„Whiplash“ — ამერიკული მძიმე მეტალ ჯგუფ მეტალიკის მეექვსე სიმღერა და პირველი სინგლი მათი 1983 წლის სადებიუტო ალბომიდან Kill 'Em All. იგი გამოვიდა მხოლოდ ჩრდილოეთ ამერიკაში.[2]
მუსიკა
სიმღერის ავტორები არიან ჯეიმზ ჰეტფილდი და ლარს ულრიხი.[3]
კირკ ჰემეტის განცხადებით, Whiplash კურტ კობეინის ერთ-ერთი საყვარელი სიმღერა იყო მეტალიკის რეპერტუარიდან.[4]
ტექსტი
სიმღერა უმეტესად ეხება მეტალის ფანების ცხოვრებას, გრძნობას, რომელიც გეუფლება სცენის წინ თავის ქნევისას. სიმღერის სათაური აღნიშნავს კისრის მძიმე ტრავმას, რომლის მიღებაც შესაძლებელია თავის საკმარისად დიდხანს და ძლიერად ქნევისას, ასევე ავტოავარიებში.[5] იგი ეძღვნება მეტალიკის ფანებს, რომლებიც მხარს უჭერდნენ მას დასაწყისიდანვე.[2]
საკონცერტო შესრულება
სიმღერა პირველად ცოცხლად შესრულდა 1982 წლის 23 ოქტომბერს ფულერტონში, კალიფორნია.[3][6] ბოლო დროს კონცერტებზე ჰეტფილდი ცვლის თავდაპირველ ტექსტს „We'll never stop, we're never quit, 'cause we're Metallica“ ტექსტად „We'll never stop, we're never quit, 'cause“ — აქ სიმღერა ჩერდება ხოლმე ორი წამით, ჯეიმზი უთითებს მსმენელზე და წამოიძახებს: „You're“ — „Metallica!“, რითაც ხაზს უსვამს ფანების როლს.[6] კონცერტებზე ხშირად ჯეისონ ნიუსტედი ასრულებდა სიმღერის ნაწილს ან სრულად,[2] რაც განსაკუთრებით შესამჩნევია საკონცერტო ჩანაწერში სან-დიეგოში, კალიფორნია. მან ჰეტფილდის გარეშე იმღერა ასევე 2000 წლის 7 ივლისს, სტადიონზე Georgia Dome ატლანტაში, ამავე წლის 8 ივლისს ჩქაროსნულ ტრასაზე სპარტაში, კენტუკი და 9 ივლისს სტადიონზე Texas Stadium ირვინგში, ტეხასი. ჰეტფილდი იყინავდა ბოლო დროს დაზიანებულ ზურგს, სანამ ჰემეტი, ულრიხი და ნიუსტედი ასრულებდნენ სიმღერას.[6]
Live Shit ვერსიაში ჯეიმზმა სიმღერის დაწყებისას თვლა აურია და ნაცვლად „1, 2, 1, 2, 3, 4“, მან თქვა: „1, 2, 4, 3, 2 და ნახევარი!“.[7]
ქავერები და მიძღვნები
სიმღერა პოპულარულ მედიაში
სიმღერების სია
- აშშ სინგლი (გრამფირფიტა)
- აშშ სინგლი (მაქსი-სინგლი, კასეტა)
|
1. | „Jump in the Fire“ | 4:41 |
2. | „(Anesthesia) - Pulling Teeth“ (ინსტრუმენტალი) | 4:15 |
3. | „Whiplash“ (Special Neckbrace Remix) | 4:24 |
4. | „Seek & Destroy“ (საკონცერტო) | 7:04 |
5. | „Phantom Lord“ (საკონცერტო) | 4:52 |
პერსონალი
მეტალიკა
- სტუდიური პერსონალი
- აღმასრულებელი პროდიუსერი: ჯონი ზაზულა
- პროდიუსერი: პოლ კარსიო
- ინჟინერი: კრის ბუბაჩი
- ინჟინერ-ასისტენტი: ენდი ვრუბლევსკი[1]
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო
|
---|
| | | სტუდიური ალბომები | |
---|
| კავერების ალბომები | |
---|
| ერთობლივი ალბომები | |
---|
| EP-ები | |
---|
| საკონცერტო ალბომები | |
---|
| ბოქს-სეტები | |
---|
| სინგლები | |
---|
| პრომო-სინგლები | |
---|
| სხვა სიმღერები | |
---|
| ვიდეო ალბომები | |
---|
| ტურნეები | |
---|
| სხვა სტატიები | |
---|
|