ალი I-ის სიკვიდლით დასჯის შემდეგ, იგი შირვანის დამოუკიდებელი მმართველი გახდა. 918 წელს, მან ქალაქი იაზიდია დააარსა. აბუ ტაჰირ იაზიდი საჯიდებს და სალარიდებს ემორჩილებოდა და იბრძოდა დერბენტის წინააღმდეგ[2].
ოჯახი
აბუ ტაჰირ იაზიდს ჰყავდა სულ მცირე ორი შვილი:
- მუჰამედი — 930 წელს, მუჰამედსა და დერბენტის ამირა აბდ ალ-მალიქ ალ-ჰაშიმს შორის დაპირისპირებები მიმდინარეობდა, მაგრამ მოგვიანებით ისინი მშვიდობის დამყარებაზე შეთანხმდნენ.
- აჰმადი — ადგილობრივი მოსახლეობის აჯანყების შემდეგ, იგი დერბენტის ამირა გახდა, მაგრამ მოგვიანებით, მომდევნო აჯანყების შემდეგ, მისი მმართველობა დაამხეს. 948 წელს, იგი საკუთარმა ძმამ, მუჰამედმა სიკვდილით დასაჯა.
გარდაცვალება
აბუ ტაჰირ იაზიდი 33 წლიანი მმართველობის შემდეგ, 948 წელს გარდაიცვალა. სავარაუდოდ, იგი საკუთარმა ვეზირმა — იბნ ალ-მარაღმა მოწამლა.
ლიტერატურა
სქოლიო
- ↑ S. Ashurbeyli – Shirvanshahs, Baku, 2007
- ↑ Дepбeнднaмe, c.592-594
|
---|
| | |
---|
| | |
---|
| | |
---|
| პრეტენდენტები (1544-1602) | |
---|
|