Broken, Beat & Scarred — ამერიკული მძიმე მეტალ ჯგუფ მეტალიკის მეექვსე სინგლი და მესამე სიმღერა მათივე 2008 წლის სტუდიური ალბომიდან Death Magnetic, გამოსული 2009 წლის 3 აპრილს.[1]
ჯეიმზ ჰეტფილდი და ლარს ულრიხი კამათობდნენ ამ სიმღერის სახელწოდების სიგრძეზე. ჰეტფილდს არ მოსწონდა იგი, მაგრამ ლარსმა თქვა, რომ იგი „ძლიერ დარწმუნებულია“, რომ სიმღერას უნდა ერქვას Broken, Beat & Scarred.[2]
19 მარტს მეტალიკის ოფიციალურ საიტზე გამოცხადდა, რომ შემდეგი სინგლი ალბომიდან იქნებოდა Broken, Beat & Scarred. სინგლი გამოცემული იქნა ორ ფორმატში - როგორც გამოცემა ციფრული კოლექციონერებისთვის და მაქსი სინგლი.
მუსიკალური ვიდეო
ოფიციალური მუსიკალური ვიდეოს პრემიერა გაიმართა 2009 წლის 26 მარტს მეტალიკის საიტზე Metallica.com. იგი ასახავს ჯგუფის წევრებს, რომლებიც ასრულებენ სიმღერას ცოცხლად ტურნეზე Death Magnetic Tour. ვიდეოს რეჟისორია უეინ იშემი, რომელიც მუშაობდა მეტალიკის რამდენიმე ადრინდელ მუსიკალურ ვიდეოზე, Cunning Stunts-ის ჩათვლით.[3]
სიმღერების სია
- Broken, Beat & Scarred - 6:25
- Broken, Beat & Scarred (საკონცერტო) - 7:33
- The End of the Line (საკონცერტო) - 7:38
- Broken, Beat & Scarred - 6:25
- Stone Cold Crazy (საკონცერტო) - 3:06
- Of Wolf and Man (საკონცერტო) - 4:25
- Broken, Beat & Scarred (პრომო ვიდეო)
- The Day That Never Comes (პრომო ვიდეო)
- Death Magnetic Electronic Press Kit - 17:25
- Broken, Beat & Scarred - 6:25
- Broken, Beat & Scarred (საკონცერტო) - 7:33
- The End of the Line (საკონცერტო) - 7:38
- Stone Cold Crazy (საკონცერტო) - 3:06
- Of Wolf and Man (საკონცერტო) - 4:25
ყველა საკონცერტო ვერსია ჩაწერილია 2008 წლის 15 სექტემბერს The O2 Arena-ზე ლონდონში.[1]
ჩარტები
პერსონალი
მეტალიკა
სხვა პერსონალი
სქოლიო
|
---|
| | | სტუდიური ალბომები | |
---|
| კავერების ალბომები | |
---|
| ერთობლივი ალბომები | |
---|
| EP-ები | |
---|
| საკონცერტო ალბომები | |
---|
| ბოქს-სეტები | |
---|
| სინგლები | |
---|
| პრომო-სინგლები | |
---|
| სხვა სიმღერები | |
---|
| ვიდეო ალბომები | |
---|
| ტურნეები | |
---|
| სხვა სტატიები | |
---|
|