ალი II, აგრეთვე ცნობილი როგორც აბუ მანსურ იბნ იაზიდი (დ. ? — გ. 1043, შემახა) — შირვანის მე-12 შაჰი 1034-1043 წლებში[1], ქესრანიდების დინასტიიდან.
მმართველობა
ალი II შირვანშაჰის თანამდებობაზე 1034 წელს, მანუჩაჰრ I-ის გარდაცვალების შემდეგ დაინიშნა. იგი განაგრძობდა დერბენტის მმართველების წინააღმდეგ ბრძოლას. 1035 წელს, მათთან მშვიდობის დასამყარებლად, შირვანშაჰმა საკუთარი და — შამქუია დერბენტის მმართველ აბდ ალ-მალიქ იბნ მანსურზე დააქორწინა.
გარდაიცვალა 1043 წელს, შემახაში. მისი გარდაცვალების შემდეგ, მომდევნო შირვანშაჰი ქუბადი — ალი II-ის ძმა გახდა.
ლიტერატურა
სქოლიო
- ↑ S. Ashurbeyli – Shirvanshahs, Baku, 2007
|
---|
| | |
---|
| | |
---|
| | |
---|
| პრეტენდენტები (1544-1602) | |
---|
|