სალარი, აგრეთვე ცნობილი როგორც სალარ იბნ იაზიდი (დ. ? — გ. 20 თებერვალი, 1063) — შირვანის მე-15 შაჰი 1050–1063 წლებში, ქესრანიდების დინასტიიდან.
სალარი იაზიდ II-ის ერთ-ერთი შვილი და ალი III-ის ბიძა იყო. 1049 წელს, იგი ალის წინააღმდეგ აჯანყდა. 1050 წელს, სალარმა მისი მმართველობა დაამხო და დააპატიმრა, გაქცევის შემდეგ კი — სიკვდილით დასაჯა. 1053 წელს, შირვანშაჰმა მალუს ციხესიმაგრე აიღო და იქ საკუთარი გარნიზონი ჩააყენა. გარდაიცვალა 1063 წლის 20 თებერვალს. მისი გარდაცვალების შემდეგ, მომდევნო შირვანშაჰი მისი შვილი — ფარიბურზ I გახდა.
ლიტერატურა
სქოლიო
|
---|
| | |
---|
| | |
---|
| | |
---|
| პრეტენდენტები (1544-1602) | |
---|
|